Tuesday, September 10, 2019

Supacat, Rheinmetall და SCISYS-ის მობლური ნაღმტყორცნი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

გამოფენა DSEi-2019-ზე პირველად იქნა წარმოდგენილი Supacat, Rheinmetall Defence და SCISYS-ის თანამშრომლობით შექმნილი ახალი მობლური და ბრძოლის ველის საინფორმაციო ველში ინტეგრირებული სანაღმტყორცნე კომპლექსი. 


Supacat-ის შასიზე დამონტაჟებული და SCISYS-ის ცეცხლის მართვის სისტემით არჭურვილი Rheinmetall-ის ნაღმტყორცნი

თანამშრომლობის შედეგად Supacat-ის 6×6 სავალი ფორმულის მქონე HMT პლატფორმაზე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულია Supacat HMT Extenda Mk2) დამონტაჟებული იქნა Rheinmetall-ის 81 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი MWS81. სამიზნის აღმოჩენის და ინტეგრირებული საცეცხლე მხარდაჭერის სისტემა კომპანია SCISYS GVA-ს მიერაა შემუშავებული, რომელმაც ცეცხლის მართვის სისტემის ბრძოლის ველის საინფორმაციო ველში ინტეგრირება მოახდიდნა.

Supacat-ის მაღალი მობლურობის მქონე HMT პლატფორმა, რომელიც ყველგანმავლის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, ოპერატორებს საშუალებას აძლევს მაღალი ტემპით შეასრულოს ოპერაციები, უზრუნველყოს მსუბუქი ძალების არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა და ამასთან აღსანიშნავია, რომ თვითონ ნაღმტყორცნი MW81 იძლევა სწრაფად მოქმედების საშუალებას.

სამიზნე Vingmate მიზნის დღისა და ღამის პირობებში აღმოჩენას და ადგილმდებარეობის დადგენას უზრუნველყოფს, ამასთან სამიზნის შესახებ ინფორმაცია საბრძოლო ქსელების საშუალებით გადაეცემა ყველა საბრძოლო ქვედანაყოფს, რაც სამიზნის გასანადგურებლად ცეცხლის მიმართვისა და რაციონალური გამოყენების საშუალებას იძლევა.

SCISYS-ის მიერ შემუშავებული პლატფორმა და პროგრამული უზრუნველყოფა, ახორციელებს ცოცხალ დროში ინფორმაციისა და ვიდეოს გაცვლას, გამოყავს ინფორმაცია გათვლის ყველა წევრის ეკრანზე და ასევე გადასცემს ამ ინფორმაციას ზემდგომ და გვერდზემდგომ შენაერთებს, რითაც ზაგრძნობლად ზრდის ბრძოლის ველის საინფორმაციო გათვითცნობიერებას და ამცირებს საფრთხეზე რეაგირების დროს. თვითონ ეკრანები კომოანია Leonardo-ს მიერაა შექმნილი.




No comments:

Post a Comment