Showing posts with label ფრანგული არმია. Show all posts
Showing posts with label ფრანგული არმია. Show all posts

Monday, August 6, 2018

ფრანგული არმია Leclerc-ების მოდერნიზაციას იწყებს

საფრანგეთის არმიის 2019-2025 წლების საბიუჯეტო მონაკვეთში ჩადებულია 100 ცალი Leclerc-ის XLR ვერსიაში მოდერნიზაცია. ამჟამად ფრანგულ არმიას სულ 400 ცალამდე Leclerc-ის ტიპის ტანკი ყავს.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე ორი წლის წინ უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია ბმულზე - საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის
მოდერნიზაციის პროგრამა 2015 წელს ჩაეშვა. ის ტანკების საცეცხლე ძალის და დაცვის გაუმჯობისკენაა მიმართული. მისი რეალიზაციისთვის ფრანგულმა მხარემ 330 მილიონი ევრო გამოყო. გეგმების თანახმად 2020 წლისათვის, ამჟამად საფრანგეთის არმიის სამსახურში მყოფი 200 ცალი ტანკი Leclerc Renove და 18 ცალი სარემონტო საევაკუაციო მანქანა DCL Renove იქნება მოდერნიზირებული.

მოდერნიზაციის შედეგბად მათი ექსპულატაციის ხანგრძლივობა 2040 წლამდე გაგრძელდება.

Leclerc Renove-ს მოდერნიზაცია საფრანგეთის არმიის მოდერნიზაციის, ეგრეთ წოდებული Scorpion-ის, პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

პროგრამის თანახმად , Leclerc Renove შემდეგ გაუმჯობესებებს განიცდის:
  • ახალი საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემა SICS (système d’information et de commandement Scorpion), რომელსაც შეეძლება ერთიან ქსელში ეფექტურად იმუშაოს მართვისა და ხელმძღვანელობის პერსპექტიულ სისტემის, GTIA Scorpion-ის, ყველა კომპონენტთან.
  • ტანკზე დაყენდება ახალი ციფრული კავშირგაბმუჯლობის სისტემები, რომელსაც  პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE - ციფრული და ტაქტიკური კავშირი საბრძოლო მოქმედებების თეატრზე) ფარგლებში კომპანია Thales ქმნის. პროგრამაზე მუშაობა, 2012 წელს, DGA-ას გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
  • განახლდება საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ვეტრონიკა და სისტემა "ჩემი-სხვისი".
  • სროლის ასათვისებლად განკუთვნილი ჩაშენებული ლაზერული აღჭურვილობა.
  • 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვწვით აღჭურვილი, დისტანციურად მართვადი, მსაბრძოლო მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე წრიულ დაკვირვებას და თავდაცვას.
  • თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობბილობებისგან თავდასაცავად განკუთვნილ ხარვეზების დამდგმელ აღჭურვილობას.
  • ნაღმმდგარდობის დამატებითი დაცვის კომპლექტი.
  • ყუმბარმტყორცნებისგან დაცვის დამატებითი კომპლექტი, რომელიც შეიცავს დასაკიდ დინამიკურ დაცვას, ცხაურებიან დაცვას და რბილ დაცვას, რომელიც რბილად, აფეთქების გარეშე, ამუხრუჭებს მოფრენილ რაკეტას.

შემქმნელი კომპანიის, Nexter-ის, თანახმად - ტანკზე გამოყენებულმა ყველა ელემენტმა საბრძოლო შემოწმება გაიარეს.

Leclerc-ის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა, დაცვის ჩამოსაკიდი კომპლექტების ხარჯზე მოხდება, რომელთა დაყენებაც უშუალოდ ბრძოლის წინ იქნება შესაძლებელი. ეს მკომპლექტი შეიცავს რამდენიმე პაკეტს, ის უზრუნველყოფს ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ნაღმებისგან დაცვას, ან ხელის ყუმბარმტყორცნებისგან გაზრდილ დაცვას. მასში ასევე შედის რადიომართვადი ნაღმებისთვის ხარვეზების დამდგმელი სისტემა, Barage IED.

Leclerc-ზე დაყენებული, Nexter Systems-ის მიერ შექმნილი, 120 მილიმეტრიანი, გლუვლულიანი ქვემეხი, F1 შენარჩუნდება და არსებული ჭურვების ნომენკლატურას ახალი ტიპის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი შეემატება, რომლის შექმნაზეც ამჟამად Nexter Systems მუშაობს და მისი აღნიშვნა 120mm HE M3M სახელწოდებით ხდება. ახალ ჭურვს აფეთქების რამდენიმე რეჟიმი ექნება - მოხვედრისას მყისიერი აფეთქება, შეყოვნებული აფეთქება და საჰაერო აფეთქება.

წყარო:

Friday, February 3, 2017

საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ტექნიკის გამართულობის დონე დაბლა იწევს


როგორც ფრანგული რესურსი “opex360.com” სტატიაში სახელწოდებით “Les hauts et les bas des taux de disponibilite des vehicules de l’armee de Terre”-ში იუწყება, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაზე მყოფი ტექნიკის უმეტესი ნომენკლატურის გამართულობის შესახებ მონაცემების მისაღებად ერუვნული ყრილობის დეპუტატს, კორნიუ-ჟენტინს, ერთი წელი მოცდა მოუწია, მაგრამ მონაცემები 2015 წლისა მიიღო. და ამ ციფრების გათვალისწინებით საფრანგეთის არმიაში საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა.
ზოგიერთი ტექნიკის გამართულობის მაჩვენებლები 2012 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილიც კია. მაგალითად ტანკ Leclerc-ების გამართულობა სამი წლის წინანდელთან შედარებით გაზრდილია (57% ნაცვლად 65%). ზრდა ასევე აღინიშნება ჯავშანმანქანა AMX-10RC-სა (45% ნაცვლად 55%) და ორწევრიან მუხლუხებიან სატრანსპორტო მანქანა VHM-საც (იგივე BvS-10) (47% ნაცვლად 76%).
სხვა მხრივ, 2014-იდან 2015 წლებში მდგომარეობა არ იყო მსგავსი. AMX-10RC-ს გამოკლებით, სხვა ზემოთაღნიშნული ტექნიკის გამართულობის დონე დაბლა იწევდა. მაგალითად, ტანკ Leclerc-ებისთვის ის 74%-დან 65%-მდე შემცირდა. ამ პრეიოდში თითქმის მთელი სახმელეთო ტექნიკის გამართულობის დონე ეცემოდა. 2012 წელს ზრდისა და 2015 წელს დაცემის შემდეგ, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, CAESAR-ისა და ჯავშანმანქანა VBCI-ს (შედარებით ახალი ტექნიკის), გამართულობა, რომელიც 2012 წლისთვის 81% უდრიდა, რამდენამდე შემცირდა და შესაბამისად 66% და 76% შეადგინა.
იგივენაირი მდგომარეობაა ჯავშანმანქანა PVP-ს პარკშიც, რომელიც კონსტრუქციული ხარვეზების გამო დაზარალდა, რამაც მანქანების ქარხანაში დაბრუნება გამოიწვია. მისი გამართულობის დონე 2015 წელს ერთი წლის წინანდელთან არსებულ 52%-თან შედარებით, 41%-მდე დაეცა. 2012 წელს ეს დონა 50% უდრიდა.
ჯავშანმანქანა VBL-ის გამართულობა 2012 წლის დონის შესაბამისი იყო და 56% უდრიდა. თუმცაღა ამ დონემ 2013 წელს 65% მიაღწია.
იგივე შეიძლება ითქვას სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. თუ ორწევრიანი სატრანსპორტო Hagglunds Bv 206LOG-ისთვის 2015 წლის მონაცემები უკეთესი იყო ვიდრე 2012 წლისა, სხვა სახის ტექნიკისთვის სიტუაცია ნელ-ნელა უარესდებოდა. ეს ეხება სატვირთოებს Kerax, PCM SISU (ტანკმზიდი), TRM-1000, TRM-700/100 და GBC-180. მოხლოდ მსუბუქი სადაზვერვო მანქანა VLRA-ს სანიტარული ვერსია წარმოადგენს განსაკუთრებულ გამონაკლისს, რადგანაც მისმა გამართულობამ 61% შეადგინა, რაც წინა სამ წელთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია (2012 წელს 40,55%, 2013 წელს 37,32% და 2014 წელს 45%).
2013-2014 წლებში მრავალმიზნობრივი სატვირთო, Iveco PPT-ს გამართულობის დეონე რამდენადმე შემცირდა და 74%-დან 65%-მდე დაეცა.
და ბოლოს, ჯავშანმანქანა VAB-ის გამართულობამ ტეხილი შეასრულა და ეს არავის არ გაკვირვებია. 2012 წელს მან 52%-ს მიაღწია, 2013 წელს - 43,9%, 2014 წელს 55% და 2015 წელს 44,5%. აღსანიშნავია რომ, ამ პერიოდში ამ მანქანების რაოდენობა 3591 ცალიდან 2582 ცალამდე შემცირდა. ანალოგიური მდგომარეობაა VAB-ის სანიტარული ვარიანტისთვისაც, რომლის გამართულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 15% შემცირდა და 46% შეადგინა.


