Showing posts with label ფრთოსანი რაკეტა. Show all posts
Showing posts with label ფრთოსანი რაკეტა. Show all posts

Tuesday, May 22, 2018

რუსული ბირთვულძრავიანი რაკეტის წარუმატებელი გამოცდები


როგორც საინფორმაციო სააგენტო CNBC იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის თებერვლის ჩათვლით, რუსულმა მხარემ, ბირთვულძრავიანი რაკეტის, ოთხი ტესტი განახორციელა, ყველა მათგანი წარუმატებელი გამოდგა. ყველაზე ხანგრძლივმა ფრენამ 2 წუთს გასტანა და რაკეტამ 35 კილომეტრამდე იფრინა. სააგენტო ამის შესახებ, აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციასთან ნაცნობ პირებზე დაყრდნობით აცხადებს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა რომ, ყველაზე ხნგრძლივი ფრენა ორ წუთს გაგრძელდა და რკეტამ მიახლოებით 22 მილი (35 კილომეტრი იფრინა, რის შემდეგაც მისი კონტროლი შეუძლებელი გახდა და ის ჩამოვარდა. ყველაზე ხანმოკლე ფრენამ კი ოთხ წამს გასტანა, რაკეტამ 5 მილის (8 კილომეტრის) ფრენა მოასწრო.
რაკეტა, რომელსაც, პუტინის განცხადების თანახმად, არ აქვს ფრენის მანძილში შეზღუდვა, სულ რაღაცა 35 კილომეტრის ფრენა მოახერხა.
სააგენტოს წწყაროების თანახმად, როგორც ჩანს, გამოცდების დროს ბირთვულმა ძალურმა დანადგარმა ვერ იმუშავა გამართულად, რამაც რაკეტის განადგურება გამოიწვია. CNBC-ს ასევე აცნობეს, რომ გამოცდები, კონსტრუქტორების პროტესტის მიუხედავად, რომელთა თქმითაც სისტემ ჯერ არ იყო მზად, კრემლის მაღალჩინოსნების ზეწოლის შედეგად მაინც განხორციელდა.

წყარო:

Friday, December 29, 2017

Gray Wolf - აშშ-ს იაფი ფრთოსანი რაკეტის პროგრამა

2017 წლის 18 და 20 დეკემბერს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის სახელით (US Air Force Research Laboratory - AFRL) Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს, ორი, თითო 110 მილიონი დოლარის ღირებულების, კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად კორპორაციებმა  საჰაერო ბაზირების იაფი ფრთოსანი რაკეტა, კოდური სახელწოდებით Gray Wolf, უნდა შექმნან.

Lockheed Martin-ს მიერ შემოთავაზებული რაკეტა Gray Wolf-ის კონცეპტუალური გამოსახულება

ხელშეკრულება 2017 წლის მარტში AFRL-ს მიერ გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად გაიცა, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელდეს იაფი, ქვებგერითი საავიაციო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის პროტოტიბების "დაპროექტება, შემქნა, დამზადება და გამოცდა", რომლებმაც "ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში მოწინააღმდეგის ინტეგრირებული ჰსთ საფრთხეთა" წინააღმდეგ საბრძოლველად განვითარებულ ქსელურცენტურლი მოქმედების ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს. ამგვარად ამ რაკეტების ძირითად დანიშნულებად მტრის ჰსთ სისტემის განადგურება სახელდება. რაკეტებმა ერთობლივი, მასირებული გამოყენებისთვის შეიარაღების სხვა სახეობებთან ურთიერთმიზანჩვენების მიზნით ქსელურად უნდა განახორციელონ ურთიერთქმედება
Gray Wolf-ის პროგრამამ "სპირალური განვითარების" ოთხი საფეხური უნდა მოიცვას და უნდა მისცეს საშუალება შეაფასონ ღია არქიტექტურის და მოდულური გათანწყობის გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად შეიქმნას საცდელი ნიმუშები და მოხდეს მათი გაუმჯობესება "სპირალურ განვითარებაში". რაკეტებმა მიზნის განადგურების გარდა უნდა განახორციელონ დაკვირვება და დაზვერვა, რადიოტექნიკური დაზვერვა და რადიოელეტრონული ბრძოლა.
AFRL-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თავისი შემოთავაზება შვიდმა ამერიკულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიდანაც ამოირჩა ორი ზემოთხსენებული კომპანიის პროექტი. პირველი ეტაპის ხელშეკრულების თანახმად, Lockheed Martin-მა და Northrop Grumman-მა, 2022 და 2024 წლებში შესაბამისად, უნდა განახორციელონ აღნიშნული თემის ფარგლებში შექმნილი რაკეტების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. მანამდე, 2017 წლის ბიუჯეტიდან, ორივე კომპანიამ ამ თემაში "სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების" შესასრულებლად სამ-სამი მილიონი დოლარი მიიღო.
რაკეტებ Gray Wolf-ების პირველი ეტაის გამოცდებიLockheed Martin F-16-იდან განხორციელდება. შემდეგში რაკეტის გამოყენება შესაძლებელი იქნება აშშ-ს საბრძოლო ავიაციის ყველა ტიპის თვითმფრინავიდან (F-35, F-15, F-18, B-1, B-2 и B-52).

წყარო:

Monday, January 23, 2017

პოლონეთმა პირველი AGM-158 JASSM მიიღო

პოლონეთის ავიაციამ ფრთოსანი რაკეტა, AGM-158 JASSM-ის, პირველი პარტია მიიღო. რაკეტას კომპანია Lockheed Martin აწარმოებს. რაკეტა სტელს ტექნოლოგიითა შექმნილი და 450 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის 370 კილომეტრზე გადატანა შეუძლია.



Sunday, June 26, 2016

BrahMos-ით აღჭურვილი Су-30МКИ-ს სადემონსტრაციო ფრენა

2016 წლის 25 ივნისს რუსულ-ინდურმა ერთობლივმა კომპანია BrahMos Aerospace-მ ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა BrahMos-ით აღჭურვილი ინდოეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელ Су-30МКИ-თ სადემონსტრაციო ფრენა განახორციელა.


ფრენა ნასიკში მდებარე ინდოეთის სახელმწიო აეროკოსმოსური კორპორაცია Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) აეროდრომიდან განხორციელდა ფრენის შედეგად BrahMos Aerospace-მ "წარმატებულად განახორციელა ყველაზე მეწინავე ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა BrahMos-ისა და ინდოეთის ძირითადი გამანადგურებლის, Су-30МКИ-ს, თავსებადობის დემონსტრირება".
კორპორაცია 2,5 ტონიანი რაკეტის პირველი საჰაერო საცდელი სროლების განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს





წყარო:

Saturday, November 21, 2015

რუსეთის განაცხადი გლობალურ სამხედრო ოპერაციებზე

მოკლედ რუსეთმა ტაქტიკური ავიაციის გარდა სირიაში მასიურად ჩართო სტრატეგიული ავიაცია და საზღვაო ბაზირების სარაკეტო შეიარაღება - მთლიანობაში სტრატეგიული და ოპერტიულ-ტაქტიკური ავიაციის საჰაერო ოპერაციის განმავლობაში განხორციელდა 522 თვითმფრინავ-გაფრენა, საჰაერო და საზღვაო ბაზირების 101 ფრთოსანი რაკეტის გაშვება, ჩამოგდებულია სხვადასხვა დანიშნულების 1400 ტონა ავიაბომბა. სულ განადგურებულია მოწინააღმდეგის 826 ობიექტი.

წყარო:
Министр обороны России доложил Верховному Главнокомандующему о результатах проведения воздушной операции в Сирии

რუსეთის სტრატეგიული ავიაცია - Ту-95МС და Ту-160 და ოპერატიული (შორეული) ბომბდამშენი Ту-22М3 სირიაში ანტისამთავრობო ძალების წინააღმდეგ. 

როგორც ვიდეოში ჩანს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ირანის საჰაერო სივრცეში გაცილებას ირანული გამანადგურებლები - F-4 და F-14A უკეთებს

Ту-160-ები ფრთოსანი რაკეტების გაშვებას ახორციელებენ ირანის საჰაერო სივრციდან

ვიდეოში ჩანს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები X-101

Ту-95МС ახორციელებს ფრთოსანი რაკეტების, Х-555-ების გაშვებას ირანის საჰაერო სივრციდან


ხმელთაშუა ზღვა -  Су-30СМ-ები ახორციელებენ  Ту-160-ების გაცილებას ფრთოსანი რაკეტების გაშვების დროს (სავარაუდოდ X-555)

 Ту-22М3 სირიის ციდან ახორციელებს ანტისამთავრობო ძალების პოზიციების ОФАБ-250-270-ების გამოყენებით ხალიჩისებურ დაბომბვას 

კასპიის ზღვა, რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ხომალდები ფრთოსანი რაკეტებით, Калибр-НК-ებით ახორციელებენ ზალპურ ცეცხლს სირიაში სამიზნეების წინააღმდეგ 

P.S. ქვემოთა ფოტოზე როგორც ამბობენ გამოსახულია სირიაში რუსულ ბაზაზე Су-30СМ-ზე დაკიდებული  ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა РВВ-МД 





Saturday, October 31, 2015

Ту-95МС ახალი რაკეტებით

ჟუკოვსკის აეროდრომზე გადაღებული, მოდერნიზირებული საცდელი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС (საბორტე ნომერი "317"), რომელიც გამოიყენება ახალი თაობის ფრთოსანი რაკეტების გამოსაცდელად. მანქანაზე სრული გარე დატვირთვაა - მას რვა ცალი ფრთოსანი რაკეტა აქვს საკიდრებზე (სავარაუდო მასა-გაბარიტული მაკეტები).

Wednesday, August 26, 2015

ახალი რუსული საჰაერო რაკეტები МАКС–2015–ზე

მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ავიასალონ МАКС-2015–ზე, რომელიც 25–დან 30 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ჟუკოვსკში მიმდინარეობს, კომპანია  КТРВ–ემ (Корпорация "Тактическое ракетное вооружение") პირველად წარადგინა "ჰაერი–მიწა" კლასის მართვადი რაკეტების ახალი სახეობები.
კერძოდ КТРВ–ეს სათავო კომპანიამ (ყოფილი ГНПЦ "Звезда-Стрела") სალონზე წარმოადგინა მართვადი რაკეტა"Гром-Э1" და პლანირებადი მართვადი საბრძოლო მასალა "Гром-Э2". სისტემის მახასიათებლები არ ქვეყნდებმა, მაგრამ სავარაუდოდ "Гром-Э1" ეს არის საავიაციო რაკეტა ამაჩქარებლით, რომელიც საბრძოლო ნაწილად გამოიყენებს მართვად საბრძოლო მასალა "Гром-Э2"–ს. დამიზნების სისტემა უცნობია, თუმცა გარსშემომდენის მიხედვით საბრძოლო მასალის დამიზნება აქტიური რადიოლოკაციური თვითდამიზნების თავაკის მეშვეობით ხდება.

სიახლე ასევე КТРВ–ში შემავალმა «ГосМКБ „Радуга“»–მაც წარმოადგინა, გამოფენაზე კომპანიამ საავიაციო, მაღალი სიზუსტის მქონე ოპერატიულ–ტაქტიკური რაკეტა Х-59МК2 გამოიტანა. მოიხედავა იმისა რომ რაკეტის სახელი ცნობილი "ჰაერი–მიწია" რაკეტა Х-59/Х-59М მსგავსია, ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ის მაინც პრაქტიკულად ნოლიდან შექმნილი ახალი ქმნილებაა და თავისი არსით ცნობილი დასავლური ფრთოსანი რაკეტების AGM-158 JASSM, Scalp EG/Storm Shadow და Taurus ანალოგია. რაკეტა Х-59МК2–ის კორპუსი Stealth ფორმითაა შესრულებული და გააჩნია სროლსი დიდი მანძლი (გამოფენაზე გამოტანილ ვარიანტს საერთაშორისო შეზღუდვების თანახმად სროლის მანძილი 290კმ ჰქონდა). რაკეტის დანარჩენი მონაცემები სარეკლამო დაფაზეა მოცემული.


Х-59МК2 ტტმ

Х-59МК2 და კიდო რაცხა 

ასევე «ГосМКБ „Радуга“»–მ წარმოადგინა ანტირადიოლოკაციური რაკეტა Х-58УШКЭ–ს ახალი ვარიანტი, რომელიც თვითმფრინავის შიდა ნაკვეთურში განსათავსებლადაა განკუთვნილი. ახლა რაკეტას Х-58УШКЭ (ТП) ეწოდება და ის პასიური რადიოლოკაციური დამიზნების თავაკის გარდა დამატებით თბოხედვის თავაკითაცაა აღჭურვილი.

Х-58УШКЭ (ТП)


წყარო: