Showing posts with label Jaguar. Show all posts
Showing posts with label Jaguar. Show all posts

Monday, September 17, 2018

Sunday, May 20, 2018

Jaguar EBRC - ოპტიკის მამა

ახლად წარდგენილი მანქანის შესახებ უკვე ვწერდი - Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა. როგორც ჩანს მანქანა სერიოზული ოპტიკის გორაა და ალბათ ყველაზე თანამედროვეა ამ კუთხით რაც კი რამე წარდგენილა უბრალო მოკვდავების წინაშე.

სარეკლამო ბუკლეტის თანახმად მანქანაზე შემდეგი ოპტიკური სისტემებია განთავსებული (მხარეები მანქანის კურსის მიხედვითაა აღებული):

  • ქვემეხის მარჯვნივ - მემიზნეს ძირითადი სამიზნე (ინფრაწითელი არხი, ვიდეო არხი, ლაზერული მანძილმზომი, ლაზერული მანიშნებელი, ვიდეო გამოსახულებით)
  • ქვემეხის მარცხნივ - მემიზნის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო)
  • კოშკურის სახურავზე, მარცხენა მხარეს - მეთაურის პანორამული სამიზნე (Safran-ის PASEO), იგივე არხებით რაც მემიზნეს სამიზნეზეა. პანორამულ სამიზნეზე საზენიტო ტყვიამფრქვევია დამაგრებული.
  • კოშკურის სახურავზე, ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ - მეთაურის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო).
  • კოშკურის წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა კუთხეებში აყენია სისტემა Antares - სისტემაში გაერთიანებულია გარემოზე დაკვირვების, ოპტიკური ლოკაციის და ლაზერული დასხივების ფუნქციები.
  • მანქანაზე ასევე აყენია რადიომართვადი ნაღმების ჩამხშობი სისტემა ECLIPSE.
  • სახურავზე ყველაზე მაღლა (მეთაურის პანორამის უკან და ცოტა მარჯვნივ) - აკუსტიკური ლოკატორი SLATE (იგივე PILAR V).
  • პლიუს მძღოლ-მექანიკოსის კამერები.
აღსანიშნავია რომ ყველა ეს სისტემები ურთიერთდაკავშირებული და მთლიან კომპლექსშია ინტეგრირებული, რაც ეკიპაჟი ინფორმაციულ გათვითცნობიერებას საგრძნობლად ზრდის. ოპტიკური არხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მემიზნე მარცხნივ და ოდნავ წინ ზის, ხოლო მეთაური მარჯვნივ და ოდნავ უკან.


სისტემა Antares

Wednesday, May 16, 2018

Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა

გამოფენა Eurosatory 2018-ზე, ფრანგულმა მხარემ, 6x6 სავალი ფორმულის მქონდე ჯავშანმანქანა Jaguar EBRC წარმოადგინა. მანქანა საფრანგეთის სახმელეთო ძალების პროგრამა EBMR Scorpion-ის (Engin Blindé Multi-Rôles - მრავალფუნქციური ჯავშან მანქანა) ფარგლებში, სადაზვერვო და საბრძოლო მანქანის დანიშნულებით შეიქმნა.

პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

ფრანგული არმია, პროგრაა Scorpion-ის (Synergie du contact renforcée par la polyvalence et l'infovalorisation) საშუალებით, შეიარაღებულ ძალებში მყოფი რამოდენიმე სახეობის ჯავშამნაქანის ერთდროლად ჩანაცვლებას და მათ ბრძოლის ველის უნიფიცირებულ საინფორმაციო მართვის სისტემაში გაერთიანებას გეგმავს.
გეგმების მიხედვით, პროგრამა, 2020 წელს უნდა ჩაეშვას. ფრანგული არმიისთვის სულ 248 ცალ Jaguar EBRC 6х6 მიწოდება იგეგმება. პირველი 110 მანქანა 2025 წლამდე უნდა იქნას მიწოდებული. მათ  AMX10RC, ERC-90 Sagaie და VAB Hot ტიპის ჯავშანმანქანები უნდა ჩაანაცვლონ.

საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ჯავშანმანქანაის დაცვის დონე, რომელიც  STANAG 4569 Level 4 კატეგორიისა და უზრუნველყოფს 14,5 მილიმეტრი ტყვიებისგან, 30 მეტრიდან 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და საბურავების ქვეშ 10 კილო TNT-ს აფეთქებსიგან დაცვას უზრუნველყოფს.

Saturday, February 13, 2016

საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის

როგორც ვიქტორ ბარერა (Victor Barreira) ჟურნალ "Jane's Defence Weekly" გამოქვეყნებულ სტატია "France may modernise additional Leclerc MBTs"-ში იუწყება, საფრანგეთი სამოდერნიზაციო ტანკ Leclerc-ების რაოდენობის გაზრდას განიხილავს. მიმდინარე გეგმების თანახმად საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე 200 ცალი ტანკი დარჩება, რომლებიც Nexter Systems-ის მიერ იქნება მოდერნიზირებული. მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს რაოდენობა 225 მანქანამდე გაიზარდოს.

მოდერნიზირებული Leclerc-ის სავარაუდო იერი


მოდერნიზაცია, როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამომცემლობას აუწყა, განხორციელდება SCORPION-ის პრიგრამის ფარგლებში. ტანკების რაოდენობის გაზრდის მიზეზები უცნობია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ალბათ რუსეთით შეშფოთებაა და ასევე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ტანკება შეასრულეს უკრაინის, სირიის და ერაყის კონფლიქტებში.

2015 წლის 5 მარტს, კომპანია Nexter-მა 200 ტანკის SCORPION-ის პროგრამის ფარგლებში მოდერნიზაციის მიზნით ფრაგნული არმიისგან 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ასევე მოდერნიზაციას ჩაუტარებს Leclerc-ის ბაზაზე შექმნილ 18 ცალ შეჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას. Nexter-მა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წელს უნდა დაასრულოს და იმავე წელს უნდა დაიწყოს მოდერნიზირებული ტანკ Leclerc Rénové-ს მიწოდება.

მოდერნიზაციის ფარგლებში Leclerc Rénové (R) მიიღებს დისტანციურად მართვად 7,62მმ-იან სატყვიამფრქვევო დანადგარს და ახალ 120მმ/52 კალიბრის ჭურვებს. ტანკები გაივლიან კაპიტალურ რემონტს და აღიჭურვებიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ყუმბარმტყორცნებისგან დამცავი მოდულური დაცვითა და რადიოამფეთქებისთვის ხარვეზების დამდგმელით. Leclerc-ზე ასევე დაყენდება GPS ნავიგაციის ახალი კომპლექსი, გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეტყობინების სისტემა, კომპანია Bull-ის და Thales-ის მიერ შექმნილი შიდა ქსელური საინფორმაციო აპარატურა SICS (Système d'Information et de Commandement SCORPION) და ციფრული კავშირგაბმულობის ახალ სისტემა, რომელიც Thales-ის მიერ პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE) ფარგლებში იქმნება.

მოდერნიზირებული ტანკები საფრანგეთის არმიის ჯავშანსაშუალებების განახლების პროგრამაის (Synergie du COntact Renforcé par la Polyvalence et l'InfovalorisatiON - SCORPION) ნაწილს წარმოადგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში  Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales Communications & Security-ს კონსორციუმი საფრანგეთის არმიას ახალი თაობის საბურავებიან ჯავშანმანქანებს, Griffon და Jaguar მიაწოდებს (SCORPION შესახებ ბლოგზე 2014 წელს ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6). როგორც ვარაუდობენ, მოდერნიზირებული Leclerc R საფრანგეთის არმიაში 2040 წლამდე დარჩება.

