Showing posts with label ბომბდამშენი. Show all posts
Showing posts with label ბომბდამშენი. Show all posts

Saturday, November 7, 2015

Boeing-მა და Lockheed Martin-მა პროგრამა LRS-B თაობაზე პროტესტი წარადგინეს


როგორც ჩანს მათი შეთავაზება შედარებით ძვირად ჩათვალა კომისიამ. დაველოდოთ რა გამოვა, მაგრამ პროგრამის გადატვირთვა სავარაუდოდ ამ ორ გიგანტს არ გამოუვა.

პრეს-რელიზის ბმული:

Northrop Grumman-მა საპასუხო პრეს-რელიზი გაავრცელად, მოკლედ შინაარის ასეთია:
1 - კონკურსის ყოფილი მონაწილეების (კაი ფორმულირებაა) გადაწყვეტილებამ პროტესტი განაცხადონ იმედი გაგვიცრუა, ეს საქციელი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პროგრამას დაამუხრუჭებს.
2 - საჰაერო ძალებმა ყველაფერი კარგად ამოირჩიეს. თქვენს ადგილზე საერთოდ გავჩუმდებოდი გაზრდილი ღირებულების თაობაზე.
3 - მთელს მსოფლიოში ჩვენ ერთადერთი ვართ ვინც სტელს ბომბდამშენი შექმნა, თქვენ კიდევ არაფერი არ შეგიძლიათ.

პრეს-რელიზის ბმული:


P.S. როგორც ჩანს ეს უფრო საზოგადოებაზე გათვლილი პოლემიკაა. თავის მხრივ საზოგადოების აზრსაცა აქვს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე. ამხელა პროგრამის ამორჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, დარწმუნებული ვარ ორივე პროგრამა ღირსეული იყო. ამიტომ ეხლა უკვე გადამხდელზე წავიდა მანიპულაცია - "ნახე შენი ფული რა უაზროდ იხარჯებაო!"

Wednesday, October 28, 2015

და გამარჯვებულია .....................


გუშინ აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის ტენდერზე ვწერდი ბლოგზე. უკვე გაირკვა, გამარჯვებულია.............................NORTHROP GRUMMAN. (წყარო - http://www.defense.gov) სამართლიანი გადაწყვეტილებაა მე მგონი, მისი ორი მოწინააღმდეგე გიგანტი ისედაც ფულში ცურავენ.


დაწვრილებითი ინფორმაცია ბომბდამშენის შესახებ ჯერ არ გახმოვანებულა, ძრავის მწარმოებელიც კი არ დაუსახელებიათ. როგორც განცხადებულია 100 მანქანიანი სერიის შემთხვევაში ცალის ფასი 511 მილიონი დოლარი იქნება.

Boeing-მა და Lockheed Martin-ნმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც შედეგით იმედგაცრუებას აცხადებენ და თვლიან რომ მათი წინადადება უფრო უკეთესი იყო. მოცემულ მომენტში მომდევნო ნაბიჯები (სასამართლოში წასვლა არ წასვლა) განხილვის სტადიაშია.

Tuesday, October 27, 2015

ახალი ამერიკული ბომბდამშენი: ვინ მოიგებს კონკურსს?


აშშ-ს საჰაერო ძალების ახალი სტრატეგიული ბომბდამშენის კონტრაქტს ხელს წლის ბოლომდე მოაწერენ. ბომბდამშენის ტენდერში Northrop Grumman და Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი დაეჯახნენ ერთმანეთს. როგორც ცნობილია დაბალი შემჩნევადობის ბირთვული ბომბდამშენის პროგრამაში, სახელწოდებით LRS-B, ორი პროტოტიპია აწყობილი, პირველი Northrop Grumman-მა ხოლო მეორე Boeing-ის და Lockheed Martin-ის ერთობლივი ნამუშევარია. ტენდერის გამარჯვებულს სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებენ.~პროგრამის ფარგლებში აშშ-ს ავიაცია 100 ბომბდამშენს შეიძენს, რომლებიც მოძველებულ B-2 Spirit და B-52 Stratofortress ჩაანაცვლებს. ტენდერში გამარჯვებულთან პენტაგონი 80 მილიარდი დოლარი ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს. კონტრაქტის პირველი ნაწილის ფარგლებში აშშ-ს საჰაერო ძალები 21 ბომბდამშენს მიიღებენ ხუთ მცირე პარტიად.

წყარო:



P.S. ვნახოთ რომელი გაიმარჯვებს. Northrop Grumman-ს პლიუსში B-2A-ს და რთული უპილოტოების შექმნა აქვს, ასევე პლიუსია აქტივში საუკუნის კონტრაქტის არქონა. LM/Boeing - შეუზღუდავი საწარმოო პოტენციალი, ფინასები და ლობისტები.

Friday, April 4, 2014

ცივი ომის პრელუდია

გასულ თვეს ორმა B-52 Stratofortresses–მა, ლუიზიანაში მდებარე Barksdale Air Force Base–დან და ორმა B-2 Spirit–მა, მისსურის შტატში მდებარე Whiteman Air Force Base–დან, განახორციელეს ხანგრძილივი, კოორდინირებული სტრატეგიული ბომბდაშენა, რითაც USAF–ის განცხადების თანახმად, დაფიქსირდა აშშ–ს ხელისუფლების არჩევანი – "აშშ–ს სტრატეგიული ინტერესებისა და სამხედრო მოკავშირეების მიმართ ვალდებულებების ეფექტური და მოქნილი დაცვის განხორციელება".

სწავლების განმავლობაში თვითმფრინავებმა განახორციელეს 20 საათიანი, უწყვეტი ფრენა 8000 მილის მანძილზე – საკუთარი დისლოკაციის ადგილებიდან ჰავაის კუნძულებზე მდებარე საჰაერო პოლიგონამდე

წყარო:
Long-range Training Flight Exercises Capabilities

P.S.ფაქტიურად იმავე პერიოდში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ ციმბირის ჩრდილოეთ სანაპიროზე დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად განახორციელეს სტრატეგიული ბომბდაშენა.

რაო, რაო – ვიღაცამ დარბაზში ცივი ომი ახსენა?

Wednesday, June 12, 2013

ჩინური stealth ბომბდამშენი

ინტერნეტში გავრცელდა ჩინური stealth ბომბდამშენის პროექტის მაკეტის ფოტოსურათები (როგორც წესი ჩინურ "ვითომდა გაჟონილ" ინფორმაციას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ).


P.S. როგორც 3D გამოსახულებიდან და მაკეტიდან ჩანს ბომბდამშენი მეწინავე, stealth დიზაინითაა შექმნილი და არაა გამორიცხული რომ რუსულ ПАК ДА-ს ან ამერიკული ანალოგიური პროგრამის საპირწონე იყოს. თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ჩინელები ერთი წელია რუსებს ეხვეწებიან Су-35С მოგვყიდეთო (რასაც საბოლოოდ მიაღწიეს და რუსებმა მათ ამ გამანადგურებლის დემონსტრაციაც კი ჩაუტარეს ჩინურ დელეგაციას), არ გამიკივრდება რომ ეს პროგრამაა უბრალოდ სამეცნიერო–საკვლევი პროგრამა იყოს, რომელსაც მომავალი არც გი გააჩნია.