Showing posts with label Р-27. Show all posts
Showing posts with label Р-27. Show all posts

Wednesday, March 28, 2018

ჰუსიტებმა სანა'ას თავზე წარუმატებლად სცადეს გაერთიანებული საემიროს ორი F-16 ჩამოგდება

გუშინ, 27 მარტს, ჰუსიტებმა, სანა'ას თავზე, Р-27Т ტიპის რაკეტის საშუალებით, სცადეს გაერთიანებული საემიროს ორი ცალი F-16 ჩამოგდება, ცდა ორივე ჯერზე წარუმატებელი გამოდგა.

ბლოგის მხრიდან შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, იმავე რაიონში, ჰუსიტებმა საუდის არაბეთის F-15 დაზიანება მოახერხეს. მაშინაც ანალოგიურად, სახმელეთო გამშვებზე დამონტაჟებული Р-27Т ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - იემენის ჰუსიტებმა საუდელების F-15 დააზიანეს

Thursday, March 22, 2018

იემენის ჰუსიტებმა საუდელების F-15 დააზიანეს

იემენში განაცხადეს, რომ საუდელთა F-15 ჩამოაგდეს. ვიდეოს მიხედვით, თვითმფრინავს სახმელეთო გამშვებ დანადგარზე დამონტაჟებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა, Р-27, ესროლეს.
საუდელთა განცხადების თანახმად, მათი გამანადგურებელი, იემენის პროვინცია, საადის თავზე დაზიანეს, მაგრამ მათი მტკიცებით, გამანადგურებელმა საკუთარ ავიაბაზამდე მიაღწია (წყარო - A Coalition fighter was intercepted by an hostile air defense missile launched from Saada airport today, but the aircraft managed to return safe to base, report).