1990 წლიდან 2007 წლამდე მწარმოებელმა ფრანგულ არმიას სულ 406 ცალი ტანკი, 18 ცალი შეჯავშნული საერმონტო საევაკუაციო მანქანა DCL და მათ ბაზაზე ორი ცალი სასწავლო მანქანა DNG მიაწოდა. 2010 წლისთვის ფრანგული არმიის შეიარაღებაზე 254 ტანკი Leclerc იდგა, დანარჩენი მანქანები კონსერვაციაზე იქნა დაყენებული.


წყარო:

Sunday, December 7, 2014

საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან–ივეს ლე ადრიანმა (Jean-Yves Le Drian) სამთო ქვეითების 27–ე საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტისას წარმოადგინა საფრანგეთის არმიისთვის განკუთვნილი ორი, ახალი თაობის ჯავშანმანქანის, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6 კოცეპტი, რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქმნება. პროგრამაზე ფრანგული კომპანიების, Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales–ის მიერ დროებით შექმნილი კონსორციუმი, GME მუშაობს.

მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON)

 სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR)

EBMR–ის ხელშეკრულების თანახმად, მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON) და სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR) შესაბამისად VAB და AMX10RC, ERC Sagaie და VAB Hot ჩაანაცვლებენ. რომლებიც 70–80–იანი წლებიდან იწარმოება და ბოლო 30 წელია ფრანგული არმიის მიერ ფართოდ გამოიყენება ყველა ოპერაციებში.

მანქანები რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქნება შეცვლილი

VAB

AMX10RC

ERC Sagaie

VAB Hot

ხელშეკრულება პროგრამი ყველა ეტაპს მოიცავს – დაპროექტება–შემუშავებიდან დაწყებული, საგამოცდო პროტოტიპის აწყობითა და საწარმოო ხაზის მოწყობით დამთავრებული. ასევე GME–ს მიზანია მოახდინოს ხანგრძლივ პერსპექტივაში მანქანების მომსახურება–რემონტის ინტეგრირება.
GME–ში შემავალი სამი კომპანიის ინოვაციები და know-how ტექნოლოგიები მობილურობაში, დაცვასა და ციფრულ სფეროში გაერთიანდება Scorpion–ის პროგრამაში. SCORPION EBMR–ებით აღჭურვილი მომავლის ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობები წინა თაბის ქვედანაყოფებთან შედარებით საგრძნობლად გაიზრდება.
ამ პროგრამას NEXTER, RTD და Thales–ისთვის და ასევე GME–ს სხვა მცირე ქვემიმწოდებლებისთვის საკმაოდ დიდი და სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს. განვითარება–დაპროექტების სტადიაში შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, ხოლო უშუალოდ სერიულ წარმოებაში 1700 მუშა დასაქმდება.
სულ შეკვეთილია 2000–მდე მანქანა და მათი მიწოდება გეგმის მიხედვით 2018 წელს უნდა დაიწყოს.

 Griffon VBMR 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 20–24ტ კონფიგურაციისა და დანიშნულების მიხედვით
  • დანიშნულება – ქვეითთა სატრანსპორტო მანქანა, სამედიცინო, სამეთაურო და არტილერიის სადაზვერვო მანქანა.
  • ეკიპაჟი – 2+8 კაცი (კოფიგურაციის მიხედვით)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი აყტ და 7,62 ტყვიამფრქვევი ან 12,7მმ ტყვიამფრქვევი
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 

Griffon VBMR 6x6–ის ბროშურა - Griffon VBMR 6x6

Jaguar EBRC 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 25ტ
  • ეკიპაჟი – 3 კაცი (ორი კაცი კოშკურაში)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი ქვემეხი, ტელესკოპური ჭურვებით
  • მართვადი შეიარაღება – ორი ცალი მართვადი საშუალო მანძილის რაკეტა
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 
Jaguar EBRC 6x6–ის ბროშურა:
Jaguar EBRC 6x6
აღწერა:
Jaguar EBRC 6x6 reconnaissance and combat armoured vehicle EBMR Scorpion


წყარო: