მოკლედ რუსეთმა ტაქტიკური ავიაციის გარდა სირიაში მასიურად ჩართო სტრატეგიული ავიაცია და საზღვაო ბაზირების სარაკეტო შეიარაღება - მთლიანობაში სტრატეგიული და ოპერტიულ-ტაქტიკური ავიაციის საჰაერო ოპერაციის განმავლობაში განხორციელდა 522 თვითმფრინავ-გაფრენა, საჰაერო და საზღვაო ბაზირების 101 ფრთოსანი რაკეტის გაშვება, ჩამოგდებულია სხვადასხვა დანიშნულების 1400 ტონა ავიაბომბა. სულ განადგურებულია მოწინააღმდეგის 826 ობიექტი.
წყარო:
Министр обороны России доложил Верховному Главнокомандующему о результатах проведения воздушной операции в Сирии
წყარო:
Министр обороны России доложил Верховному Главнокомандующему о результатах проведения воздушной операции в Сирии
რუსეთის სტრატეგიული ავიაცია - Ту-95МС და Ту-160 და ოპერატიული (შორეული) ბომბდამშენი Ту-22М3 სირიაში ანტისამთავრობო ძალების წინააღმდეგ.
როგორც ვიდეოში ჩანს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ირანის საჰაერო სივრცეში გაცილებას ირანული გამანადგურებლები - F-4 და F-14A უკეთებს
Ту-160-ები ფრთოსანი რაკეტების გაშვებას ახორციელებენ ირანის საჰაერო სივრციდან
ვიდეოში ჩანს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები X-101
Ту-95МС ახორციელებს ფრთოსანი რაკეტების, Х-555-ების გაშვებას ირანის საჰაერო სივრციდან
ხმელთაშუა ზღვა - Су-30СМ-ები ახორციელებენ Ту-160-ების გაცილებას ფრთოსანი რაკეტების გაშვების დროს (სავარაუდოდ X-555)
Ту-22М3 სირიის ციდან ახორციელებს ანტისამთავრობო ძალების პოზიციების ОФАБ-250-270-ების გამოყენებით ხალიჩისებურ დაბომბვას
კასპიის ზღვა, რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ხომალდები ფრთოსანი რაკეტებით, Калибр-НК-ებით ახორციელებენ ზალპურ ცეცხლს სირიაში სამიზნეების წინააღმდეგ
P.S. ქვემოთა ფოტოზე როგორც ამბობენ გამოსახულია სირიაში რუსულ ბაზაზე Су-30СМ-ზე დაკიდებული ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა РВВ-МД
No comments:
Post a Comment