Sunday, December 7, 2014

საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან–ივეს ლე ადრიანმა (Jean-Yves Le Drian) სამთო ქვეითების 27–ე საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტისას წარმოადგინა საფრანგეთის არმიისთვის განკუთვნილი ორი, ახალი თაობის ჯავშანმანქანის, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6 კოცეპტი, რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქმნება. პროგრამაზე ფრანგული კომპანიების, Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales–ის მიერ დროებით შექმნილი კონსორციუმი, GME მუშაობს.

მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON)

 სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR)

EBMR–ის ხელშეკრულების თანახმად, მრავალფუნქიური ჯავშანმანქანა GRIFFON (Multi-Role Armoured Vehicle GRIFFON) და სადაზვერვო–საბრძოლო ჯავშანმანქანა  JAGUAR (Reconnaissance and Combat Armoured Vehicle JAGUAR) შესაბამისად VAB და AMX10RC, ERC Sagaie და VAB Hot ჩაანაცვლებენ. რომლებიც 70–80–იანი წლებიდან იწარმოება და ბოლო 30 წელია ფრანგული არმიის მიერ ფართოდ გამოიყენება ყველა ოპერაციებში.

მანქანები რომლებიც EBMR Scorpion–ის პროგრამის ფარგლებში იქნება შეცვლილი

VAB

AMX10RC

ERC Sagaie

VAB Hot

ხელშეკრულება პროგრამი ყველა ეტაპს მოიცავს – დაპროექტება–შემუშავებიდან დაწყებული, საგამოცდო პროტოტიპის აწყობითა და საწარმოო ხაზის მოწყობით დამთავრებული. ასევე GME–ს მიზანია მოახდინოს ხანგრძლივ პერსპექტივაში მანქანების მომსახურება–რემონტის ინტეგრირება.
GME–ში შემავალი სამი კომპანიის ინოვაციები და know-how ტექნოლოგიები მობილურობაში, დაცვასა და ციფრულ სფეროში გაერთიანდება Scorpion–ის პროგრამაში. SCORPION EBMR–ებით აღჭურვილი მომავლის ტაქტიკური ჯგუფების საბრძოლო შესაძლებლობები წინა თაბის ქვედანაყოფებთან შედარებით საგრძნობლად გაიზრდება.
ამ პროგრამას NEXTER, RTD და Thales–ისთვის და ასევე GME–ს სხვა მცირე ქვემიმწოდებლებისთვის საკმაოდ დიდი და სტრუქტურული მნიშვნელობა აქვს. განვითარება–დაპროექტების სტადიაში შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, ხოლო უშუალოდ სერიულ წარმოებაში 1700 მუშა დასაქმდება.
სულ შეკვეთილია 2000–მდე მანქანა და მათი მიწოდება გეგმის მიხედვით 2018 წელს უნდა დაიწყოს.

 Griffon VBMR 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 20–24ტ კონფიგურაციისა და დანიშნულების მიხედვით
  • დანიშნულება – ქვეითთა სატრანსპორტო მანქანა, სამედიცინო, სამეთაურო და არტილერიის სადაზვერვო მანქანა.
  • ეკიპაჟი – 2+8 კაცი (კოფიგურაციის მიხედვით)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი აყტ და 7,62 ტყვიამფრქვევი ან 12,7მმ ტყვიამფრქვევი
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 

Griffon VBMR 6x6–ის ბროშურა - Griffon VBMR 6x6

Jaguar EBRC 6x6 მოკლე ტტმ:
  • წონა – 25ტ
  • ეკიპაჟი – 3 კაცი (ორი კაცი კოშკურაში)
  • შეიარაღება – 40მმ–ნი ქვემეხი, ტელესკოპური ჭურვებით
  • მართვადი შეიარაღება – ორი ცალი მართვადი საშუალო მანძილის რაკეტა
  • დაცვა – ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო
  • მოქმედების რადიუსი – 800კმ 
Jaguar EBRC 6x6–ის ბროშურა:
Jaguar EBRC 6x6
აღწერა:
Jaguar EBRC 6x6 reconnaissance and combat armoured vehicle EBMR Scorpion


წყარო:


No comments:

Post a Comment