Showing posts with label ხელშეკრულება. Show all posts
Showing posts with label ხელშეკრულება. Show all posts

Thursday, December 6, 2018

ლევან იზორია საფრანგეთში ჰსთ სისტემების შესაძენად მიემგზავრება

ლევან იზორია: „მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას“


თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. „განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.

ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. „უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით. ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო





Georgian Defence Minister will leave for France tomorrow to sign a new deal with the country for the purchase of air-defence systems.


Izoria stated today that the Defence Ministry budget was increased by 20 per cent this year, which provides the opportunities to sign one more deal with France regarding the systems which will boost Georgia’s self-defense capabilities.


 At the beginning of the year we purchased anti-tank systems [from US]. Now I am leaving for France to sign a new deal about the anti-air systems as this is one of the priority directions for the ministry. We have already received the first wave of anti-air systems and made them active,” Izoria said.


განახლება:


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს საფრანგეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - ეროვნულ ასამბლეასა და სენატში შეხვედრებით დაიწყებს. ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენში“ ფრანგ კოლეგასთან ფლორანს პარლისთან შეხვედრით გაგრძელდება. დახვედრის ცერემონიალისა და პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლევან იზორია და ფლორანს პარლი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებულ და სამომავლო საკითხებს გაფართოებულ ფორმატში განიხილავენ. 
ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგი კონტრაქტის ხელმოწერა იგეგმება, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა ფლორანს პარლი ტექნიკურ შეთანხმებასაც გააფორმებენ. შეთანხმება ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (EUTM RCA) მონაწილე ქართული კონტინგენტის ფრანგული მხარის მიერ ლოგისტიკურ მხარდაჭერას შეეხება.

წყარო: Levan Izoria

Tuesday, December 4, 2018

NATO-ს 60 დღიანი ულტიმატუმი - რუსეთმა საშუალო რადიუსი რაკეტები უნდა გაანადგუროს


დღეს, 4 დეკემბერს, NATO-ს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბრიუსეშლი, შემდეგი სახის განსცხადება გაავრცელეს:


1. ბოლო 30 წლის განმავლობაში, საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებას ( Intermediate-Range Nuclear Forces (INF)), NATO-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 
2. მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე რომ, რუსეთმა შექმნა და აწარმოა, 9М729 ტიპის, ბალისტიკური რაკეტა, რომელიც არღვევს "საშუალო რადიუსის სარაკეტო შეიარაღების" ხელშეკრულებას და საგრძნობ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ალიანს. ჩვენ გადამწყვეტ მხარდაჭერას ვუცხადებთ შეერთებულ შტატებს და ვეთანხმებით რომ რუსეთმა საგრძნობლად დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. 
3. მთელი ხუთი წლის განმავლობაში, აშშ-მ და მოკავშირეებმა, არაერთხელ გამოხატეს თავიანთი აღშფოთება რუსეთის მიმართ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ შეხვედრებზე. როგორც ივლისის თვეში, ბრიუსესლში მიღებულ დეკლარაციაში განვაცხადეთ, რუსეთმა ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, უარითა და დაშნებით უპასუხა. რუსეთმა მხოლოდ ამ ბოლოს აღიარა ამგვარი რაკეტების არსებობის ფაქტი, მაგრამ ეს ყოველგვარი ახსნისა და გამჭვირვალეობის გარეშე გააკეთა. 
4. აშშ დღემდე სრულიად იცავს, "საშუალო რადიუსის რაკეტების ხელშეკრულებით" აღებულ, ყველა ვალდებულებას. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რომ, როდესაც შეერთებული შტატები და სხვა მხარეები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს იცავენ, ხოლო რუსეთი არა, ეს დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. 
5. რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევა ანგრევს შეიარაღების ეფექტურ კონტროლს და კითხვის ქვეშ აყენებს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის დასუსტებისკენ მიმართული რუსეთის ქცევის უფრო ფართომაშტაბური მოდელის ერთი ნაწილი. 
6. მოკავშირეები სტრატეგიულ სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ემხრობიან. NATO კვლავ განაგრძობს ალიანსის თავდაცვისა და საერთო შეკავების ეფექტურობის ნდობის უზრუნველყოფას. 
7. ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ განვაგრძობთ ერთმანეთთან რეგულარულ კონსულტაციებს. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის მქონე რაკეტების წარმოებაზე დაკვირვებას. 
8. მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს. ამიტომ ჩვენ, წარმოქმნილი უასფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე, განვაგრძობთ შეიარაღებაზე, განიარაღებაზე და გაუვრცელებლობაზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების ძირითად ელემენტზე, კონტროლის გამკაცრებას. 
9. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ სწრაფვას მაშნაც კი, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შეუძლებელს ხდის. როგორც ამ ცოტა ხნის წინ დავადასტურეთ ბრიუსელის სამიტზე, რუსეთთან დიალოგისთვის ჩვენ ძველებურად გახსნილები ვართ, მათ შორის რუსეთ-NATO-ს საბჭოს ფარგლებშიც. 
10. ჩვენ მოვუწწოდებთ რუსეთს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ვალდებულებების სრულ და კონტროლირებად შესრულებას. ახლა უკვე რუსეთმა უნდა შეინარჩინს "საშუალო რადიუსის რაკეტების" ხელშეკრულება.


აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რუსეთს აღნიშნული რაკეტების გასნადგურებლად და შეიარაღების ხელშეკრულებასთან თანხმობაში მოსაყვანად, 60 დღიანი ვადა მისცა. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში აშშ ხელშეკრულებას დატოვებს.

წყარო:


P.S. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვილს შესახებ განცხადება, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება ოქტომბრის თვეში გააკეთა, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე -აშშ საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებას ტოვებს

Sunday, October 21, 2018

აშშ საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების შეთანხმებას ტოვებს

ტრამპმა სთქვა - აშშ საშუალო და მცირე მანძლზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შეთანხმებიდან გავაო (Intermediate-Range Nuclear Forces (INF) - Договор о ликвидации ракет средней и малой дальности (ДРСМД, РСМД).


რამდენიმე წელია ამ თემაზე მიდის საუბარი, ამერიკელები რუსულ მხარეს, ამ ხელშეკრულებით აკრძალულ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტის შექმნაში ადანაშაულებდნენ (იხილეთ The New York Times სტატია აღნიშნულ თემაზე - Russia Deploys Missile, Violating Treaty and Challenging Trump)  საუბარია პერსპექტიულ რუსულ 9M729 ტიპის რაკეტაზე (NATO-ს კლასიფიკაციით SSC-8). 



წყარო:


შეგახსენებთ რომ აღნიშნული ხელშეკრულება, სსრკ-სა და აშშ-ს შორის, 1987 წელს იქნა ხელმოწერილი. მის თანბახმად განადგურებული იქნა, ამ ორი ქვეყნის არსენალში არსებული, 500 კილომეტრიანდ 5500 კილომეტრამდე მოქმედი ყველა ბირთვული და არაბირთვული ქობინის მქონე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა.