სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
როგორც ცნობილია ერთი წლის აშშ-ს არმიამ ახალი შაშხანის შესაძენად კონკურსი წამოიწყო. კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
- აშშ-ს არმიამ 6,8 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღის კონკურსი წამოიწყო
- NGSW-R - აშშ-ს არმიის პერსპექტიული შაშხანის შედარებითი გამოცდები
- Textron Systems-მა აშშ-ს არმიას ახალი თაობის ავტომატური იარაღი გადასცა
- აშშ-ს არმიის მომავლის შაშხანის კონკურსის ახალი მონაწილე
"Federal Business Opportunities" ოციფიალურ ვებგვერდზე განთავსებული რელიზის თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით მომავლის შაშხანის პროგრამის (Next Generation Squad Weapon) ფარგლებში სამი მომწოდებელია შეჩეული. ესენია:
- AAI Corporation-Textron Systems
- General Dynamics Ordnance და Tactical Systems Inc. (GD-OTS)-ის კონსორციუმი
- Sig Sauer Inc.
Sig Sauer-ის პროტოტიპები - მარცხნივ NGSW-AR, მარჯვნივ NGSW-R
AAI Corporation-Textron Systems-ის პროტოტიპები - მარცხნივ NGSW-R, მარჯვნივ NGSW-AR. ქვედა ფოტოზე NGSW-AR-ს ორი ვარიანტი
აშშ-ს არმია NGSW-ს ფარგლებში ქვეითი შენაერთბისთვის ახლო ბრძოლის იარაღის ორ ვერსიას ქმნის, ესენია - მსუბუქი ტყვიამფრქვევი NGSW-Auto Rifle (NGSW-AR), რომელმაც M249 (SAW) უნდა შესცვალოს და შაშხანა NGSW-Rifle (NGSW-R) რომელმაც თავის მხრივ M4 უნდა ჩაანაცვლოს.
"ეს OTA-ას (Other Transaction Agreement) პროტოტიპები, რომლებმაც უნდა გაზარდონ ეფექტურობა, იქნება Squad Weapons Next Generation-ის (NGSW) ორი ვარიანტი და ორივე ვარიანტისთვის საერთო 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, რომელიც ორივე ვარიანტისთვის" - ნათქვამია FBO-ს განცხადებაში.
OTA-ს პროტოტიპების ხელშეკრულებები 29 აგვისტოს გაფორმდა, ამ იარაღების საექსპულატაციო ვადა 8 წელს უნდ აგაუტოლდეს, ხოლო თვითონ იარაღისა და ვაზნების მიწოდება მომდევნო 27 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში ყველა მწარმოებელმა უნდა წარადგინოს 53 ცალი NGSW-R, 43 ცალი NGSW-AR, 845 000 ცალი 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, სათადარიგო ნაწილები, საგამოცდო ლულები, ხელსაწყოები, სენსორები, საკუთნო, ტექნიკური უზრურნველყოფა და პროტოტიპების იტერატიული შემუშავება.
პროგრამა NGSW-ს ფარგლებში იარაღი უნდა აღიჭურვოს რთული ტექნოლოგიებით, ისეთებით, როგორებიცაა - ბალისტიკური გამომთვლელები, დამიზნების და დაკვირვების ინტელექტუალური შესაძლებლობები, უკაბელო კავშირიო და კამერებზე დაფუძნებული გაფართოებული შესაძლებლობები. მათი შვენება 2021 ან 2022 წელსაა დაგეგმილი.
როგორც ელიან, არმია გამარჯვებული კომპანიისგან, 250 000 ცალი NGSW-R და NGSW-AR და 150 მილიონამდე 6,8 მილიმეტრის ვაზნებს შეიძენს.
წყარო - U.S. Army Selects Three Companies to Develop Prototypes for Next-Generation Squad Weapons Program
No comments:
Post a Comment