Showing posts with label B-2. Show all posts
Showing posts with label B-2. Show all posts

Sunday, October 27, 2019

ჩინური სტელს ბომბერი თუ ამერიკული B-2-ის ასლი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ინტერნეტში აეროდინამიკურ მილში გამოცდებისთვის განკუთვნილი ჩინური დაბალი შემჩნევადობის ბომბდამშენი მოდელი გამოჩნდა და ის ძაან ნაცნობად გამოიყურება.


ფოტოები რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახავს აეროდინამიკურ მილში განთავსებულ სტელს ფორმების მქონე მფრინავ ფრთას. აშკარაა რომ ფოტოზე ამერიკული სტელს ბომბდამშენის, B-2 Spirit-ის ასლს ვხედავთ და შეგვიძლია ვივარაუდოდთ რომ ეს ინტერნეტში წლების მანძლზე მუსირებული ჩინური სტელს ბომბდამშენის, H-20-ის მაკეტია. მაგრამ შეიძლება რომ სულაც არ იყოს რაიმე მაკეტი და დაკოპირებული ასლი, უბრალოდ ჩინელები აეროდინამიკის შესწავლის მიზნით ახდენენ მის გაბერვას აეროდინამიკურ მილში, რათა მიღებული გამოცდილება შემდეგში საკუთარი ბომბდამშენის შექმნაში გამოიყენონ. 

ერთი სიტყვით დაველოდოთ და გავიგებთ რას ამზადებენ. თუმცა იმის იმედი, რომ ძაან განსხვავებულ რამეს გამოაგორებენ, მე პირადად არ მაქვს - იდეალურად დაკოპირებული თუ არ იქნება, ძირითად ფორმებში მაინც იქნება მიმსგავსება. 

P.S. არის კიდევ ერთი მომენტი - სტრატეგიული ბომბდამშენის შექმნით ჩინეთი შეუერთდება კლუბს, რომლის წევრებიც მხოლოდ ამერიკა და რუსეთი არიან,



Wednesday, September 25, 2019

დღის ფოტო - ე-F-ები და ერთი B-ე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის ორი F-35, აშშ-ს საჰაერო ძალების ორი F-15 და ერთიც სტრატეგიული ბომბდამშენი B-2

Saturday, September 7, 2019

დღის ფოტო - უბრალოდ B-2

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ბომბდამშენთა 509-ე ფრთის კუითვნილი B-2 Spirit, ბრიტანეთის თავზე, საჰაერო ტანკერების 351-ე ესკადრილიის კუთვნილი KC-135 Stratotanker-იდან საწვავით გამართვას ახორციელებს. 2019 წლის 29 აგვისტო.

A 509th Bomb Wing B-2 Spirit refuels from a 351st Aerial Refueling Squadron KC-135 Stratotanker during the Bomber Task Force training exercise over the United Kingdom, Aug. 29, 2019. Training with partners, allied nations and other U.S. Air Force units contributes to global readiness and strengthens enduring and strategic relationships throughout the theater. (U.S. Air Force photo by Staff Sgt. Jordan Castelan)

Wednesday, July 17, 2019

B-2 ოცდაათი წლისა გახდა

დღეს სტრატეგიული ბომბდამშენის, B-2-ის, დაბადების დღეა, ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 17 ივლისს, ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა განახორციელა - ის პალმდეილიდან ედვარდის ავიაბაზაზე გადაფრინდა.



30 წლის განმავლობაში B-2 მონაწილეობას ღებულობდა 5 მსხვილ სამხედრო ოპერაციაში და დიდი რაოდენობით სწავლებაშიკ. ბომბდამშენემა განახორციელა საბრძოლო მისიები კოსოვოში, ავღანეთში, ერაყსა და ლივიაში. B-2 იყო პირველი თვითმფრინავი, რომელმაც 11 სექტემბრის შემდეგ ავრანეთში ავიადარტყმები განახორციელა - სწორედ მაშინ მან რეკორდული ფრენა განახორციელა, მან ჰაერში 44 საათი და 20 წუთი გაატარა. ბომბდამშენი აშშ სტრატეგიული ავიაციის სიმბოლოა და და ქვეყნის თავდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

Monday, April 29, 2019

ვიდეო B-2 Spirit-ის კოკპიტიდან

ბომბდამშენ B-2 Spirit-ის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად განხორციელდა მუშაობის პროცესში კაბინის ვიდეო გადაღება. 


