Showing posts with label საინჟინრო ტექნიკა. Show all posts
Showing posts with label საინჟინრო ტექნიკა. Show all posts

Saturday, October 10, 2020

PLA GSL-130 at the work

Sappers launch mine-clearing line charge


An GSL-130 assault breacher vehicle (ABV) attached to a brigade under the PLA 72nd Group Army fires a rocket-projected mine clearing line charge (MICLIC) to clear the mines during a live-fire field training exercise in early September, 2020. 









Reloading the GSL-130 assault breacher vehicle (ABV) 

Description:


The GSL-130 is a Chinese minefield breaching vehicle. It is based on a Type 59 medium tank chassis. Industrial designation of this engineer vehicle is WZ763. The GSL-130 was adopted by the China's military, including China's army and marines. This minefield breaching vehicle saw service with Chinese forces serving with the UN in Lebanon in 1987. The GSL-130 was deployed by UN units in Lebanon yet again in 2007. The GSL-130 was exported to Sudan and possibly some other countries.

This armored vehicle was specially designed to clear pathways through minefields. It creates safe lanes for troops and vehicles to pass through minefields. This allows assault units to move rapidly through minefields, before enemy forces establish defenses. It is used by engineer battalions.

The GSL-130 is based on the Type 59 medium tank chassis. Surplus Type 59 tanks were refurbished and converted to minefield breaching vehicles. The turret has been removed and replaced by an armored superstructure. Specialized equipment was added.

There is a wide mine plough mounted at the front. Also there are launchers for mine clearing line charges, mounted at the rear of the superstructure. Mine clearing line charges are essentially rockets carrying explosives up to 100 m forward. These are launched from a large superstructure. These charges detonate mines, bombs or improvised explosive devices at a safe distance. Demining charges create a passage in the minefield with a length of 100 m and a width of 4-5 m. In this way the GSL-130 makes safety lanes in the minefields to pass for the troops and vehicles. Also the GSL-130 has a cleared lane marking system, installed at the rear. It deploys pennants into the ground as the machine moves forward.

This armored vehicle is operated by a crew of 2. It takes around 15 minutes to prepare the vehicle for minefield breaching.

Protection level of this machine should be similar to that of the Type 59 medium tank. This armored engineer vehicle carries no defensive armament.

The GSL-130 is powered by a 12150L V12 diesel engine, developing 520 hp.

Friday, April 26, 2019

FNSS PARS III-ის საინჟინრო მანქანა ომანისთვის

FNSS-მა მოდულური და სხვადასხვა ამოცანებზე ადაპტირებული PARS III 8x8-ს ბაზაზე შექმნილი საინჟინრო-გზაგამწმენდი მანქანა წარადგინა. მანქანა ომანის სამეფო არმიისთვისაა შექმნილი. გეგმის მიხედვით აღნიშნული მანქანის საკვალიფიკაციო გამოცდები ამ წლის პირველ ნახევარში დასრულდება - რის შემდეგაც მას შემკვეთს გადასცემენ.



FNSS-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო PARS III-ის ძირითადი დანიშნულება გზების განაღმვაა. თუმცაღა მოდულური კონსტრუქციისა და სწრაფად დაყენებადი და მოხსნადი აღჭურვილობის წყალობით, მას მულტიფუნქციური როლი ენიჭება.

მანქანას შეუძლია:

  • გაწმინდოს გზებზე და მარშუტებზე არსებული წინაღობები;
  • აწარმოოს ისეთი საინჟინრო სამუშაოები, როგორებიცაა - სამეთაურო პუნქტების მოწყობა, ჯარების შენიღბვა, მაკეტების აწყობა და განთავსება;


ომანის სამეფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს - 172 მანქანის 13 სხვადასხვა მოდიფიკაციის დაპროექტებას, შექმნას, წარმოებასა და მიწოდებას. ხელშეკრულებაში ასევე შესულია კომპლექსური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. აღსანაიშნავია რომ 172 მანქანიდან 145 იქნება რვა სხვადასხვა კონფიგურაციის (აქედან ექვსი შეჯავშნილი გზაგამწმენდი-საინჟინრო) PARS III 8x8 და ხუთი კონფიგურაციის PARS III 6x6.


