Showing posts with label ტანკისტები. Show all posts
Showing posts with label ტანკისტები. Show all posts

Monday, May 28, 2018

სიმულაციური ცენტრი და საველე სწავლება, როგორ ეუფლებიან ახალბედები ტანკისტის პროფესიას?

სიმულაციური ცენტრი და საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე. როგორ ეუფლებიან ახალბედები ტანკისტის პროფესიას? ქართული ბატალიონის 11-კვირიანი სამხედრო მომზადების კურსი.

საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტი პირველი არხისგან. ნაჩვენებია ტანკის ეკიპაჟის სიმულატორები და თეორიული და პრაქტიკული მომზადების სხვადასხვა დეტალები.


P.S. საინტერესო დეტალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. გენერალ ხრულოვის კოლონის გნადგურების მცირე დეტალები - 7 ქართულმა ტანკმა 24 საათის განმავლობაში 2100 ჭურვი გაისროლა და რაც აღსანიშნავია, ბრძოლას მაქსიმალურ დისტანციაზე აწარმოებდა.

Sunday, April 30, 2017

საბჭოთა არმიის ებრაული წარმოშობის სატანკო ასი იონ დეგინი გარდაიცვალა


ისრაელში, 92 წლის ასაკში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი- ყველაზე ცნობილი სატანკო ასი, იონ დეგინი, გარდაიცვალა. იონ დეგინი ორჯერ იყო წარდგენილი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე.
აღნიშნული პიროვნება საბჭოთა არმიის სატანკო ასი იყო: მე-2 ცალკეული სატანკო გვარდიული ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედების დროს, დეგინმა გაანადგურა 12 გერმანული ტანკი (მათ შორის 1"ტიგრი" და 8 "პანტერა") და 4 თსდ (მათ შორის 1 "ფერდინანდი").



წყარო:

Saturday, January 5, 2013

აფხაზეთში, რუსების მე–7 ბაზაზე ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს


რუსების მე–7 ბაზაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი ტანკისტების სწავლება მიმდინარეობს. რეალური საბრძოლო სროლებისთვის T–90A-ს ეკიპაჟები ვირტუალურად ემზადებიან – კომპლექსური ტრენაჟორის დახმარებით ისინი სამიზნეს ეკრანზე ანადგურებენ.
კომპლექსური ტრენაჟორი უზრუნველყოფს ეკიპაჟის წევრების კავშირს მეთაურთან, ასევე ტრენაჟორში ჩადებულია რელიეფის უსწორმასწორობების გადალახვის ფუნქციაც – რის შედეგადაც სიმულატორ–კაბინას რეალური ტანკივით არყევს. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს სატანკო დუელის წარმოებას ისეთ ტანკებთან, როგორებიცაა დასავლეთის არმიების შეიარარებაში მყოფი – Leclerc, Merkava, Abrams და სხვები. ამას გარდა ტრენაჟორზე შესაძლებელია მსუბუქ ჯავშანტექნიკასთან და დაბალ სიმაღლეზე მფრენ მიზნებთან ბრძოლის ტაქტიკის დამუშავება.


 T–90A-ს ტრენაჟორში მეთაურისა და მემიზნე–ოპერატორის ადგილი

ტრენაჟორის ოპერატორის მართვი პუნქტი


წყარო:

P.S. ყოველმხრივ საინტერესო სიახლეა – პირველ რიგში აშკარაა რომ რუსებთან საბრძოლო დაპირისპირების შემთხვევაში ის ძველი T-62 და  T–72 აღარ დაგვიპირისპირდებიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოიყვანა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, არამედ მოგვიწევს თანამედროვე T–90A–სთან ბრძოლა. ამას გარდა ისიც ნათელია რომ ამ ტანკებში საკმაოდ მომზადებული ტანკისტები იჯდებიან. 
ჩვენ რით შეგვიძლია ამას ვუპასუხოთ – T–90A-ს საპირწონე ტანკს ჩვენ კარგა ხანი ვერ ვიყიდით, მაგრამ მის საპირწონე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ყიდვა აშკარად შეგვიძლია.