Showing posts with label რარიტეტი. Show all posts
Showing posts with label რარიტეტი. Show all posts

Friday, May 9, 2014

იძებნება რარიტეტები

მივდივარ დღეს ჩემთვის დიღმის ტრასაზე ბიძაშვილის მანქანით და ბრახ და მეჩითება ასეთი რაღაცა

გასაგებია რომ ეს ყველაფერი 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე უცბად რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა:
  • ვინ არიან, რაიმე კლუბია თუ უბრალოდ ენთუზიაზისტები არიან?
  • რა ღონისძიება იყო და სად იყო?
  • სად შეიძლება რომ ამის შესახებ გავიგოთ ხოლმე და ჩვენც დავესწროთ?


Friday, July 5, 2013

მე–2 მსოფლიო ომის რარიტეტები სირიაში (vol.2)

სირიელმი ამბოხებულები კვლავ აგრძელებენ საინტერესო ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშების გამოყენებას – აქამდე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული Stg-44-ით და საბჭოთა ДПМ–ით გვაოცებდნენ. ახლა უკვე მსხვილ ლულებზე გადავიდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკსაწინააღმდეგო მსხვილკალიბრიანი შაშხანა აიღეს ხელში. ფოტოზე სიმონოვის ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა  ПТРС–ით შეიარაღებული სირიელი მეამბოხეა გამოსახული 

დაწვრილებით შაშხანის შესახებ – Simonov PTRS anti-tank rifle (USSR)

Saturday, May 25, 2013

მე–2 მსოფლიო ომის რარიტეტები სირიაში

ამ რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გავრცელდა მე–2 მსოფლიო ომის დროინდელი, გერმანული შაშხანა Stg-44-ით შეიარაღებული სირიელ ამბოხებულთა ფოტოსურათები. ამ ფოტოებმა საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია 

თუმცა ამბოხებულებმა ჩვენი გაოცება კვლავ გადაწყვიტეს – ამჯერად ბრძოლაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევი ДПМ ჩართეს