On HEMUS-2020 exhibition, in Bulgaria, ukrainian Ukroboronprom unveiled the upgraded BMP-2M with "Stilet" remotely controlled weapon station and Upgraded MTLB Anaconda with same RCWS (Stilet).
RCWS is equiped with ZTM-1 (or ZTM-2) 30mm cannon, KT-7,62 machine gun, AG-17 30mm grenade launcher and AT guided missile.
In Russia working on self-propelled short-range anti-aircraft missile system Sosna on the BTR-82' chassis.
The 9M337 Sosna-R (Pine) (SA-24) is a Russian radar and laser-guided supersonic (Mach 4) two-stage missile. It is used in Sosna-R short range air defense missile system designed to protect military units from air attacks in all types of combat situations, including during march.
პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.
ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიაახლეებით შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება. IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება ეხილათ საქართველოს შეიარაღებული ძლების რესურსებით აწყობილი ცეცხლმაქრი, მსუბუქად შეჯავშნული მანქანა.
2017 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებიდან მიღებულმა გამოცდილებამ, დღის წესრიგში მუხლუხიანი მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკის შექმნა დააყენა, რომელიც რთულ რელიეფში ხანძრის კერებთან მიახლოებას და მის ლოკალიზებას შეძლებდა.
ნუ როგორც ვივარაუდე სწორედ მასე ყოფილა საქმე ;)
მსუბუქად შეჯავშნული სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით და შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთია აღჭურვილი. ტექნიკა დამატებით აღიჭურვა კავშირგაბმულობის სისტემით.
მოწვეულ სტუმრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი დაეთვალიერებინათ. ჯაველინი არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შეძენის სურვილი საქართველოს 10 წელზე მეტია გააჩნდა, თუმცა მისი შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი. პარტნიორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯით აღიარა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მთლიანობაში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული მაღალი ნდობის ხარისხით არის განპირობებული.
თვითონ Javelin-ის CLU (სამეთაურო გამშვები მოწყობილობა)
თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს. საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა. ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას. ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.
სიახლეს შემდეგი ვიდეო და ფოტოები ახლდა, რომლებზეც ასახულია ორი ქართული წარმოების მანქანა. პირველი МТ-ЛБ-ს ბაზაზე შექნილი სახანძრო მანქანა, ხოლო მეორე БМП-1-ის ბაზაზეა შექმნილი და კონსტრუქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (ცხაურები შუშებზე, ციმციმა სახურავზე, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკვეთური) ისიც სახანძროს მიზნებს ემსახურება და სავარაუდოდ მეხანძრეების გათვლის გადასაყვანადაა შექმნილი. როგორც ჩანს ხელისუფლებამ შარშანდელი ტყის ხანძრების შემდეგ იაფი და ეფექტური საშუალების გამონახვა სცადა. თავის მხრივ МТ-ЛБ-ს ბაზაზე სახანძრო მანქანა საკმაოდ საინტერესო რამეა, მაღალი გამავლობით და სიიაფით გამოირჩევა, ცოტა წყალმტყორცნის ავტომატიზირებასაც თუ მოახდენენ, მთლად უკეთესი ქინება.
რუსეთის თავდაცის სამინისტრო საცდელი ექსპულატაციისთვის ჯავშანტრანსპორტიორ БТ-3Ф-ის პარტიის შესყიდვას გეგმავს- განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმა.
დღეს რუსეთის არმიის შეიარაღებაზე დიდი რაოდენობით უკრაინაში წარმოებული ჯავშანტრანსპორტიორი МТ-ЛБ იმყიფება. БТ-3Ф უკრაინული მანქანების შეცვლის მიზნით იქნა შემუშავებული.
დღეს, 23 თებერვალს დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, ეგრეთ წოდებული "მამულის დამცველის" დღისადმი მიძღვნილი სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. საყვარელმა ხალხმა ტექნიკის ასეთი საინტერესო ნიმუშით დაგვაჯილდოვა
ქვემოთ მოყვანილი უკრაინის საჰაერო–სადესანტო ჯარების ზცრს–ების კოლონა. აღნიშნული ზცრს–ები წარმოადგენს საჰაერო უმართავი რაკეტების ბლოკის Б-8М/М1–ისა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "Стрела-10"–ის ბაზის (МТ-ЛБ) ნაჯვარს. როგორც ჩანს უკრაინელები ცდილობენ მაქსიმალურად გააძლიერონ ქვედანაყოფები საცეცხლე საშუალებებით და ამისთვის არატრადიციულ გზებსაც არ ერიდებიან. თუმცაღა იდეა არც ისე ახალია და თვით ავღანეთის კონფლიქტიდან იღებს სათავეს.
უკრაინული მოხალისეთა ბატალიონის, "აზოვ"–ის მიერ მარიუპოლის ბრძოლებში გამოყენებული შეიარაღებული КамАЗ–ის თვითდამცლელის შესახებ ვწერდი – დღის ფოტო – Gun Truck from Ukraine.
ამჯერად წარმოგიდგენთ პრორუსი ტერორისტების გენიის ნამუშევარს – დამატებითი ფოლადის ფილებით აღჭურვილი ХТЗ-10 (МТ-ЛБу–ს უკრაინული ვერსია).
მანქანის აღჭურვა კუსტარულად ხდება პრორუსული ბატალიონის, "Призрак"–ის მიერ, რომელიც ლუგანსკისა და სლოვიანსკს შორის მდებარე სოფელ ლისიჩანსკში ბაზირდება.