понедельник, 30 апреля 2018 г.

ქართული არმიის Javelin-ები და სახანძრო МТ-ЛБ

ყველა პატრიოტს ვულოცავ ქართული არმიის 27 წლისთავს!!!


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გვერდზე ქართული არიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საინტერესო სიახლე დაფიქსრიდა (ბმული - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიაახლეებით შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება. IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო. 
მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება ეხილათ საქართველოს შეიარაღებული ძლების რესურსებით აწყობილი ცეცხლმაქრი, მსუბუქად შეჯავშნული მანქანა. 
2017 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებიდან მიღებულმა გამოცდილებამ, დღის წესრიგში მუხლუხიანი მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკის შექმნა დააყენა, რომელიც რთულ რელიეფში ხანძრის კერებთან მიახლოებას და მის ლოკალიზებას შეძლებდა.
ნუ როგორც ვივარაუდე სწორედ მასე ყოფილა საქმე ;)  
მსუბუქად შეჯავშნული სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით და შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთია აღჭურვილი. ტექნიკა დამატებით აღიჭურვა კავშირგაბმულობის სისტემით. 
მოწვეულ სტუმრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი დაეთვალიერებინათ. ჯაველინი არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შეძენის სურვილი საქართველოს 10 წელზე მეტია გააჩნდა, თუმცა მისი შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი. პარტნიორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯით აღიარა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მთლიანობაში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული მაღალი ნდობის ხარისხით არის განპირობებული.
თვითონ Javelin-ის CLU (სამეთაურო გამშვები მოწყობილობა)

სახანძრო მანქანა




Комментариев нет:

Отправить комментарий