Showing posts with label Trident Juncture. Show all posts
Showing posts with label Trident Juncture. Show all posts

Sunday, November 4, 2018

რუსული Ту-142МЗ ამერიკული ფლაგმანის თავზე


NATO-ს მიერ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სწავლების, Trident Juncture-ს მსვლელობისას, რუსულმა შორეულმა წყალქვეშანავსაწინააღმდეგო თვითმფრინავმა, Ту-142МЗ-მ, ნოირვეგიის ზღვაში სწავლების ადგილს გადაუფრინა. შემთხვევას ადგილი 2 ნოემბერს ჰქონდა, რომლის დროსაც რუსულმა თვითმფრინავმა, სარეგისტრაციო ნომრით RF-34063, საბორტე ნომრით "წითელი 56", სწავლების ფლაგმანს, აშშ-ს ფლოტის სამეთაურო ხომალდ USS Mount Whitney-ს ჩაუფრინა (ფოტოები აღნიშნული ხომალდის გემბანიდანაა გადაღებ.

თვითონ ამერიკელებმა ეს რუტინად აღიქვეს. მათი განცხადებით ამაში განსაკუთრებული არაფერია გარდა ერთი საინტერესო მომენტისა - რუსებმა ამ ინცინდენტში მოდერნიზირებული Ту-142МЗ (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod) ჩართეს, მანამდე NATO-ს მხოლოდ თვითმფრინავის წინა მოდელთან, Ту-142МК (NATO-ს კლასიფიკაციით Bear-F Mod. 3), ჰქონდა შეხება, კერძოდ გასულ წელს, დანიის საჰაერო ძალების F-16-ებმა, ამ ბოლოს გადაჭერა მოახდინეს.

როგორც ცნობილია, NATO-ს ეს სწავლება, ანტი რუსულ ხასიათს ატარებს და რუსეთის მხრიდან უკვე მოყვა საპასუხო კრიტიკა და ქმედებები (მათ 1-3 ნოემბრამდე მიმდებარე ტრიტორიაზე სარაკეტო სწავლებები უკვე განახორციელეს).

NATO-ს მიერ განხორციელებული მრავალეროვნული სწავლება Trident Juncture-ს შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ


წყარო:

Sunday, October 21, 2018

პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ

An F/A-18E Super Hornet, assigned to the “Sunliners” of Strike Fighter Squadron (VFA) 81, launches from the Nimitz-class aircraft carrier USS Harry S. Truman, October 19, 2018.

  • მომავალ კვირას, საავიამზიდო დამრტყმელი ჯგუფი, ავიამზიდ USS Harry S. Truman მეთაურობით, ჩრდილოეთ პოლარული წრის იქეთ სწავლებას გამართავს.
  • აღნიშნული სწავლება, 1991 წლის შემდეგ, პირველია, რომლის განმავლობაშიც ამერიკული ავიამზიდი ოპერირებას პოლარული წრის იქეთ განახორციელებს.
  • შორეულ ჩრდილოეთში NATO-ს გაზრდილი ინტერესები, ამ რეგიონში გაძლირებული რუსული ძალებითაა გამოწვეული.


1991 წლის სექტემბერში, სსრკ-ს დაშლამდე სამი თვით ადრე, აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდი, USS America, ჩრდილოეთ პოლარულ წრეს გასცდა, რათა NATO-ს სწავლებაში, North Star-ში, მიეღო მონაწილეობა.

აშშ-ს ავიამზიდი USS America და მისი თანხმლები ხომალდები NATO-ს ხომალდებთან ერთად სწავლება North Star 91-ში მონაწილეობის მომენტში. 1991 წლის 21 აგვისტო 11 ოქტომბერი. ატლანტიკის ოკეანე.
The US Navy aircraft carrier USS America with US and NATO ships taking part in the exercise North Star 91 between August 21 and October 11, 1991.

USS America იყო უკანასკნელი ამერიკული ავიამზიდი, რომელიც პოლარული წრის იქეთ იმუშავა. და აი ეხლა, 27 წლის გასვლის შემდეგ, მომავალ პარასკევს, USS Harry S. Truman და მისი თანხმლები ხომალდები პირველად გადაკვეთავენ პოლარულ წრეს და ბოლო 20 წლის განმავლობაში, NATO-ს მიერ განხორციელებულ ყველაზე მსხვილ სწავლებაში, Trident Juncture-2018-ში, მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლება Trident Juncture, 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე გაგრძელდება, ის განხორციელდება ატლანტიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორვეგიის სანაპიროებთან, ბალტიისპირეთში და ბალტიის ზღვაში. და ის მოიცავს ოპერაციებს ხმელეთზე, ჰაერში, წყალზე და წყალქვეშ.

Trident Juncture 2018 will take place on land, sea, and in the air over the Baltic and Norwegian seas as well as Norway, Sweden, and Finland

მასში მონაწილეობას NATO-ს ოცდაცხრავე წევრი მიიღებს, მათ გარდა სწავლებაში ისეთი მოკავშირე ქვეყნებიც ჩაერთვებიან, როგორებიცაა შვედეთი და ფინეთი.

სულ სწავლებაში ჩართული იქნება 50 000 სამხედრო მოსამსახურე, აქედან 24 000 საზღვაო ფლოტის მოსამსახურე, მათ შორის აშშ-ს საზღვაიო ქვეითები. აშშ-ს სულ 14 000 სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი, აქედან 6000 ავიამზიდ USS Harry S. Truman-ის და მისი თანხმლები ხომალდების ეკიპაჟია.

ამ სწავლებით, NATO-ს წევრები, უპირისპირდებიან იმას, რასაც რუსეთის მზარდ აგრესიას უწოდებენ და ცდილობენ ხაზი გაუსვან კოლექტიურ თავდაცვას და შეკავების პილიტიკის გატარების მცდელობას.

სწავლების საავიაციო შემადგენელი - 30 ქვეყნის 150-ზე მეტი საფრენი აპარატი


Monday, November 2, 2015

დიდი ბრიტანეთი და აშშ Trident Juncture 2015-ზე

2015 წლის 31 ოქტომბერი, ესპანეთი, ალმერია - დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ქვედანაყოფები NATO-ს სწავლება Trident Juncture 2015-ის დროს.

Monday, October 26, 2015

Trident Juncture 2015 - ვაგრძელებთ ფოტოსესიას


2015 წლის 24 ოქტომბერი, NATO-ს ხომალდები სწავლება Trident Juncture 2015-ის ფარგლებში ხმელთაშუა ზღვაში ახორციელებენ მანევრებს

2015 წლის 25 ოქტომბერი, ესპანეთის სანაპირო, სწავლება Trident Juncture 2015 - ნიდერლანდების საზღვაო ძალების ხომალდი HMS Johan

სწავლება Trident Juncture 2015, პორტუგალია, სანტა-მარია, 2015 წლის 21 ოქტომბერი

2015 წლის 24 ოქტომბერი, სწავლება Trident Juncture 2015 - ბალტიისპირეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ესპანეთშ, სან-გეროგიაში

2015 წლის 25 ოქტომბერს ბუნდესვერის გენერალი ჰანს-ლოტარი, სწავლება  Trident Juncture 2015-ის დროს ესპანეთში, ქალაქ სან-გეორგიოში ჩაფრინდა ვიზიტით

2015 წლის 23 ოქტომბერი, სწავლება Trident Juncture 2015 - გერმანული არმიის საინჯინრო ქვედანაყოფი პორტუგალიაში, მდინარე ტეჟუზე ხიდს მართავს