Thursday, September 5, 2019

Т-14 Армата პენტაგონის სამიზნეში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს არმიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მიმწოდებელმა ტექნიკისა და შეიარაღების სფეროში - კომპანია Raytheon-მა, გაავრცელა თავისი ნაწარმი პრომო გამოსახულება, რომელშიც სამიზნის სახით ახალი თაობის რუსული ტანკი, Т-14 Армата, არის ასახული.




თვიტონ ფოტოს ანოტაციიდან იორკვევა, რომ პენტაგონი ეძებს რამდენიმე ხერხს გამოიყენოს ხელოვნურიმ ინტელექტი.

ხელოვნური იტნელექტის გამოყენებას, სხვა მეთოდებთან შედარებით,  ბევრი პოტენციური უპირატესობა გააჩნია - მასში შესძლებელია სასწავლო მისიები ჩატვირთვა ან მექნიკურ მეხსიერებაზე ფოკუსირება. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების წყალობით სწავლებაზე უფრო მარტივი იქნება ადაპტირება. ხელოვნჯური ინტელექტის ადაპტიური გამოცდილების გამოყენება საშუალებას იძლევა, მოხდეს მოწაფეების სუსტი და ძლიერი მხარეების ამოცნობა და მისი დონის შესაბამისად განხორციელდეს სატანადო სასწავლო მასალებისა და პროგრამის შერჩევა.

ძალისა და რეალური ცეცხლის გამოყენებით განხორციელებულ სწავლებასთან შედარებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სწავლება ნაკლებად საშიში და იაფი გახადოს. ამან ასევე უნდა შეამციროს სწავლების ახალი სცენარის შემუშავებისთვის განკუთვნილი დრო.

Raytheon-მა არსებულ სასწავლო პროგრამებში უკვე დანერგა ხელოვნჯრი ინტელექტი, მათ შორის გერმანიაში ბაზირებულ აშშ-ს არმიის მზადყოფნის მრავალეროვნულ სასწვლო ცენტრშიც.

კომპანიამ, 5 სექტემბერს, აღნიშნული ტექნოლოგიისთვის მიძღვნილ რელიზში რამდენიმე ფოტო განათავსა, ფოტოებზე ასახულია რუსული ტანკი "Армата", რომელზეც მიწერილია "სამიზნე" (Target).

T-14  "Армата" - ეს უნივერსალურ მუხლუხებიან შასიზე შექმნილი ტანკია. რუსეთის არმია ბოლო წლებში გეგმავდა 2300 ცალი ამ ახალი თაობის ტანკის შეძენას, ტუმცაღა ეს პროგრამა დღეისთვის შეჩერებულია. მიუხედავად ამისა ტანკს პენტაგონი მაინც საფრთხედ განიხილავს და მასთან ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება

No comments:

Post a Comment