Saturday, October 26, 2019

დღის ფოტო - სპილო БМП

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რუსეთი, კრასნოდარის მხარე, ხუტორი კორჯევსკი - უნაგირა გამწეზე ქსმ-ის ბაზაზე რაღაცა სპილოსმაგვარს მიასეინრებენ.

Friday, October 25, 2019

რაკეტიანი Challenger-2

ბრიტანელებმა ჯერ არნახული რამე მოიმოქმედეს - ტანკზე გარედან რაკეტა დაამონტაჟეს, როგორც ფოტოდან ჩანს ტანკზე Brimstone-ს ტიპის მართვადი რაკეტაა განთავსებული. თვითონ ტანკი Challenger-2-ის არც თუ ისე ცნობილ მოდიფკაციის, Street Fighter I-ის გაგრძელებაა და მას Street Fighter II ეწოდება. აღნიშნული მოდელის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე - Challenger 2 Street Fighter MK1 - ანუ როგორ მოამზადო გარაჟში ტანკი ქალაქის ბრძოლებისთვის

პოლონეთის არმიის Leopard-2A5

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

პოლონეთის არმიის პირველი ბრიგადის "Warszawska"-ს Leopard-2A5-ები. პოლონეთი, 2019 წლის ოქტომბერი

Thursday, October 24, 2019

აშშ-ს A-10C მოცულობითი ხმოვანი სისტემებით აღიჭურვება

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

აშშ-ს საჰაერო ძალებმა კომპანია TermaNorth America-სთან, მოიერიშე A-10C Thunderbolt II-ის მოცულობითი ხმის სისტემით აღჭურვის ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ცნობილია კომპანიამ შემკვეთს მოცულობითი ხმის სისტემის 328 ცალი კომპლექტი უნდა მიაწოდოს.


A-10C ტიპის მოიერიშეები დაშეუქებისა და რაკეტის გაშვების გაფრთხილების სისტემებითაა აღჭურვილი. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოიერიშე რადარის დასხივებაში მოყვა, ან მისი მიმართულებით რაკეტა იქნა გაშვებული, კაბინაში სპეციალურ დისფლეიზე გამოდის, რომელსაც ასევე ხმოვანი სიგნალიც  ახლლავს.

მოცულობითი ხმის სისტემა საფრთხის შესახებ მფრინავის ინფორმატიულობას გაზრდის. ეს სისტემა იმ მხრიდან გამოსცემს სიგნალს, რომლიდანაც საფრთხე ფიქსირდება. მიმართულების სიზუსტე აზიმუტსა და სიმაღლეში 15 გრადუსს უტოლდება. დღეისათვის კომპანია Terma-ს მოცულობითი ხმის სისტემებით მხოლოდ დანიის საჰაერო ძალების F-16 Fighting Falcon-ებია აღჭურვილი.

აშშ-ს საჰაერო ძალები ამ სისტემით ორასაამდე მოიერიშის აღჭურვას გეგმავენ. სისტემების მიწოდება და მათი მონტაჟი 2024 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. მოცულობითი ხმის სისტემების დაყენების შემდეგ, A-10C-ს პილოტები რაკეტების გაშვების, რადარით და ლაზერით დასხივების და მცირეკალიბრიანი იარაღიდან ცეცხლის გახსნის შესახებ ხმოვან ინფორმაციას მიიღებენ.

Leopard-2 იუბილარია - ის 40 წლისა გახდა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land


................................................................................................................................................................................

1979 წლის 24 ოქტომბერს არმიას პირველი Leopard-2 გადაეცა.

Y-377046

1979 წლის 24 ოქტომბერს პირველი სერიული Leopard-2, კორპუსის ნომერი Y-377046, გადაეცა ბუნდესვერის Panzertruppenschule-ს.

40 წლის მანძილზე აწყობილი იქნა 3565 ცალი Leopard-2  და ამ დროის მანძილზე ის დასავლეთის კომერციულად ყველაზე წარმატებულ ტანკად იქცა.


 პროექტის მსვლელობისას 20 სხვადასხვა პროტოტიპი იქნა აწყობილი. 73 წელს გერმანელები მიხვდნენ, რომ ჯავშანდაცვა ტანკისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და სუსტდაცვიანი პროტოტიპების ნაცვლად კარგად შეჯავშნილ მოდელებზე გადაერთვნენ, შედეგად 74 წელს წარმოდგენილი იქნა პროტოტიპი რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნულ მანქანას მოდიფიცირებული კოშკურა T14 ეყენა. კოშკურა სპეცჯავშანპაკეტით იყო აღჭურვილი და შემდეგში მის ბაზაზე Leopard-2-ის მოდიფიკაციები იქნა შექმნილი 

Tuesday, October 22, 2019

M1A1 უცნაურ ფერებში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

რაკი წუხელ ამერიკული სპეცდანის JLTV-ს შეფერილობას შევხეთ ბარემ თემატიკას განვაგრძობ და წარმოგიდგენთ ტაივანის M1A1

დღის ფოტო - გრძნობები და პოლიტიკა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

საკულტო ფოტო - ბოლო ამერიკელმა დატოვა სირია, გამოსვლისას ამერიკელ სამხედროს მხარზე YPJ-ს ბეიჯი უკეთია, ამით ის თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას გამოხატავს, რომლებიც მას იძულებით დაატოვებინეს სირიაში (YPJ წარმოადგენს YPG-ს ქალტა შენაერთს, რომელიც ISIS-ს გააფთრებული ებრძოდა).

