სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
საფრანგეთის საჰაერო ძალების Rafale-ს ბორტზე გაკეთებულ "Kill Marks"-ებს შორის, ამერიკული უპილოტო MQ-9 Reaper-ის სიმბოლო აქვს დატანილი.
გამოსახულება საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასზე სახმელეთო სამიზნეების განადგურების აღმნიშვნელი ავიაბომბების გამოსახულების გარდა ამერიკული უიპილოტოცაა ასახული. როგორც ინტერნეტრესურსებიდან ხდება ცნობილი, ფოტო "იორდანიის პრინც ჰასანის ავიაბაზაზე" (Jordan's Prince Hassan Air Base) იქნა გადაღებული, საიდანაც ფრანგული გამანადგურებლები კოალიციის მიერ ISIS-ის წინააღმდეგ, სირიასა და ერაყში, წარმოებულ ოპერაცია IOR-ის მხარდაჭერას ახორციელებენ.
როგორც ცნობილი ხდება, ფოტოზე ასახულია ესკადრილია "გასკონის" კუთვნილი Rafale B 322 და მანდ ეს მარკირება, ახლო აღმოსავლეთში ხმელკეთზე ჩამოვარდნილი უპილოტოს განადგურებისთვის მიიღო.
- 8 ცალი ლაზერით მართვადი 500 ფუნტიანი (227კ) ბომბი GBU-12 Paveway II
- ხუთი ცალი AASM (Armement Air-Sol Modulaire)
- უპილოტო MQ-9 Reaper
აღსანიშავია, რომ კოალიციის უპილოტოს განადგურება მისი ნარჩენების მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა.
წყარო - ‘Drone-killer’ Rafale
No comments:
Post a Comment