Showing posts with label Camp Bastion. Show all posts
Showing posts with label Camp Bastion. Show all posts

Thursday, September 27, 2012

ნარჩენები

14 სექტემბერს ბაზა Camp Bastion/Camp Leatherneck-ზე თალიბანის თავდასხმის შედეგად განადგურებული ერთ-ერთი AV-8B+ სურათი (თავდასხმის შესახებ უკვე ვწერდი: თავდასხმა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე და რა მოხდა ბაზა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე)




საბოლოოდ დადგინდა რომ საერთო ჯამში განადგურდა ექვსი გამანადგურებელი, ორი სერიოზულად დაზიანდა და კიდევ ორმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

სხვათა შორის ახალი რვა ამ კლასის თვითმფრინავი აშშ-დან უკვე ჩაფრინდა ბაზა Camp Bastion/Camp Leatherneck-ზე და ჩაანაცვლა განადგურებული თვითმფრინავები - ეს თვითმფრინავები VMA-211-ის განმასხვავებელ ნიშნებს ატარებენ.



Monday, September 17, 2012

რა მოხდა ბაზა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე

როგორც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი ავღანეთში ამერიკელების და დიდი ბრიტანელების ერთიან სამხედრო ბაზაზე თალიბანის მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს (რაზეც ჩემს ბლოშიც დაიწერა - თავდასხმა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე ). ამჟამად ამერიკის სამხედრო უწყება დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.


Camp Bastion/ Camp Leatherneck მდებარეობს Helmand-ის პროვიცნიაში და წარმოადგენს ამერიკელი საზღვაო ქვეიტების ყველაზე დიდ გამანაწილებელ და მომმარაგებელ ბაზას ავღანეთში. ამავე ბაზზე ხდება ქართული კონტინგენტის ჩაყვანა და შემდეგ განაწილება ასეულის ბაზებზე. აღსანიშნავია რომ ამ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა ყველაზე მაშტაბურია განადგურებული ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობით რაც კი განუცდიათ ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს ვიეტნამის ემის შემდგომ.
ოფიციალური განცხადების თანახმად შეტევისას დაიღუპა ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და განადგურდა საზღვაო ქვეითების კუთვნილი6 ერთეული ვერტიკალური აფრენ-დაფრენის გამანადგურებელი AV-8B Harrier II (ძველი ცნობები 2 განადგურებულ თვითმფრინავზე საუბრობდა). თვითმფრინავები განადგურდა თალიბანის მიერ შეტანილი ასაფეთქებელი მასალებით და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბრამტყორცნებით - ასევე საუბარია დამატებით ორ დაზიანებულ გამანადგურებელზე - ვიეტნამის ომის შემდეგ ეს ამერიკის თვითმფრინავების ხმელეთზე განადგურების პირველი შემთხვევაა.
ავღანეთში მოკავშირეთა ყველაზე კარგად დაცულ სამხედრო ბაზაზე თალიბანის ეს შეტევა საკმაოდ შთამბეჭდავია - როგორც ცნობილი ხდება შეტევა პარასკევ საღამოს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე განხორციელდა, შეტევა 15 თალიბანის მებრძოლმა განახორციელა რომლებიც ამერიკულ ფორმებში იყვნენ ჩაცმულები და შეიარაღებაც ასევე ამერიკული ჰქონდათ.
ჯგუფმი შეტევისას გაყოფილი იყო სამ ქვეჯგუფად, შეიარაღებულები ამერიკული M-16, ყელყუმბარებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით და შახიდის ქამრებით - რაც მოწმობს რომ შეტევა კამიკაძე მებრძოლებმა განახორციელეს. შეტევა ბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაიწყეს, აეროდრომის მხარიდან, სადაც ძირითადად ამერიკული ავიაციაა განლაგებული.ISAF-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ საკმაოდ კარგი შეიარაღება, კარგად იყვნენ გაწვრთნილები ამ ამოცანისთვის და როგორც მათი ზუსტი მოქმედებიდან ჩანს თავდასხმის რეპეტიციებიც საკმარისად ჰქონდათ ჩატარებული.
თავდასხმის შედეგად განადგურდა 6 გამანადგურებელი AV-8B+ (თითო სავარაუდოდ 45 მილიონი დოლარის ღირებულებისა), დაზიანდა ორი AV-8B+, განადგურდა თვითმფრინავების გასამართი ორი სადგური და ასევე დაზიანდა და განადგურდა სხვა ბევრი შენობა ნაგებობები და ანგარები. დაიღუპა ორი საზღვაო ქვეითი და 14 თავდამსხმელი, ერთი მძიმედ დაიჭრა და ტყვედ იქნა აყვანილი.
სხვა წყაროების თანახმად განადგურდა 5 გამანადგურებელი და ერთი ვერტმფრენი და ერთი ანგარი - მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ზიანი ამერიკულ ბაზაზ საკმაოდ დიდი მიადგა.

ხანძარი ამერიკულ-ბრიტანულ ბაზაზე


Sunday, September 16, 2012

თავდასხმა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე

დღეს, აშშ-ს საზღვაო ქვეითებს მთავარ ბაზაზე ავღანეთში, Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე (პირველი დიდი ბრიტანეთის ბაზაა სამხედრო აეროდრომით, მეორე USMC გამანაწილებელი ბაზა, მაგრამ ორივე ბაზა ერთიან სამხედრო ბანაკს წარმოადგენს) ავტომატური იარაღით და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებულმა ავღანელმა პარტიზანებმა თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის დროს დაიღუპა ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.



ამას გარდა დიდი ზიანი მიიღო ბაზის მატერიალურმა ქონებამ - 8 ერთეული AV-8B-დან, რომელიც ბაზაზე იმყოფებოდა 2 ცალი განადგურდა. თვითმფრინავები თავდასხმის დროს ანგარების გარეთ იდგნენ და თავდამსხმელების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად გაცენილ ხანძარს შეეწირნენ, თუმცა ერთი თვითმფრინავი სავარაუდოდ РПГ ცეცხლით იქნა განადგურებული. თვითონ ანგარიც ცეცხლისგან ძალიან დაზიანდა - განადგურდა სათადარიგო ნაწილები, ძრავები და აღჭურვილობა. РПГ ცეცხლისგან ასევე დაზიანდა ბაზის სხვა შენობებიც.


P.S. საკითხავია თუ როგორ მოახერხეს ფეხშიშველმა პარტიზანებმა ავღანეთში ISAF ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცულ ბაზაზე არა მარტო შეტევის განხორციელება, არამედ პერიმეტრის გარღვევაც და ბაზისთვის დიდი ზიანის მიყენება.

წყარო:
Πολλαπλές απώλειες στο Αφγανιστάν

სურათები Camp Bastion/ Camp Leatherneck-დან (2010 წელი)