ვიდეოზე, რომელი დალასელი კინოოპერატორის, ჯეფ ბოლტონის (Jeff Bolton) მიერ იქნა გადაღებული, კარგადაა ასახული ამ სტელს ბომბდამშენის მართვის ინსტრუმენტების მთელი სპექტრი. ვიდეოში ასევე ასახულია ბომბდამშენის საწვავით ჰაერში გამართვის პროცესიც.


სტელს ბომბდამშენი B-2 ოპერირებას მსოფლიოს მაშტაბით ახორციელებს, მას შეუძლია განახორციელოს 44 საათიანი უწყვეტი ფრენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. "გლობალურ ბირთვულ სახელმწიფოებთან - რუსეთთან, ცინეთთანა და ჩრდილოეთ კორეასთან, დაპირისპირების ფონზე, ეს ვიდეო კარგი შეხსენებაა იმისა, თუ რა შეუძლია ამერიკის სტრატეგიულ ავიაციას" - განაცხადა ვიდეოს პროდიუსერმა, ჯეფფ ბოლტონმა.

დაბალი შემჩნევადობის ტექნოლოგიები და მაღალი აეროდინამიკური ეფექტურობა და დიდი მარგი ტვირთამწეობა B-2-ს სხვა ბომბდამშენებთან უპირატესობას ანიჭებს. მისი დაბალი შემჩნევადობა მაღალ სიმაღლეებზე მას მოქმედების დიდ თავისუფლებას ანიჭებს. საწვავის ერთი გამართვის მას 6000 მილის (9600 კილომეტრის) დაფარვა შეუძლია.

B-2-ს ორი პილოტი მართავს - მფრინავი მარცხენა სავარძელში და მისიი ხელმძღვანელი მარჯვენაში - მის გვერდით მომსახურე B-1B-სა და B-52-ს შესაბამისად ოთხი და  ხუთკაციანი ჯგუფები მართავენ.

Saturday, April 20, 2019

მსოლფიოს სტრატეგიული ბომბდამშენები გვერდიგვერდ

მსოფლიოში დღეს მხოლოდ სამ ქვეყანასა ჰყავს სტრატეგიული ბომბდამშენები - ესენია ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები. ქვემოთ ამ სამი ზესახელმწიფოს არსენალში არსებული სტრატეგიული ბომბდამშენების შედარებითი გამოსახულებებია მოყვანილი (ყველა გამოსახულება გადიდებადია). მარცხნიდან მარჯვნივ ასახულია:

  • Xian H-6
  • Ту-22М3 (NATO - Backfire)
  • Ту-160 Белый лебедь (NATO - Blackjack)
  • Ту-95МС (NATO - Bear)
  • B-1B Lancer
  • B-2 Spirit
  • B-52H Stratofortress





Tuesday, June 10, 2014

ბრიტანეთში ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენია B-2A ჩაფრინდ

