სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე სამხედრო-საზღვაო სალონზე ახალი რუსული ავიამზიდის - პროეკტ 11430Э «Ламантин»-ის პრეზენტაცია შედგა.
პროეკტ 11430Э «Ламантин»-ის ავტორი ნევსკის საკონსტრუქციო ბიუროა. საწარმოოს სტენდზე ავიამზიდის ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები იყო წარმოდგენილი. ხომალდი ატომური ენერგო დანადგარით, ტრამპლინით, ორი ელექტრომაგნიტური კატაპულტით და ოთხი აეროფინიშერით იქნება აღჭურვილი.
«Ламантин»-ის წყალწვა 80.000-90.000 ტონის ფარგლებში იქნება. ხომალდის სიგრძე 350 მეტრია, ავტონომიურობა 120 დღე-ღამე, სრულის სვლის სიჩქარე 30 კვანძი. ავიამზიდის ეკიპაჟი 2800 კაცი, ხოლო ავიაფრთის შემადგენლობა 800 კაცი იქნება.
ხომალდზე მთლიანობაში სხვადასხვა ტიპის 60 საფრენი აპარატის განთავსება იქნება შესაძლებელი, მათ შორის - მსუბუქი და მძიმე გამანადგურებლები, საგემბანო ვერტმფრენები და შორეული რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები, ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი. ავიამზიდის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა 50 წელს გაუტოლდება.

ამგვარად, კრილოვის სამეცნიერო ცენტრის მიერ შემუშავებული სამი ავიამზიდის პროექტს კიდევერთი შეემატა და იმ შემთხვევაში თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გადაწყვიტავს ახალი ავიამზიდის აგებას, მას არჩევანის საშუალება ექნება.
No comments:
Post a Comment