 As the last U.S. troops pull out of Syria, an American soldier wears a YPJ emblem on his uniform as a sign of solidarity with the Kurdish ally they are leaving behind. (The YPJ is the women's unit of YPG, they fiercely fought ISIS).

Monday, October 21, 2019

დღის ფოტო - JLTV იშვიათ ფერებში

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ამერიკელი სპეცდანელების გამოსვლა სირიიდან - JLTV კიდევ საკმაოდ საინტერესო ფერებშია

Sunday, October 20, 2019

ახალი რუსული სახმელეთო უპილოტო მანქანა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, "პერსპექტიული კვლევების ფონდმა" (Фонд перспективных исследований - ФПИ) პირველად განახორციელა ექსპერიმენტალური რობოტის, "Маркер"-ის, საჯარო დემონსტრაცია.


"დემონსტრაციის დროს შესრულებული იქნა რობოტექნიკური კომპლექსის დანიშნულ უგზოო მარშუტზე გადაადგილება, მოძრაობა ავტონომიურ რეჟიმში, რომლის დროსაც ხდებოდა წინაღობების აღმოჩენა და შემოვლა და ასევე მანქანის ბორტიდან უპილოტო საფრენი აპარატების ავტონომიურ რეჟიმში გაშვება" - განაცხადა მწარმოებელმა.

აღნიშნულ პროექტრზე "პერსპექტიული კვლევების ფონდი" და სამეცნიერო საწარმოო ორგანიზაცია "ანდროიდული ტექნიკა" (НПО "Андроидная техника" ), 2018 წლის მარტიდან მუშაობენ.

პირველი ეტაპის ფარგლებში, შექმნილი იქნა ორი მუხლუხოვანი პლატფორმა, რომლებზეც სახმელეთო რობოტოტექნიკის დამუშავება მიმდინარეობს. მანქანები  მარგი დატვირთვის უნიფიცირებული მოდულითა და მცირე უპილოტოების გაშვების კასეტური მოდულებითაა აღჭურვილი.

ამერიკული 50 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის პრეზენტაცია

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

 AUSA 2019-ზე კომპანია Northrop Grumman-ის მიერ პირველად წარადგენილი 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster (სულ ქვედა), რომლის გვერდით სხვა საშუალო კალიბრის ქვემეხებიც იყო გამოფენილი - ზემოთ 30x113 მმ ჭურვებზე მომუშავე Apache-ს ქვემეხია, ხოლო მის ქვემოთ უკვე 30x173 და 40მმ-ნი ქვემეხი და მისი გასროლები

ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში გამართულ გამოფენა AUSA 2019-ზე, კომპანია Northrop Grumman-მა პირველად წარადგინა 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი XM913 Bushmaster.

აღნიშნული ქვემეხის შესახებ ბლოგზე უკვეწ დაიწერა:
XM913 - აშშ-ს არმიის 50 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი

ახალი, ლენტური კვების მქონე, 50 მილიმეტრიანი ქვემეხი აშშ-ს არმიის ახალი თაობის საბრძოლო მანქანებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნულ ქვემეხს ქსმ Bradley-ს 25 მილიმეტრიან М242 ტიპის ქვემეხთან შედარებით, ორჯერ გაზრდილი მოქმედების მანძილი ახასიათებს (4 კილომეტრი 2,5 კილომეტრის საწინააღმდეგოდ)

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, დღეს М242-თან უპირატესობას ათობით ქვეყანა ფლობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოპვანი, რომ მოხდეს მისი უფრო მძლავრი ქვემეხით ჩანაცვლება.

50 მილიმეტრიანი ქვემეხი თავის თავში გააერთიანებს მრავალ მაღალტექნოლოგიურ სიახლეს - ცეცხლის მართვის უხალესი სისტემა, ავტომატურად დამიზნების სენსორები, ახალი თაობის საბრძოლო მასალები და ინფორმაციის დამუშავების გაზრდილი სიჩქარე.



მსგავს კალიბრის შექმნა ამერიკელებზე ადრე რუსებმა დაიწყეს, ისინი უკვე მესამე წელია 57 მილიმეტრიანი ქვემეხის საბრძოლო მანქანებზე ადაპტირებაზე მუშაობენ. უკან არც ევროპელები ჩამორჩებიან და 40 მილიმეტრიან ქვემეხს უკვე მასიურ წარმოებაში უშვებენ, უბრალოდ ევროპელებს ერთი მინუსი აქვთ - მათი 40 მილიმეტრიანი ქვემეხი ტელესკოპურ ჭურვებს მოიხმარს, რომლებიც ჩვეულებრივ ჭურვებთან შედარებით 3-4-ჯერ ძვირია (შეიძლება მეტიც), რაც საკმაოდ არასასიამოვნო მომენტია სწავლებისა და მომარაგებისთვის.

57მმ ქვემეხით აღჭურვილი რუსული ქსმ БМП-3 «Деривация»