Saturday, September 7, 2019

არ გინახავთ ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი ობიექტი? - მაშინ შეგიძლიათ დატკბეთ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


ინტერნეტში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. მაგრამ ის რაც ალბათ არასოდეს გინახავთ - ეს არის ობიექტი, რომელიც 6599 მილ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, რაც მიახლოებით 8,6 MAX უდრის. არა, თქვენ ეს არ მოგეჩვენათ, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ასახულია ობიექტი, რომელიც ჰიპერბგერითი ზღვრის (MAX 5) მიღმაა გასული. ობიექტი ნიუ-მექსიკოში, უდაბნოში მდებარე ჰოლომანის ავიაბაზის ტერიტორიაზე უდაბნოს ზედაპირიდან სულ რამდენიმე ფუნტით აწეული ავითარებს წარმოუდგენელ სიჩქარეს.

ვიდეოს ჩართვის წინ დარწმუნით რომ ხმა ჩართული გაქვთ - ამისი მოსმენა ღირს:


ვიდეოს წყარო - Edwards Air Force Base

მაშ ასე, რს ცდიან რაკეტის მიმმართველების ტრასაზე? ნებისმიერ კომპონენტს, რომელმაც ჰიპერბგერითი სიჩქარე უნდა განავითაროს. და დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პენტაგონი ცდილობს შექმნას ჰიპერბგერითი იარაღი.

აშშ-ს ჰიპერბგერითი ოცნებების ასასრულებლად მართვისა და კონტროლის მგრძნობიარე სისტემებმა უნდა გაუძლონ აჩქარების გადატვირთვებსა დ გადახურებას. საფარველი და კორპუსში გამოყენებული მასალებიც უნდა გამოიცადოს მანამდე, სანამ მოხდება საფრენოსნო ეგზემპლიარების შექმნა და მათზე ფინანსების დახარჯვა. და ეს ყველაფერი არის მხოლოდ დანამატი იმ კოლოსალური სამეცნიერო კვლევებისა, რომლებსაც სხვადასხვა ინსტიტუები ახორციელებენ. სწორედ ამიტომ შეიძინა ამ ათმილიანმა სარაკეტო ტრასამ განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მაღალჩქაროსნული სარაკეტო მიმმართველის კონცეფციას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, მასზე ათწლეულების განმავლობაში იცდებოდა ყველაფერი - რაკეტების ქობინებით დაწყებული, საკატაპულტო სავარძლებით დამთავრებული. მაგრამ 2000-იანების დასაწყისში ჰოლომანის (Holloman) მაღალჩქაროსნული საცდელი ტრასა ჰიპერბგრეითი ერის შესაბამისად გადაკეთდა და ის ახლა უკვე ამ ფუნქციებით იწყებს მოქმედებას.

ჰოლომანის 10 მილიანი სარაკეტო მიმმართველი


ქვემოთ მოყვანილი ვიდეორგოლები კარგ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რა არის ეს უნიკალური ობიექტი

P.S. კი, ამ კლიპში ასახული ობიექტი ყველაზე სწრაფია რაც კი რამე გინახავთ. თავის მხრივ ამ ობიექტთან შედარებით Bugatti-ს სპორტკარიცა და F-15-იც კუებივით გამოიყურებიან. წარმოიდგინეთ რომ მსგავსი რამისგან აპირებთ თავის დაცვას?

No comments:

Post a Comment