Thursday, April 20, 2017

რუსი მესანგრეები პალმირაში ეგზოსკელეტებს იყენებენ

ოპერატორის განცხადების თანახმად, ეგსოზკელეტი ხუთ-ექვს კილოზე მეტს არ იწონის და 50 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს. "წონის, დაღლისა და ტემპერატურის შეუმჩნევლად ის 30-35 კილოგრამის ტარების საშუალებას იძლევა. ადრე ყველაფერი თან დაგვქონდა და ამის კეთება გაცილებით ძნელი იყო" - განმარტა ოპერატორმა.
ეგზოსკელეტი ოპერატორს პრაქტიკულად ნებისმიერი მოძრაობის განხორციელების და რამდენიმე საათი დაუღლელად მუშაობის საშუალებას აძლევს. "ჩემს პრაქტიკაში მე ამდაგვარი არაფერი შემხვედრია" - დაამატა სპეციალისტმა.

რუსი მესანგრეები პალმირაში ახალ საინჟინრო კომპლექსებს იყენებენ

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სირიის პალმირას ისტორიული ნაწილის გასანაღმავად რუსი მესანგრეები ახალ დისტანციურად მართვად სადაზვერვო-დასათვალიერებელ კომპლექს „სკარაბეის“ და უკაბელო დასათვალიერებელ მოწყობილობა „სფეროს“ იყენებენ.
„სკარაბეი“ (Скарабей) - ეს რადიომართვადი მოძრავი, საბურავებიანი ბაზაა, რომელზეც მაღალი დაშვების ვიდეოკამერა, მიკროფობი და თბოხედვის ხელსაწყოები აყენია. ბაზის მართვა ვიდეოდაკვირვების მქონე პულტიდან ხორციელდება.
როგორც რელიზშია აღნიშნული „გამოსახულების მიღების მანძილი რადიოტალღების გავრცელების რთულ პირობებშიც კი 250 მეტრს აღწევს, ამასთან მას ნანგრევებშიც კი ადვილად შეუძილა გადაადგილება. რობოტის სიმაღლე სულ რაღაცა 15 სანტიმეტრია. რაც მას გარეშე თვალისთვის თითქმის შეუმჩნეველს ხდის, ხოლო ელექტროძრავები უზრუნველყოფენ მის უხმაურო მუშაობას“.



მოწყობილობა „სფერო“ (Сфера) განსაკუთრებით ძნელად მისადგომი ადგილების გასანაღმავად გამოიყენება, ისეთების როგორებიცაა დანგრეული შენობები და ნანგრევები. ინფორმაციის თანახმად, „ნაკეთობა მცირე ზომის ბურთს წარმოადგენს, რომელიც დიოდური განათებით აღჭურვილი ოთხი ვიდეოკამერით, მიკროფონითა და გადამცემითაა აღჭურევილი“.
პრეს-რელიზში არსებული განცხადების თანახმად „სფერო“ ოთხივე ვიდეოკამერიდან გამოსახულების ერთდროულად გადაცემის საშუალებას იძლევა და თავის ოპერატორებს 360 გრადუსიანი ხედვით უზრუნველყოფს. მოწყობილობის მაღალი სიმყარე მას მრავალჯერადად შეგდების და 5 მეტრი სიმაღლიდან ვარდნის გაძლების საშუალებას აძლევს, ხოლო პოზიციონირების ჩაშენებულ სისტემას შეგდების შემდეგ ის ავტომატურად მოყავს ვერტიკალურ მდგომარეობაში“. 

თვითონ მესანგრეები უახლესი დამცავი კოსტუმებით არიან ეკიპირებულნი - განაღმვის საერთო საჯარისო კომპლექტ ОВР-2-02-ით, რომელიც მაქსიმალურად მაღალი დაცვის ხარისხ უზრუნველყოფს. კოსტუმები ტელეკომუნიკაციისა და გაგრილების სისტემებითაა აღჭურვილი.
ასევე აღნიშნულია, რომ ‘ახალი დამცავი კომპლექტი აღჭურვილია ცაფხუტზე დასამაგრებელი ვიდეოკამერით, რომელიც მეთაურს და სხვა სპეციალისტებს ფეთქებადსაშიში მოწყობილობების გაუვნებელყოფის დროს დახმარების გაწევის საშუალებას აძლევს, ხოლო კოსტუმის მთავარ სიახლედ წყლით გაგრილების პორტატული სისტემა გახდა, რომელიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კომფორტულ ტემპერატურაზე მუშაობის საშუალებას იძლევა“.

