სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land
.................................................................................................................................................................................
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA), 2019 წლის 10 სექტემბერს აშშ-ს კონგრესს პოლონეთისთვის სახლმწიფოთაშორისი ხაზით Lockheed Martin F-35A Lightning II ტიპის 32 ცალი გამანადგურებლის სავარაუდო მიყიდვის უწყება გაუგზავნა. ეს მიწოდება აშშ-ს სახელემწიფო დეპარტამენტის მიერაა ნებადართული. მიწოდების მთლიანი ღირებულება 6,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რომელშიც ასევე შედის ტექნიკური მხარდაჭერისა და სწავლების პაკეტები. შეიარაღება პაკეტში არაა შესული.
შესყიდვის პაკეტში შემდეგი ინვენტარი და მომსახურებაა შესული:
- 32 ცალი გამანადგურებელი
- 33 ცალი Pratt & Whitney F-135 ტიპის ძრავა
- ელექტრონული ბრძოლის სისტემები
- მეთაურობა, კონტროლი, კომუნიკაციები, ცომპიუტეტი და დაზვერვა/კომუნიკაციები, ნავიგაცია და ამოცნობის სისტემები (Command, Control, Communications, Computer, and Intelligence/Communications, Navigational, and Identification - C4I/CNI)
- ავტონომიური ლოგისტიკის უზრუნველყოფის გლობალური სისტემა (ALGS)
- ლოგისტიკის ავტონომიური საინფორმაციო სისტემა (ALIS)
- მისიების სრულფასოვანი ტრენინგი
P.S. აღნიშნული შესყიდვის შედეგად პოლონეთი საბოლოოდ გეგმავს შეიარაღებიდან მოხსნას მოძველებული Су-22-ები და МиГ-29-ები. ასევე საინტერესოა თუ შეხვდება პოლონეთ უკვე აწყობილი თურქული 4 ცალი F-35 (უპატრონოდ დარჩენილი თურქული გამანადგურებლების შეხებ ბლოგზე უკვე დაიწერა - სწრაფი ფაქტები F-35-ის შესახებ (პლიუს გაჭედილი თურქული ბორტები)).
No comments:
Post a Comment