вторник, 9 июля 2019 г.

რუსი ტერორისტების მიერ უკრაინელების პოზიციებისკენ გაშვებული УР-83П-ს მუხტი (ფოტო და ვიდეო)


რუსი ტერორისტების მიერ მარიკნაში უკრაინელების პოზიციებისკენ გაშვებული გამნაღმველი მოწყობილობა УР-83П-ს ვიდეო მასალა.


უკრაინის არმიის 24-ე ცალკეული მოტოქვეითი ბრიგადის მიმართულებით УР-83П-ს მუხტის გაშვება ალექსანდროვკის პოზიციებიდან 29 ივნისს განხორციელდა.

მუხტს რომ უფრო მეტი ეფრინა, რუსებმა მას სამუხრუჭე ტროსი ჩახსნეს. ამ ტროსით მუხტი 440 მეტრზე მიფრინავს, თვითონ მუხტის სიგრძე 120 მეტრია და შესდგება 22 სექციისგან, რომლებშიც 1380 კილო ასაფეტქებელია მოთავსებული.

24-ე ბრიგადის პრეს სამსახურის განცხადების თანახმად ბრიგადის პოზიციებს მუხტმა ზიანი არ მიაყენა.

ფოტოზე მარინკაში ნაპოვნი УР-83П დანადგარის მუხტის ძრავია ასახული

Комментариев нет:

Отправить комментарий