Sunday, April 3, 2016

რუსი გამნაღმველები პალმირაში

რუსი გამნაღმველები ქალაქ პალმირას გაწმენდას შეუდგნენ. ამის შესახებ სირიაში მოშუღლე მხარეთა შერიგების რუსული ცენტრის 2016 წლის 2 აპრილის ბიულეტენი იუწყება. 
"რუსეთის არმიის საინჟინრო ჯარების სამხედრო მოსამსახურეები სირიაში, პალმირას მიმდებარე რაიონში, აგრძელებენ ობიექტების და ტერიტორიის განაღმვას. ტერორისტებისგან განთავისუფლებულ ქალაქში, სირიელი გამნაღმველების მიერ 1230 ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნაღმია გაუვნებელყოფილი" - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ოპერტაიული სამმართველოს ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკიმ, განაცხადა რომ, განაღმვით ოპერაციას საწარმოო ნაღმების გარდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნმოწყობილობების არსებობაც ართულებს. ამიტომაც ყველაზე რთულ მიმართულებებზე რობოტ-გამნაღმავი "ურანი" (Уран) იქნება გამოყენებული.
ადგილმდებარეობის გასაწმენდად რობოტოტექნიკის გარდა რუსი სამხედროები პალმირაში სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსაც იყენებენ.
რუს გამნაღმველთა ჯგუფი სირიაში, ჰმეიმის ავიაბაზაზე ჩავიდა. ავიაბაზიდან 20 მანქანისგან, მათ შორის БТР-82А-სგან, შემდგარმა კოლონამ, რომელიც რადიომართვადი ნაღმების ჩამხშობებით იყო აღჭურვილი, პალმირამდე 300 კილომეტრიანი მარში განახორციელა. 
ჯავშანმანქანებთან ერთად პალმირაში სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობითა და ხელსაწყოებით დატვირთული მძიმე КАМАЗ-ებიც ჩავიდნენ. კოლონაში ასევე შედიოდა საველე ბანაკის მოწყობისთვის აუცილებელი ავტოტექნიკა - სწავავგამმართველები, ავტოცისტერნები, საველე სამზარეულო, საველე აბანო, წყლის გამწმენდი პუნქტი. 
გზად კოლონას Ми-24 და Ми-28 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები აცილებდნენ. უძველესი ქალაქისა და მისი თანამედროვე კვარტალის გასაწმენდად ასამდე რუსი გამნაღმველია მიზიდული, რომელტაც სირიელ კოლეგებთან ერთად 180 ჰეკტარის გასუფტავება მოუიწევთ.

Friday, May 29, 2015

დელტას კიდევ ერთი ნაწარმი ექსკავატორ Volvo EC210C–ის ბაზაზე

დელტას კიდევ ერთი ნაწარმი, რომელიც ექსკავატორ Volvo EC210C–ის ბაზაზეა შექმნილი და რომელიც 26 მაისი გამოფენაზე არ გამოუყვანიათ. მანქანა ისევე როგორც Volvo L90E ბაზაზე შექმნილი შეჯავშნული ბულდოზერი,  სამაჩაბლოს რეგინოის მიმდებარე ტერიოტირაზე საინჟინრო–განაღმვითი სამუშაოებისთვის გამოიყენება.


ფოტოს წყარო:
პროექტი „საქართველო IV“ გრძელდება


საინჟინრო Volvo L90E, რომელიც 26 მაისს იქნა გამოყვანილი, მანქანის შესახებ ბლოგზე გუშინ ვწერდი – დელტას ჯავშანტექნიკის სალონი 26 მაისი გამოფენაზე

Friday, August 8, 2014

ხორვატებმა შეერთებულ შტატებს თავისი და რუსეთის ფედერაციას თავისი წილიო

რობოტოტექნიკის დახმარებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინჟინრებმა, ჩეჩნეთში 40 ათასი კვადრატული მეტრი სავარგულები განაღმეს. 
როგორც წყაროდან ჩანს, განაღმვითი სამუშაოები რობოტული გამნაღმველის, "Уран 6" –ის დახმარებით განხორციელდა. მანქანა გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოების "766 УПТК"–ეს  (Управление производственно-технологической комплектации) მიერაა შექმნილი.

წყარო:

თუმცა აღმოჩნდა რომ ეს მანქანა, "Уран 6", ხორვატული კომპანია DOK-ING–ის ნაწარმია (კომპანიის ბმული – DOK-ING). და თავის დროზე ზუსტად ასეთი ინჟინერი–რობოტები კომპანიას ადრე აშშ–ს არმიისთვისაც მიუწოდებია.

მანქანის სარეკლამო ბროშურა:

P.S. მალე სარეკლამო ბროშურაში ალბათ ვიხილავთ ფოტოებს წარწერით "US Army" და რუსული სამფერა ვარსკვლავებით :)