Showing posts with label Тигр. Show all posts
Showing posts with label Тигр. Show all posts

Friday, June 12, 2020

Combat vehicles in arctic camouflage

Combat vehicles in arctic camouflage unveiled by Russian army at Victory Day Military Parade rehearsal in Yekaterinburg. In parade will be attended the following vehicles in arctic camouflage:


T-80BV

BTR-82AM

Light UAZ pickups with a turret for heavy machine guns
SOF Tiger armored vehicles
Snowmobile A-1



Saturday, June 22, 2019

ჯავშანმანქანა "Тигр Next"


"Тигр Next"-ის პროტოტიპის მოკლე სარეკლამო ვიდეო (მანქანის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - Тигр Next - რუსული Тигр-ის ახალი მოდიფიკაცია). მანქანა ООО "Военно-промышленная компания" (ВПК)-ს მიერაა შექმნილი და მისი ოფიციალური პრემიერა 2019 წლის 25 ივნისს, კუბინკაში საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ გამოფენაზეა დაგეგმილი.





Tuesday, August 21, 2018

ჯავშანმანქანა "Тигр"-ის აპგრეიდი


დღეს, რუსეთში, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", სამხედრო-ტექნიკური ფორუმი "Армия-2018"-ი გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საკმაოდ ცნობილი ჯავშანავტომობილის, "Тигр"-ის, ახალი ვარიანტი.

განახლებულმა მანქანამ შეჯავშნული ძრავის განყოფილება (პირველად შიეჯავშნა ძრავის ბორტებიც), ანტიტრავმატული სავარძლები, წყლისგან და მტვრისდგან დაცული ახალი ჰაერმიმღები, ცხაურებიანი ეკრანები ფანჯრებზე და პანორამული ხედვის კამერა მიიღო. გარედან ასევე შეცვლილია მანქანის დიზაინი და შეფერილობა, გამოყენებულია ქსენონის, მართვადი ფარები.

როგორც მწარმოებელმა განმარტა, მანქანა საინიციატივო ნამუშევარია და მასში სირიის კონფლიქტის გამოცდილებაა გამოყენებული.


Friday, April 4, 2014

АМН 233114 "Тигр-М" VS ტროლეიბუსი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე, კერძოდ ყირიმის ადმინისტრაციულ ცენტრ სიმფეროპოლში რუსული არმიის კუთვნილი АМН 233114 "Тигр-М" ტროლეიბუსს შეეჯახა. 
გმირი უკრაინელი ტროლეიბუსი



P.S.  იმის ფონზე თუ 2008 წელს სად იჩეხებოდნენ რუსული ამქანები ეს არაფერია.

Wednesday, May 29, 2013

რუსეთის არმია ГАЗ-233014 "Тигр" და ВПК-233114 "Тигр-М"–ს არემონტებს

რუსეთის ფედერაციის შეკვეთების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტებდერს ჯავშანმანქანა  "Тигр" და "Тигр-М"–ის რემონტის შესახებ.
კონტრაქტის ღირებულება 15 მილიონი რუსული რუბლითაა განსაზღვრული (479 ათასი აშშ $) – ამ საფასურად კონტრაქტის შემსრულებელმა უნდა გაარემონტოს 150 ცალი ჯავშანმანქანა, აქედან: 

  • სააღლუმოდ (აწ განხორციელებული აღლუმისთვის) უნდა გამზადდეს 17 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 99 ცალი ГАЗ-233014 "Тигр"
  • 34 ცალი ГАЗ-233114 "Тигр-М"

მანქანები შემკვეთს 25 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.

წყარო:

დამატებით წარმოგიდგენთ ამ ორი მანქანის ტექნიკური აღწერილობის და ექსპულატაციის სახელმძღვანელოს:



Thursday, June 28, 2012

სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანა "СБРМ"

გამოფენა "Технологии в машиностроении 2012"–ზე НПО "Стрела" -მ და ОАО "Арзамасский машиностроительный завод"–მა წარმოადგინეს ჯავშანმანქანა ГАЗ Тигр–ის ბაზაზე შემქნილი სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანა (Служебно-боевая разведывательная машина СБРМ).






მსოფლიოში შექმნილა ტერორისტულმა მდგომარეობამ მოითხოვა საბრძოლო ტექნიკის ისეთი ნიმუშის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა დაზვერვისა და ტერორისტების ნეიტრალიზაციის მიზნით მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემის თანამედროვე მოთხოვნებს
ამჟამად ОАО «НПО «Стрела»–მ დაასრულა, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, სადაზვერვო ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანის წინასწარი გამოცდები.

მანქანა უზრუნველყოფს:
  • სახმელეთო (ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი, ავტომანქანა, ხალხი ჯგუფი, ერთეული ადამიანი), საზღვაო (მცირე ნავი, კატერი იახტა) და დაბლა მფრენი (ვერტმფრენი, სპორტული თვითმფრინავი, უპილოტო საფრენი აპარატი) მიზნების ძებნას, აღმოჩენას და ამოცნობას ნებისმიერ პირობებში თანამედროვე ოპტიკური, სითბური, რადიოლოკაციური, აკუსტიკური, სეისმური და რადიოსაპელენგაციო დაზვრევის საშუალებით.
  • საკუითრივ მანქანის მდებარეობის და ასევე აღმოჩენილი სამიზნის კოორდინატების განსაზღვრა და მათი გამოსახვა ადგილმდებარეობის ელექტრონულ რუქაზე.
  • მანქანის ყველა სისტემის და საშუალების ავტომატიზირებული მართვა საბორტე საინფორმაციო–მართვის სისტერმის დახმარებით, მათ შორის სანავიგაციო ინფორმაციის მუმდივი დამუშავებით.
  • დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატისგნა ვიდეო და ფოტო ინფორმაციის მიღება და დამუშავებას.
  • მდგრადი რადიოკავშირი და მონაცემების გადაცემას.
  • აღმოჩენილი მიზნების მიმართ ცეცხლის წარმოებას დღის და რამის პირობებში.
  • მაღალი გამავლობას.
  • ეკიპაჟის ჯავშანდაცვას.
  • რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ბლოკირებას.
  • 4 კაციანი ეკიპაჟისთვის კომფორტულად მუშაობის პირობებს.

სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანის (Служебно-боевая разведывательная машина СБРМ) კომპლექტაცია

სადაზვერვო მანქანიშ შემადგენლობაში შემავალი სადაზვერვო საშუალებების ინფორმატიულობის მაღალი დონე, უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის ოპერატიულად მიღებას უმოკლეს დროში და მცირე ძალებით. სადაზვერვო ქვედანაყოფები, რომლებიც აღჭურვილები იქნებიან სამსახურებრივ–საბრძოლო სადაზვერვო მანქანით, მიიღებენ საგრძნობ უპირატესობას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას.
  • მიზნის აღმოჩენა ხელსაწყოებით – 10კმ.
  • ცეცხლის წარმოების მანძილი – 1,5კმ.
  • შეიარაღების კალიბრი – 12,7მმ.
  • შეუწყვეტლად მუშაობის დრო – 24სთ.
  • უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის დრო – 60წთ.
  • ეკიპაჟი – 4 კაცი.



წყარო: