Tuesday, November 17, 2015

ავიამზიდები ომში მიდიან

 ამ კვირას ახლო აღმოსავლეთში ერთდროულად ორი ავიამზიდი გაემგზავრება – ამერიკული CVN-75 "Harry S. Truman" ნორფლოკის საზღვაო ბაზიდან გუშინ გამოვიდა, ხოლო ფრანგული "Charles de Gaulle" (R91) ტულონიდან ხუთშაბათს გავა (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – "Charles de Gaulle" სპარსეთის ყურეში მიემგზავრება). ხომალდი საფრანგეთის სანაპიროებთან განხორციელებული სწავლებების შემდეგ უკვე დაბრუნდა.
წინა კვირას, პარიზში განხორციელებული ტერაქტი რა თქმა უნდა მასმედიაში "Charles de Gaulle"–ს ლაშქრობის ფართო გაშუქებას გამოიწვევს.
ასევე აღსანიშნავია რომ, გუშინ საღამოს ISIS–ის სამიზნეებზე, რაკკაში, ფრანგების თორმეტმა თვითმფრინავმა მასრიებული თავდასხმა განახორციელა (ექვსსი ცალი Rafale, ორ–ორი Mirage-2000D და N, დანარჩენი ორი სავარაუდოდ საწვავის ტანკერი და "Atlantique" 2 იყო).
თებერვალ–აპრილში, სპარსეთის ყურეში წინა შვიდკვირიანი მივლინების დროს, ავიამზიდ "Charles de Gaulle"–ს გემბანიდან 200–მდე საბრძოლო გაფრენა განხორციელდა. ასევე ცნობილი ხდება რომ საბრძოლო ვითარებაში პირველად იქნება გამოყენებულილ AESA–ს სისტემის საბორტე რადიოლოკაციური სადგური RBE2.



წყარო:

No comments:

Post a Comment