As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label ინტერიერი. Show all posts
Showing posts with label ინტერიერი. Show all posts
Tuesday, June 6, 2017
Thursday, April 20, 2017
Monday, February 6, 2017
Challenger-1-ის საბრძოლო ნაკვეთურის ინტერიერი
ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალა, რომელზე ასახულია ბრიტანეთის წარმოების Challenger 1-ის ინტერიერი, ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით შევეცადე ნუმრაციით მათი სახელწოდება-დანიშნულების დადგენას.
1 - სამეთაურო კოშკურის მოტრიალების კოლოფი (Cupola traversing gear).
2 - მეთაურის სავარძელი (Commanedr’s seat).
3 - ელექტროენერგიის გამანაწილებელი ბლოკი (Power control unit).
4 – მეთაურის პერისკოპული სამიზნე პოწყობილობა AV No 37 Mk1 (Commander’s visual sighting sistem)
5 - მეთაურის მართვისა და მონიტორინგის ბლოკი.
1 - მემიზნის პერისკოპული ლაზერული სამიზნე AV No 10 Mk1
2 - სამონტაჟო და საკონექტორო ბაზა AV No 47 Mk1-ზე დამაგრებული მემიზნის სარეზერვო სამიზნე მოწყობილობა AV No 87 Mk1.
3 - მემიზნის განათების, გათბობის და საავარიო ენერგიის კონტროლის კოლოფი (Gunner’s lightining control box).
4 – კოშკურის გამანაწილებელი ფარი (Turret services junction box)
5 - მემიზნის ცეცხლის მართვის კოლოფი.
6 - მემიზნის ცეცხლის მართვის ხელსაწყოები.
7 - საჰაერო ვენტილიატორი.
8 - კავშირგაბმულობის კონტროლის პანელი.
9 - მემიზნის კონტროლის სახელური.
10 - მემიზნის თერმული ხედვის ეკრანი.
11 – სტაბილიზატორისა და დამიზნების ძალური ამძრავების მართვის პანელი (Powered layng control panel)
1 - დამტენის პერისკოპი
2 - ქვემეხის მზადყოფნის შუქი.
3 - დამტენის უსაფრთხოების გამომრთველი.
4, 5 - გასროლების თაროები.
6 - მუხტების კონტეინერი.
7 - რადიოკავშირის კონტროლის ბლოკი.
1 – მეთაურის ცეცხლის კონტროლის კოლოფი
2 – მეთაურის საცეცხლე ჯოისტიკი
3 – მეთაურის ძირითადი სამიზნე
4 - კოშკურის მდგომარეობის ციფრული ინდიკატორი (Traverse indicatore digital)
5 – საკვამლე ყუმბარების გამშვები კოლოფი.
6 – კოშკურის ინტერფეისის ჩამრთველთა კოლოფი.
7 – სარეგულირო ბლოკი (Trimmnig units)
8 – რადიოკავშირის მართვის ბლოკი.
1 - საჭმლის მოსამზადებელი ელექტრონული მადუღარა.
2 – ცენტრალური პროცესორი
3 - კოშკურაში დენის გამანაწილებელი.
4 - მშრალი ულუფის შესანახი კონტეინერი.
1 – მეთაურის სამიზნე მარკის პროექტორი (Commanedr’s aiming mark projection unit – CAMPU)
1 - ქვემეხის უკუგორვის სისტემის ჰაერის წნევის ბარომეტრი.
2 - საკეტის გაღებისა და დახურვის ბერკეტი.
3 - დამტენის დამცავი გამოსაწევი ფარი.
4, 5 - გასროლების თაროები.
6 - მუხტების კონტეინერი.
7 - რადიოკავშირის კონტროლის ბლოკი.
8 - ქვემეხის საკეტი და უკუგოირვისა და მიგორვის მექანიზმები.
9 - ტყვიამფრქვევის ტყვიების (7,62მმ) კონტეინერი.
1, 2, 3, 4 - მძღოლ მექანიკოსის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებული სატყორცნი მუხტების ჰორიზონტალური კონტეინერები.
5 - მძღოლ მექანიკოსის სავარძელი.
და ფოტო მთლიანი შიდა სივრცისა:
ქვემოთ ტანკის შიდა სივრცის მოწყობის სქემატური გამოსახულება ტექნიკური სახელმძღვანელოდან
მეთაურისა და მემიზნე ოპერატორის ნაკვეთურის ინტერიერი
და პლიუს ერთი უბრალოდ საინტერესო ფაქტი - Challenger 1-ის კოშკურა შედუღებული წარმოებისა ითვლეობდა, როგორც გაირკვა, კოშკურის ბაზა ჩამოსხმულია და შემდეგ გარედან ჩამოსხმულ ბაზაზე დაკიდებულია მრავალშრიანი, კომბინირებული (ეგრეთ წოდებული Burlington-ის ტიპის) ჯავშანპაკეტები. ქვემოთ პირველ ფოტოზე Challenger 1-ის კოშკურის ჩამოსხმული ბაზა, მეორე ფოტოზე ქვემეხის მასკის შიგნით კარგად მოსჩანს იგივე ბაზა და მასზე გარედან დამაგრებული კომბინირებული ჯავშანპაკეტი.

Subscribe to:
Posts (Atom)





























