Sunday, September 8, 2019

სწრაფი ფაქტები F-35-ის შესახებ (პლიუს გაჭედილი თურქული ბორტები)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

დღევანდელი მდგომარეობით:

  • წარმოებულია 425-ზე მეტი F-35-ი (სულ წლის ბოლომდე 500-ზე უნდა ავიდეს ეს ციფრი)
  • გამანადგურებლები მსოფლიოს მაშტაბით 18 ბაზაზეა განთავსებული
  • მომზადებულია 890-ზე მეტი პილოტი და 8230-ზე მეტი სახმელეთო პერსონალი
  • მთლიანი პარკის ფრენის ხანგრძლივობამ 215 000 საათს გადააჭარბა
  • პროგრამაში ჩართული 13 კლიენტიდან რვამ უკვე მიიღო გამანადგურებლის საწყისი პარტიები
  • მსოფლიო მაშტაბით 7 სხვადასხვა სამსახურმა (აშშ-ს ფლოტი, აშშ-ს საჰაერო ძალები, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი, ისრაელი, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი) გამოაცხადა აღნიშნული გამანადგურებლის საწყისი ოპერატიული მზადყოფნა
  • 2022 წლისთვის 860-ზე მეტი F-35 იქნება მსოფლიოს 30 ბაზაზე სამსახურში


P.S. რაც შეეხება თურქულ F-35-ებს, სულ აწყობილია 4 ცალი, კიდევ ორი ცალი აწყობის ბოლო სტადიაზეა. მწარმოებელმა გამანადგურებლები გადაწყვეტილების მიღებამდე დაასაწყობა. თუ საბოლოოდ გაყიდვა გადაწყდა, თურქული ბორტები შეიძლება ფინეთს, პოლონეთს, ან შვეიცარიას მიყიდონ (წყარო - MSPO 2019: Turkish F-35 production aircraft left without a home).

No comments:

Post a Comment