Saturday, July 13, 2019

See Breeze-2019-ის დახურვის ცერემონიალი (და მცირე სტატისტიკა)

ორი დღის წინ უკრაინაში, ოდესის პორტში, საერთაშორისო სწავლება See Breeze-2019-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სწავლებაში 19 ქვეყნის 33 ხომალდი და 27 საფრენოსნო აპარატი იყო ჩართული.



სწავლების მცირე სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • მონაწილე ქვეყნები - უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, საქართველო, დანია, იტალია, ლატვია, ესტონეთი, კანადა, ლიეტუვა, მოლდავეთი, ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, თურქეთი და შვედეთი.
🇺🇸 🇺🇦 🇹🇷 🇬🇪 🇧🇬 🇷🇴 🇲🇩 🇬🇧 🇳🇴 🇵🇱 🇸🇪 🇪🇪 🇮🇹 🇬🇷 🇫🇷 🇩🇰 🇱🇻 🇨🇦 🇱🇹
  • სწავლებაში მონაწილეობდა 3000-ზე მეტი სამხედრო მოსასმახურე, 33 ხომალდი და 27 საფრენოსნო აპარატი
  • სწავლების მსვლელობისას ხომალდის ეკიპაჟებმა 2 500 მილი დაფარეს
  • ავიატორებმა 300 საატზე მეტი იფრინეს
  • საზღვაო ქვეითებმა სამასზე მეტი საპარაშუტო ხტომა განახორციელეს
  • დაივერებმა წყა,ლქვეშ სამასი საათი დაჰყვეს
  • ისევე როგორც შარშან, სწავლება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, პორტებსა, აეროპორტებსა და პოლიგონებზე (ოდესისა და ნიკოლაევის ოლქების) განხორციელდა.

უკრაინულ-ამერიკული სწავლება See Breeze, რომელი 1997 წლიდან მოყოლებული Sea Breeze ყოველწლიურად ტარდება, წელს ოდესაში 1 ივლისს დაიწყო და ტრადიციულად ზღვაზე, ხმელეთზე, ჰაერსა და წყალქვეშ მიმდინარეობდა.

No comments:

Post a Comment