როგორც ვიქტორ ბარერა (Victor Barreira) ჟურნალ "Jane's Defence Weekly" გამოქვეყნებულ სტატია "France may modernise additional Leclerc MBTs"-ში იუწყება, საფრანგეთი სამოდერნიზაციო ტანკ Leclerc-ების რაოდენობის გაზრდას განიხილავს. მიმდინარე გეგმების თანახმად საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე 200 ცალი ტანკი დარჩება, რომლებიც Nexter Systems-ის მიერ იქნება მოდერნიზირებული. მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს რაოდენობა 225 მანქანამდე გაიზარდოს.
მოდერნიზირებული Leclerc-ის სავარაუდო იერი
მოდერნიზაცია, როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამომცემლობას აუწყა, განხორციელდება SCORPION-ის პრიგრამის ფარგლებში. ტანკების რაოდენობის გაზრდის მიზეზები უცნობია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ალბათ რუსეთით შეშფოთებაა და ასევე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ტანკება შეასრულეს უკრაინის, სირიის და ერაყის კონფლიქტებში.
2015 წლის 5 მარტს, კომპანია Nexter-მა 200 ტანკის SCORPION-ის პროგრამის ფარგლებში მოდერნიზაციის მიზნით ფრაგნული არმიისგან 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ასევე მოდერნიზაციას ჩაუტარებს Leclerc-ის ბაზაზე შექმნილ 18 ცალ შეჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას. Nexter-მა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წელს უნდა დაასრულოს და იმავე წელს უნდა დაიწყოს მოდერნიზირებული ტანკ Leclerc Rénové-ს მიწოდება.
მოდერნიზაციის ფარგლებში Leclerc Rénové (R) მიიღებს დისტანციურად მართვად 7,62მმ-იან სატყვიამფრქვევო დანადგარს და ახალ 120მმ/52 კალიბრის ჭურვებს. ტანკები გაივლიან კაპიტალურ რემონტს და აღიჭურვებიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ყუმბარმტყორცნებისგან დამცავი მოდულური დაცვითა და რადიოამფეთქებისთვის ხარვეზების დამდგმელით. Leclerc-ზე ასევე დაყენდება GPS ნავიგაციის ახალი კომპლექსი, გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეტყობინების სისტემა, კომპანია Bull-ის და Thales-ის მიერ შექმნილი შიდა ქსელური საინფორმაციო აპარატურა SICS (Système d'Information et de Commandement SCORPION) და ციფრული კავშირგაბმულობის ახალ სისტემა, რომელიც Thales-ის მიერ პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE) ფარგლებში იქმნება.
მოდერნიზირებული ტანკები საფრანგეთის არმიის ჯავშანსაშუალებების განახლების პროგრამაის (Synergie du COntact Renforcé par la Polyvalence et l'InfovalorisatiON - SCORPION) ნაწილს წარმოადგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales Communications & Security-ს კონსორციუმი საფრანგეთის არმიას ახალი თაობის საბურავებიან ჯავშანმანქანებს, Griffon და Jaguar მიაწოდებს (SCORPION შესახებ ბლოგზე 2014 წელს ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6). როგორც ვარაუდობენ, მოდერნიზირებული Leclerc R საფრანგეთის არმიაში 2040 წლამდე დარჩება.
1990 წლიდან 2007 წლამდე მწარმოებელმა ფრანგულ არმიას სულ 406 ცალი ტანკი, 18 ცალი შეჯავშნული საერმონტო საევაკუაციო მანქანა DCL და მათ ბაზაზე ორი ცალი სასწავლო მანქანა DNG მიაწოდა. 2010 წლისთვის ფრანგული არმიის შეიარაღებაზე 254 ტანკი Leclerc იდგა, დანარჩენი მანქანები კონსერვაციაზე იქნა დაყენებული.
წყარო:
No comments:
Post a Comment