კოშკურა ახალია და არა გადაკეთებული (ეს ევროპაში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ახალი კოშკურაა).
კოშკურა ახალი შენადნობებითაა დამზადებული, რაც მის წონას ამცირებს და აქტიური დაცვის დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა წინა ვერსიის ფარგლებში რჩება.
გამოყენებულია გერმანული ქვემეხი L55A1 - ეს ქვემეხი გერმანულ Leopard-2A6/7 ვერსიებში გამოყენებული ქვემეხის გაგრძელებაა და მისგან განსხვავებით გუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა.
კოშკურა შიგნიდან სრულიად გადაწყობილია - მასში ბრიტანული განცალკევებული გასროლების ნაცვლად ერთიანი მასრული, გერმანული წარმოების, ჭურვებია განთავსებული. მათი ნაწილი უკანა ნიშაშია ჩალაგებული, სადაც მათი დეტონაციის შემთხვევაში ჭარბი წონა ამოსაგდები პანელების საშუალებით გაედინება გარეთ.
მეთაურისა და მემიზნის სამიზნე კომპლექსები უახლესი ბრიტანული ქსმ-ის, Ajiax-ის, ანალოგიურია.
საბრძოლო მარაგი მრავალფუნქციური PAB (Programmable Air Burst) DM11 -ისგან და ქვეკალიბრული DM53-სისგან შესდგება.
ბრიტანული ძრავა-ტრანსმისია გერმანული უახლესი ძრავა MTU883-ითა და ტრანსმისია Renk-ითაა შეცვლილი.
2018 წელს, გამოცდებზე, ქვემეხ L55A1-იდან გაშვებულმა DM53-მა, სამიზნე Т-72 გამჭოლად გახვრიტა - გახვრიტა კორპუსის წინა დეტალი, კოშკურის კალათი, ძრავის ბლოკი და უკანა ჯავშანფილა.
No comments:
Post a Comment