Tuesday, May 1, 2018

ირანის ბირთვული პროგრამის 110 ათასი ფაილი ისრაელის დაზვერვის ხელში

გუშინ, 30 აპრილს, ისრაელის პრემიერ-მნისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ (პროგრამის სახელწოდებაა "Project Amad"), პრესკონფერენცია გამართა.
კონფერენციის მსვლელობისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ფართო მასებს, ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის, მიერ მოპოვებული, ასი ათასამდე ფაილი წარუდგინა.

გამოსვლის განმავლობაში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ "ირანი წლების განმავლობაში ტყუოდა", როდესაც მისი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ისლამური რესუბლიკა არ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

"2015 წელს, ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ირანმა თავისი საიდუმლო ბირთვული ფაილების დასამალად ძალისხმევა გაზარდა" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თანახმად "2017 წელს, ირანმა, თავისი ბირთვული იარაღის შესახებ ფაილები, თეგერანში მდებარე, განსაკუთრებულად დაცულ, საცავში გადაიტანა". მისივე თქმით ეს ადგილი - თეგერანთან, შორუბადის რაიონში მდებარეობს.

"გვერდიდან ეს უბრალო შენობაა. მაგრამ შიგნით ირანის ბირთვული არქივი ინახება, რომელიც მასიურ სეიფებშია ჩარაზული. რამდენიმე კვირის წინ, დიდი შრომის შედეგად, ისრაელმა ამ საცავიდან ნახევარი ტონა მასალა მოიპოვა. აქ შედის 55 000 გვერდი და კიდევ 55 000 ფაილი, რომელიც 183 კომპაქტ-დისკზეა განთავსებული" - განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ მინისტრის განცხადების თანახმად, ამ არქივში ინახება დოკუმენტები, დიაგრამები, ნახაზები, ფოტოსურათები, ვიდეორგოლები და მრავალი სხვა.

"ეს მასალები ჩვენ შეერთებულ შტატებს გავუზიარეთ, და აშშ-ს შეუძლია ამ არქივების ავთენტურობის თავდებში ჩადგეს. ჩვენ ამ ინფორმაციას სხვა ქვეყნებს და ასევე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გავუზიარებთ" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ჩვენ უკვრ მრავალი წელია რაც ვიცით რომ, ირანს აქვს საიდუმლო ბირთვული პროგრამა, სახელწოდებით "Project Amad". ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ "Project Amad" წარმოადგენს ბირთვული იარაღის შემუშავების, შექმნის და გამოცდის კომპლექსურ პროგრამას".

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ "Project Amad"-ის ფარგლებში, ირანი გეგმავს შეიმუშაოს, დაამზადოს და გაამოსცადოს 5, თითო 10 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის, ბირთვული ქობინი. ირანი ამ ქობინების ბალისტიკურ რაკეტებში ინტეგრირებას გეგმავს.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა რომ, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ "Project Amad" მოიცავს ბირთვული იარაღის წარმოების ხუთ ელემენტს: ბირთვული იარაღის შემუშავება, ბირთვების შემუშავება, ბირთვული იმპლოსიური სისტემების შექმნა, ბირთვული გამოცდების მომზადება და ბირთვული იარაღი რაკეტებში ინტერაცია.


ნეთანიაჰუმ ირანი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს მოტყუებაში დაადანაშაულა - "ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ტყუილზეა დაფუძნებული. ის ირანულ ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული. ეს ხელშეკრულება ირანს ბირთვული არსენალისკენ უხსნის გზას".

პრემიერ მინისტრის განცხადების თანახმად, ისრაელი ელოდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებას. მისი აზრით აშშ გამოვა ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან.

No comments:

Post a Comment