2014 წლის 8 ივნისს ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ბაზა ფაიერფორდზე (RAF Fairford) აშშ–დან ორი, დაბალი შემჩნევადობის სტრატეგიული ბომბდამშენი Northrop Grumman B-2A Spirit ჩაფრინდა. თვითმრინავები აშშ–ს ავიაციის გლობალური დარტყმის მმართველობის 509–ე საბომბდამშენო ავიაფრთას ეკუთვნის და მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილი შტატ მისურიში მდებარე ავიაბაზა ვჰაიტმენია (Whiteman Air Force Base). როგორც ცნობილია ბომბდამშენები ბრიტანეთში NATO–ოს სწავლება Saber Strike–ში და BALTOPS–ში სამონაწილეოდ, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელდება, იქნა გადმოსროლილი, თუმცა მათი გამოჩენა სავარაუდოდ რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად განხორციელდა.
დიდ ბრიტანეთში ძველი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების, В-52Н–ების (სამი მათგანი იმავე ფაიერფორდის ავიაბაზაზე 4 ივნისს ჩაფრინდა, რათა ზემოთ აღნიშნულ სწავლებებში,  NATO Saber Strike–ში და BALTOPS–ში მიიღოსნ მონაწილეობა) გადასროლა საკმაოდ ხშირად ხორციელდება და არანაირ გაოცებას არ იწვევს, მაგრამ В-2А–ს ბრიტანულ ავიაბაზებზე გაშლა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მათი ევროპაში გადმოსროლა რუსეთისადმი პირდაპირ გზავნილად შეიძლება იქნას აღქმული.
გადმოსროლილი თვითმფრინავები Block–30 მოდიფიკაციისა და მათი სახელებია Spirit of Indiana (სერიული ნომერი AV-04, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 82-1069) და Spirit of Louisiana (სერიული ნომერი AV-21, აშშ–ს საჰაერო ძალების ნომერი 93-1088) და მათი სახმისებია Death 11 და Death 12.




წყარო:

Friday, April 4, 2014

ცივი ომის პრელუდია

გასულ თვეს ორმა B-52 Stratofortresses–მა, ლუიზიანაში მდებარე Barksdale Air Force Base–დან და ორმა B-2 Spirit–მა, მისსურის შტატში მდებარე Whiteman Air Force Base–დან, განახორციელეს ხანგრძილივი, კოორდინირებული სტრატეგიული ბომბდაშენა, რითაც USAF–ის განცხადების თანახმად, დაფიქსირდა აშშ–ს ხელისუფლების არჩევანი – "აშშ–ს სტრატეგიული ინტერესებისა და სამხედრო მოკავშირეების მიმართ ვალდებულებების ეფექტური და მოქნილი დაცვის განხორციელება".

სწავლების განმავლობაში თვითმფრინავებმა განახორციელეს 20 საათიანი, უწყვეტი ფრენა 8000 მილის მანძილზე – საკუთარი დისლოკაციის ადგილებიდან ჰავაის კუნძულებზე მდებარე საჰაერო პოლიგონამდე

წყარო:
Long-range Training Flight Exercises Capabilities

P.S.ფაქტიურად იმავე პერიოდში რუსეთის სტრატეგიულმა ავიაციამ ციმბირის ჩრდილოეთ სანაპიროზე დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად განახორციელეს სტრატეგიული ბომბდაშენა.

რაო, რაო – ვიღაცამ დარბაზში ცივი ომი ახსენა?

Tuesday, September 17, 2013

წიგნი "B-2 Spirit of Innovation"

კომპანია Northrop Grumman–მა სტრატეგიული ბომბდამშენი B-2 Spirit–ის შესახებ საკმაოდ საინტერესო (და სავარაუდოდ უფასოდ) წიგნი წარადგინა. წიგნის გადმოსაწერი ბმული – "B-2 Spirit of Innovation".

Friday, March 29, 2013

ამერიკული B-2 Spirit კორეის თავზე

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea



გასულ კვირას B–52 აფრინდა გუამის ავიაბაზიდან და "კორეის ნახევარკუნძულზე" საჩვენებელი მიზნები გაანადგურა (იმის თაობაზე რომ ჩრდილოეთ კორეასა და აშშ–სამხრეთ კორეას შორის ვითარება დაძაბულია უკვე ვწერდი – ჩრდილოეთ კორეამ ისევ დაუძაბა სამხრეთ კორეას და გაეროს).
ახლა უკვე B-2–ის ჯერი დადგა, რომელმაც სტარტი პირდაპირ მისურიში მდებარე ავიაბაზიდან აიღო (მთლიანობაში 13 000 მილი დაფარა) და სასწავლო ბომბები კორეაში ჩამოყარა, რითაც აშშ–მ ჩრდილოეთ კორეასთან ძალის დემონსტრაცია მოახდინა.
ფოტოსურათები გადაღებულია spotter–ის მიერ იმ მომენტში როდესაც ამერიკულმა ბომბდამშენმა სამხრეთ კორეის ბაზაზე გადაიფრინა.