Friday, July 12, 2019

კუსტრაული წყალქვეშა ნავიდან 7 ტონა ნარკოტიკის ამოღება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს სანაპირო დაცვა კონტრაბანდისტების წყალქვეშა ნავის დაკავების ვიდეოს ავრცელებს - კონტრაბანდისტებს ნავის საშუალებით შვიდი ტონა ნარკოტიკი გადაჰქონდა.



როგორც 12 ივლისს, აშშ-ს სანაპირო დაცვის Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერიდან ირივევა - MSRT-ს თანამშრომლებს ნახევრადჩაყვინთული წყალქვეშა ნავი აბორდაჟზე აყავთ, რომლის გემბანზეც შვიდ ტონაზე მეტი ნარკოტიკი იქნა ამოღებულ, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 230 მილიონ დოლარს შეადგინა. თვითონ ხომალდს 5 კონტრაბანდისტი მართავდა.


სანაპირო დაცვის განცხადების თანახმად, ინცინდენტს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში 18 ივნისს ჰქონდა ადგილი. ვიდეოზე ასახულია, თუ სანაპირო დაცვის კატრერი Munro როგორ ახორციელებს დევნას, მიახლოების შემდეგ ძალოვნები კონტრაბანდისტების წყალქვეშა ნავზე ხტებიან და ცდილობენ გახსნან სარქველი და შიგნით შეაღწიონ.

აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენლის, ჯონ მასსონის, ტანახმად - ნარკომოვაჭრეებინარკოტიკის გადასატანად ხშირად იყენებენ ნახევრადჩაყვინთულ ნავებს. მისი სიტყვების თანახმად - ასეთი ხომალდები მაღალ სისწრაფეს ავითარებენ და საშიშები არიან.

პრეს-რელიზის თანახმად, მთლიანობაში, სანაპირო დაცვის სამმა კატერმა 2019 წლის მაისიდან ივლისამდე, საერთაშორისო წყლებში 3,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 17 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს.


წყარო - U.S. Coast Guard

No comments:

Post a Comment