Thursday, September 12, 2019

Луна-2 - ადამიანის პირველი ნაკეთობა, რომელმაც მთვარეს მიაღწია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აპარატ «Луна-2»-ით აღჭურვილი რაკეტა მატარებელ «Восток-Л»-ის სტარტი

1959 წლის 12 სექტემბერს, მოსკოვის დროით 8 საატსა და 40 წუთზე, რაკეტა-მატარებელმა «Восток-Л»-მა სადგური «Луна-2» გაიყვანა კოსმპოსშო - ეს აპარატი იყო პირველი ადამიანის ქმნილება, რომელიც შემდეგ დღეს მთვარის ზედაპირზე დაეშვა. აპარატმა მთვარეზე პირადპირი დაშვება განახორციელა - ანუ ასე ვთქვათ დაენარცხა მთვარის ზედაპირს.

Луна-2

რაკეტმზიდ 8К-78 «Молния»-ს მე-4 საფეხურზე დამაგრებული Луна-2

აპარატმა მთვარის ზედაპირზე, არისტილიის, არქიმედეს და ავტოლიკის კრატერებს შორის, ორი ბურთის ფორმის ვიმპელი მიიტანა. ვიმპელები ფეხბურთის ბურთის ფორმით, უჟანგავი ხუთკუთხედი ფილებით, იყო აწყობილი. ბურთებზე ერთ მხრეს სსრკ-ს გერბი და წარწერა СССР იყო გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს მიწერილი იყო «СССР. Сентябрь 1959».

მთვარის ზედაპირზე მიტანილი ვიმპელები

აპარატს ტრაექტორიის კორექტირებისთვის არ გააჩნდა ძრავა. მეცნიერული აღჭურვილობიდან მასზე სცინტილატორული მრიცხველი, გეიგერის მრიცხველი, მაგნიტომეტრი და მიკრომეტეორიტების დეტექტორები ეყენა. ამ მეცნიერული მისიის ერთ-ერთ მიღწევად მზის ქარების აღმოჩენა გახდა.

აპარატის მთვარესთან შეჯახების მომენტი საბჭოთა და მსოფლიოს სახვა ქვეყნების ობსერვატორიებმა დააფიქსირეს, მოხდა ასევე მთვარის ზედაპირზე აწეული მტვრის ღრუბლის ფოტოგადაღებაც, რის შემდეგაც აპარატთან რადიოკავშირი გაწყდა.

No comments:

Post a Comment