წყარო:

Saturday, February 13, 2016

საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის

როგორც ვიქტორ ბარერა (Victor Barreira) ჟურნალ "Jane's Defence Weekly" გამოქვეყნებულ სტატია "France may modernise additional Leclerc MBTs"-ში იუწყება, საფრანგეთი სამოდერნიზაციო ტანკ Leclerc-ების რაოდენობის გაზრდას განიხილავს. მიმდინარე გეგმების თანახმად საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე 200 ცალი ტანკი დარჩება, რომლებიც Nexter Systems-ის მიერ იქნება მოდერნიზირებული. მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს რაოდენობა 225 მანქანამდე გაიზარდოს.

მოდერნიზირებული Leclerc-ის სავარაუდო იერი


მოდერნიზაცია, როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამომცემლობას აუწყა, განხორციელდება SCORPION-ის პრიგრამის ფარგლებში. ტანკების რაოდენობის გაზრდის მიზეზები უცნობია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ალბათ რუსეთით შეშფოთებაა და ასევე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ტანკება შეასრულეს უკრაინის, სირიის და ერაყის კონფლიქტებში.

2015 წლის 5 მარტს, კომპანია Nexter-მა 200 ტანკის SCORPION-ის პროგრამის ფარგლებში მოდერნიზაციის მიზნით ფრაგნული არმიისგან 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ასევე მოდერნიზაციას ჩაუტარებს Leclerc-ის ბაზაზე შექმნილ 18 ცალ შეჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას. Nexter-მა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წელს უნდა დაასრულოს და იმავე წელს უნდა დაიწყოს მოდერნიზირებული ტანკ Leclerc Rénové-ს მიწოდება.

მოდერნიზაციის ფარგლებში Leclerc Rénové (R) მიიღებს დისტანციურად მართვად 7,62მმ-იან სატყვიამფრქვევო დანადგარს და ახალ 120მმ/52 კალიბრის ჭურვებს. ტანკები გაივლიან კაპიტალურ რემონტს და აღიჭურვებიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ყუმბარმტყორცნებისგან დამცავი მოდულური დაცვითა და რადიოამფეთქებისთვის ხარვეზების დამდგმელით. Leclerc-ზე ასევე დაყენდება GPS ნავიგაციის ახალი კომპლექსი, გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეტყობინების სისტემა, კომპანია Bull-ის და Thales-ის მიერ შექმნილი შიდა ქსელური საინფორმაციო აპარატურა SICS (Système d'Information et de Commandement SCORPION) და ციფრული კავშირგაბმულობის ახალ სისტემა, რომელიც Thales-ის მიერ პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE) ფარგლებში იქმნება.

მოდერნიზირებული ტანკები საფრანგეთის არმიის ჯავშანსაშუალებების განახლების პროგრამაის (Synergie du COntact Renforcé par la Polyvalence et l'InfovalorisatiON - SCORPION) ნაწილს წარმოადგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში  Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales Communications & Security-ს კონსორციუმი საფრანგეთის არმიას ახალი თაობის საბურავებიან ჯავშანმანქანებს, Griffon და Jaguar მიაწოდებს (SCORPION შესახებ ბლოგზე 2014 წელს ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6). როგორც ვარაუდობენ, მოდერნიზირებული Leclerc R საფრანგეთის არმიაში 2040 წლამდე დარჩება.

1990 წლიდან 2007 წლამდე მწარმოებელმა ფრანგულ არმიას სულ 406 ცალი ტანკი, 18 ცალი შეჯავშნული საერმონტო საევაკუაციო მანქანა DCL და მათ ბაზაზე ორი ცალი სასწავლო მანქანა DNG მიაწოდა. 2010 წლისთვის ფრანგული არმიის შეიარაღებაზე 254 ტანკი Leclerc იდგა, დანარჩენი მანქანები კონსერვაციაზე იქნა დაყენებული.


წყარო: