"თავის დროზე, როდესაც ისრაელისთვის HMMWV-ების მიწოდება ხდებოდა, ამერიკელებმა მათ ამაყად განუცხადეს, რომ ამ მანქანების ამობრუნება შეუძლებელია. რაზეც ებრაელებმა ასევე ამაყად უპასუხეს, რომ არ არსებობს ტექნიკა, რომელსაც ებრაელი მძღოლ-მექანიკოს ვერ ამოატრიალებოს"
წარმოგიდგენთ ამოტრიალებულ ჯტრ Namer-ს. ავარია ისრაელის ქვეითთა სასწავლო ცენტრში 2019 წლის 3 სექტემბერს მოხდა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკისა და Merkava-ს შექმნის სამმართველომ წარმატებით დაასრულა Namer-ისა და Eitan-ისთვის გაბნუთვნილი, უკაცური კოშკურის გამოცდების პირველი ეტაპი.
გამოცდების ფარგლებში პირობითი სამიზნეების მიმართულებით გაშვებული იქნა Gil-ის ტიპის (Spike-MR ან Spike-LR) რამდენიმე ტსმრ. გამოცდები 2018 წლის 12 დეკემბერს, ნეგევის უდაბნოში მდებარე "სედმას" სასროლეთზე განხორციელდა
როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული ჯტრ Namer-ზე იყო დამონტაჟებული. ვიდეოზე ასევე ჩანს ტსმრ-ის განთავსების ადგილი და მისი ამოწევის მექანიზმი.
ისრაელის სატანკო წარმოებამ ისრაელის სახმელეთო ჯარებთან თანამშრომლობით, კოშკურითა და 30მმ-ნი ავტომატური ქვემეხით აღჭურვილი მძიმე ჯტრ Namer-ის შექმნა დაასრულა. გეგმების თანახმად ანალოგიური კოშკურით იქნება აღჭურვილი საბურავებიანი ჯტრ „Eytan“. კოშკურა დისტანციურად მართვად, გარეთ გატანილი შეიარაღების სისტემას წარმოადგენს (ანუ კოშკურის შიგნით არ ზის ეკიპაჟი დაასევე კორპუსის შიგნით არ არის კოშკურის დეტალები) და ამგვარად Namer-ის მიერ დესანტის გადაყვანის შესაძლებლობები არ მცირდება.
კოშკურაში როგორც ჩანს Mk44 Bushmaster II ტიპის 30მმ-ნი ქვემეხია გამოყენებული. როგორც ინტერნეტში გავრცელებული მასალიდან ხდება ცნობილი, კოშკურა UT30-ის ბაზაზეა შექმნილი. ქვემეხის მარჯვნივ შეწყვილებული ტყვიამფრქვევია მოთავსებული. კოშკურის წინა მარცხენა ნაწილში 60 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის მაგვარი რაღაცა მოსჩანს. მაგრამ გაუგებარია თუ როგორ ხდება მისი გადატენვა უკაცური კოშკურის პირობებში.
მანქანა, ისევე როგორც Merkava Mk4, აღჭურვილია აქტიური დაცვის სისტემა „მეილ რუახით“ (იგივე ტროფი). თუმცაღა უკაცური კოშკურის პირობებში მისი საბრძოლო კასეტების გადატენვა გართულებული უნდა იყოს.
ახალი Namer-ის მძღოლ-მექანიკოსის სარქველი ჯტრ „Eytan“-ზე გამოყენებული სარქველის მსგავსია. ახალი სარქველი კარგ ხილვადობას („თავი გარეთ“) უზრუნველყოფს, მიუხედავად ამისა მძღოლ-მექანიკოსი სრულიად დაცულია ცეცხლსასროლი იარაღის და ნამსხვრევების ზემოქმედებისგან.
კორპუსზე საკვმალე ყუმბარების გარდა, კოშკურაზე, მეთაურის სარქველის ზემოთ დამატებითი ყუმბარებია დამონტაჟებული, ამგვარად მათი გადატენვა საკმაოდ გაადვილებულია.
ქვემეხს ვერტიკალურ სიბრტყეში საკმაოდ დიდი კუთხით ამაღლების შესაძლებლობა გააჩნია, ასეთივე შესაძლებლობა აქვს კოშკურაზე განთავსებულ დაკვირვებისა და დამიზნების ხელსაწყოებს. ეს მანქანას ამაღლებაზე (მთებზე, ქალაქში კორპუსების ზედა სართულებზე) განთავსებული სამიზნეების განადგურების საშუალებას აძლევს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანსატანკო სამმართველომ ებრაულ არმიას ადს "Trophy"-თ აღჭურვილი პირველი ქსმ "Namer" გადასცა. ადს "Trophy" შექმნილია Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ და დღემდე ის მხოლოდ ტანკ Merkava Mk-4-ზე ყენდებოდა, სისტემამ 2014 წელს გაზას სექტორში განხორციელებული თავდასხმების დროს თავისი მაღალი ეფექტურობა აჩვენა.
დღეიდან სისტემა კონვეერიდან ჩამოსულ ყველა "Namer"-ზე დაყენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფართო გამოცდების შემდეგ მიიღეს, რომლის დროსაც ქსმ-ის მიმართულებით არა ერთი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გაშვებული.
"Trophy" წარმოადგენს ებრაული Rafael-ისა და Elta-ს და ამერიკული General Dynamics-ის ერთობლივ ქმნილებას. კომპლექსს გადამწოდებების საშუალებით შეუძლია აღმოაჩინოს მის მიმართ გაშვებული მართვადი რაკეტა თუ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და მოახდინოს მისი განადგურება სპეციალური მუხტით.
უცნობია მიმდინარეობდა თუ არა ჯტრ Namer–ის ბაზაზე საშტაბო–სამეთაურო მანქანის შექმნა, მაგრამ ქვემოთ მოყვანილ მანქანა, ანტენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საშტაბო–სამეთაურო მანქანა უნდა იყოს
ასევე გამოჩნდა Magach–ის (М60А3) სარაკეტო მოდიფიკაციაც (ამ მანქანის შესახებ შარშან მაისში უკვე ვწერდი – ებრაული Magach–ის ახალი მოდიფიკაცია)
ფოტოზე კარგად ჩანს კოშკურის უკანა ნაწილში განთავსებული ტსმრ Spike–ს გამშვები კონტეინერები
მანქანის რადიოლოკაციური სადგური გაშლილ მდგომარეობაში
როგორც 13 მაისს ბლოგზე გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი ( http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2012/05/blog-post_13.html ) აშშ-ს არმია აპირებდა გამოეცადა სხვადასხვა ქვეყნის მიერ შეთავაზებული საბრძოლო მანქანები, რათა მომხდარიყო მათგან ერთერთის ამორჩევა, შემდგომში მისი არმიაში დანერგვის მიზნით.
საუბარი იყო შემდეგ მანქანებზე - Stryker SDVH (აშშ), M2A3 Bradley (აშშ), Bradley GCV (აშშ), Namer (ისრაელი), CV-90-35 (შვედეთი), Puma (გერმანია).
გთავაზობთ რამოდენიმე ახალ ფოტოს ამ მანქანების გამოცდებიდან: