სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
აშშ-ს არმის ახალი თაობის ავტომატური შაშხანის კონკურსის შესახებ ბლოგზე არაერთი სტატია დაიწერა, რომელთა წაკითხვაც შემდეგ ბმულზებზეა შესაძლებელი:
- აშშ-ს არმიამ 6,8 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღის კონკურსი წამოიწყო
- NGSW-R - აშშ-ს არმიის პერსპექტიული შაშხანის შედარებითი გამოცდები
- Textron Systems-მა აშშ-ს არმიას ახალი თაობის ავტომატური იარაღი გადასცა
Cobalt Kinetics-მა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელში იუწყება, რომ კომპანია MARS Inc.-თან ერთად აშშ-ს არმიის პროგრამა NGSW-ში (Next Generation Squad Weapons) მონაწილეობისთვის ახალი შაშხანა (NGSW-R), მსუბუქი ტყვიამფრქვევი (NGSW-AR) და 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა წარადგინა. არმიის პროგრამის მიზანია M4/M16 ტიპის შაშხანებისა და ტყვიამფრქვევ M249 SAW LMG-ის შესაცვლელად ახალი შეიარაღების და ვაზნების შექმნა, რომლებმაც მახასიათებლების გაუჯობესება უნდა უზრუნველყონ.
თვითონ 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა 140 გრამიან ტყვიას 975,36 მ/წმ სიჩქარით ისვრის. შაშხანაცა და ტყვიამფრქვევიც 20 ვაზნიანი მჭიდებით იკვებება, თუმცა შესაძლებელია 70 ვაზნიანი დოლურა მჭიდის დაყენებაც.
შაშხანა COBALT KINETICS NGSW-R
მსუბუქი ტყვიამფრქვევი COBALT KINETICS NGSW-AR
მარცხნიდან მარჯვნივ - 5,56x45 mm NATO, 7,62x51 mm NATO და Magnum-ის ახალი, 6,8 მილიმეტრიანი მოკლე გასროლა. ახალი ვაზნა გამოიყურება და მუშაობს როგორც .270 WSM
No comments:
Post a Comment