Showing posts with label იუმორი. Show all posts
Showing posts with label იუმორი. Show all posts

Saturday, April 6, 2019

F-16 საკუთარი კორპუსი დაცხრილა

მგონი ყველას ახსოვს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი Ка-52, რომელმაც საკუთარი კორპუსი დააზიანა გასროლით (დეტალები იხილეთ ბმულზე - Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა). ხო და აგერ ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების F-16-მა ვისზე ნაკლები ვარო და ამანაც მსგავსი ილეთი ჩაატარა.


მოკლედ საქმე შემდეგნაირად გამოიყურება:
2019 წლის 21 იანვარს, ნიდერლანდების საჰაერო ძალების F-16 კუნძულ ვლილანდზე მდებარე პოლიგონ ვლიოროსაზე გამართულ სწავლებაში მონაწილეობდა, ქვემეხიდან სროლის დროს გამანადგურებელმა საკუთარი კორპუსი დააზიანა. როგორც ცნობილია - მინიმუმ ერთი ჭურვი აფეთქდა და დააზიანა გამანადგურებლის კორპუსი, ჭურვის დეტალები ძრავაში მოხვდა. პილოტმა დაზიანებული გამანადგურებლის ავარიული დაშვება წარმატებით განახორციელა. 
მიმდინარეობს გამოძიება - თუ როგორ მოახერხა ჭურვმა დამოუკიდებლად აფეთქება და არსებობდა თუ არა ინცინდენტის დროს ეკიპაჟისთვის ან სახმელეთო პერსონალისთვის რაიმე საფრთხე.
წყარო - F-16 boven Vlieland geraakt door eigen kogel

Thursday, March 15, 2018

რუსეთ 2019 წელს მარსე მისიას აგზავნის

საღამო იუმორით იწყება :P
2019 წელს რუსეთი მარსზე მისიას გაუშვებს, ასევე დაგეგმილია მთვარის გამოკვლევაც, ხოლო რუსი სპეციალისტები თანამგზავრის პოლუსებზე გადმოსხდომას შეეცდებიან. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა, ВГТРК-ს ჟურნალისტს, ანდრეი კონდრაშოვს, განუცხადა.

"შორეული კოსმოსის, მთვარის დ მარსის შესასწავლად თავიდანუპილოტო გაშვებებს განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ პილოტირებად მისიებზე გადავალთ" - დასძინა პრეზიდენტმა.

წყარო:

P.S. პირველი აპრილი ჯერ შორსაა და მგონი მაგარ რაღაცას ეწევიან კრემლში. როგორ მოუთმენლად ველი 2019 წელს, რო მწრედ დავცინო ამ წინა საარჩევნო ბაქიბუქს :D

Sunday, February 25, 2018

დღის ფოტო - ლომი vs ქსმ Warrior


ლონდონში მდებარე "საფარს პარკში", ატრაქციონის სახით, ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი ქსმ Warrior მიიყვანეს. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოდან გაცნობოდა აღნიშნულ ჯავშანტექნიკას.



Thursday, June 8, 2017

Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა

რუსეთის საჰაერო ძალებისა და ჰსთ-ს მე-4 არმიის, 27-ე  შერეული საავიაციო დივიზიის, 39-ე სავერტმფრენო პოლკის კუთვნილმა Ка-52-მა კორპუსის წინა ნაწილი, საკუთარი, 2А42 ტიპის, ავტომატური ქვემეხით დაცხრილა

დიდად თავს არ დავდებ, მაგრამ ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ალბათ ასეთი მანევრი იყო:

Thursday, May 12, 2016

გენერალი შევჩენკო УАЗ "Патриот"-ის წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ულიანოვსკის ავტოქარხნის ნაწარმი დაათვალიერა. პრეზიდენტს ექსკურსიას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ავტოჯავშანსატანკო სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალი ალექსანდრე შევჩენკო უტარებდა. ჩვენების დროს გენერალმა ახალ УАЗ "Патриот"-ს კარების სახელური მოაგლიჯა:


როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, მანქანის კარების ბლოკირება გამორთული ძრავის შემთხვევაში ხდება.
ანეგდდოტივითაა - თუ არ დაქოქე ვერ გააღებ კარებს, თუ კარებს ვერ გააღებ მაშინ მანქანას ვერ დაქოქავ, მოკლედ არ გინდათ მანქანა, ფეხით წადით.

Saturday, November 21, 2015

დღის ფოტო – სადაა პური, აგაფეთქებთ ჩემი

მინდვრის თაგვი და ხელყუმბარა РГД-5 - ფოტო უკრაინის არმიის 93–ე ბრიგადის ჯარისკაცის მიერაა გადაღებული

Tuesday, January 6, 2015

დღის ფოტო – ცენტროვკა დაკარგული Су-24

ხანდახან ასეც ხდება – როდესაც საწვავი არაა ავზებში და უკან საყრდენი არა აქვს შეგებული სიმძიმის ცენტრი უკან ინაცვლებს და ის ყალყზე დგება

ამიტომაც მუზეუმში ასე ხდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ აქ მთავარი მაინც ყვავია :)

და ესეც Ту-22