Showing posts with label Панцирь-С. Show all posts
Showing posts with label Панцирь-С. Show all posts

Friday, April 9, 2021

Serbian Pantsir-S1 Missile Systems Overturned on The Highway

 

Serbian Pantsir-S1 missile systems rollover crash on the highway.

The Pantsir-S1 missile system is a self-propelled, medium-range surface-to-air missile and anti-aircraft artillery systems. The Pantsir-S1 (NATO reporting name SA-22 Greyhound) it is produced by KBP Instrument Design Bureau of Tula, Russia.

P.S. The KAMAZ-6560 has very big problem with gravity center.





Saturday, May 2, 2020

Serbian Pantsir-S1


The six ADS systems Pantsir-S1 has start service in the 3rd missile division of the 250th Air Defense Brigade of the Armed Forces of Serbia.













Missiles 57E6-E

Sunday, October 27, 2019

სერბების "Панцирь-С" და სწავლება "Славянский щит - 2019"

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


სერბეთში, სწავლება "სლავური ფარი 2019"-ის ("Славянский щит - 2019") ფარგლებში, რუსეთმა C-400-ების დივიზია და  "Панцирь-С"-ის ბატარეა ჩაიყვანა. სწავლების გახსნის ცერემონიალს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვულიჩი დაესწრო. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერბეთმა რუსეთისგან  "Панцирь-С" შეიძინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიწოდებული.  მისივე თქმით, სერბეთს სურს შეიძინოს С-400-ები, მაგრამ ამისი საშუალება არა აქვს.

თვითონ სწავლება ორ ეტაპად ხორციელდება, პირველი ეტაპი სექტემბრის თვეში, რუსეთში, ასტრახანის ოლქში მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მეორე ეტაპმა სტარტი გუშინ სერბეთში აიღო, რომლის ფარგლებშიც პოლიგონზე მასირებული საცეცხლე სწავლებებია დაგეგმილი.

P.S. როგორც ჩანს ხმელთაშუაზღვის რეგიონში რუსეთმა ფესვები უკვე ჩაუშვა.


სწავლებაში ჩართული სერბული ჰსთ სისტემები


სწავლების აქტიური ფაზა



Monday, January 21, 2019

ისრაელის ავიაიერიში და -2 სირიული Панцирь-С1


წუხელ, 2 საათისთვის, ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს სირიის ჰსთ ძალების კუთვნილი Панцирь-С1 შეეწირა. ვიდეოში ორი კომპლექსის განადგურებაა ასახული, პირველი სავარაუდოდ Панцирь-С1 უნდა იყოს, ამ აზრის სასარგებლოდ რაკეტების ორსაფეხურიანი ძრავა და გაშვებების სიხშირეც მოწმობს. მეორე კომპლექსი კიდევ ზუსტად Панцирь-С1-ა, მანქანა გაჩერებულ მდგომარეობაშია, რადიოლოკაციური სადგური ჩაკეცილია, ქვემეხები საბრძოლო მდგომარეობაშია, რაკეტების მარცხენა ბლოკი რაკეტების სრული კომპლექტითაა აღჭურვილი (მეორე გვერდი ფიზიკურად არ ჩანს ვიდეოზე). შესაბამისად უკვე 3 განადგურებული Панцирь-С1 ჩაიწერა ისრაელის ავიაციის ანგარიშზე.


წინა ჯერზე განადგურებული სისტემის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი:
ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად განადგურებული სირიის სამხედრო ობიექტები

ისრაელმა იერიშები ქუდსის ძალებზე მიიტანა. ებრაულმა მხარემ იერიშის წინ სირია გააფრთხილა ხელი არ შეეშალა ამ ავიადარტყმებისთვის, სირიელებმა მაინც გახსნეს ცეცხლი, შესაბამისად ეს ჰსთ კომპლექსებიც გაანადგურეს.

ჰსთ პოზიციებზე და კუდსის ძალებზე განხორციელებული ავიადარტყმები


ირანელთა საწყობები სირიელთა სამხედრო ბაზაზე

ირანული სამიზნეები დამასკის აეროპორტში

Sunday, November 4, 2018

რუსული Панцирь-С1-ის დაბალი ეფექტურობა სირიაში

რუსული Панцирь-С1-ის დაბალი ეფექტურობა სირიაში.



რამდენიმე დღის წინ, ტელეგრამის ერთ-ერთ სამხედრო არხზე, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მუშაობის შესახებ, საინტერესო ინფორმაცია იქნა გამოქვეყნებული

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რუსეთის ფედერაციის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაბაზას ჰმეიმში, 13 უპილოტო დაესხა თავს. რუსების თანახმად, ეს თავდასხმა "ან ნუსრამ" ამერიკელების დახმარებით განახორციელა.

როგორც ცნობილია, ამგვარი თავდასხმები სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზაზე, საკმაოდ ხშირია - მარტო ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსულმა ჰსთ კომპლექსებმა ბაზაზე განხორციელებული მსგავსი 2 იერიში მოიგერიეს.

მაგრამ ბაზის თავზე საჰაერო კონტროლის ასეთ დონეს რუსებმა მოგვიანებით მიაღწიეს.

მაშ ასე, 2018 წლის აპრილამდე, რუსული ავიაბაზის დასაცავად გამოიყენებოდა Панцирь-С1 ტიპის კომპლექსები. მაგრამ რეალურ საბრძოლო გარემოში Панцирь-ებმა მათზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლეს. ამის შესახებ  თვითონ ლატაკიაში საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი ჰსთ-ს ოფიცრები საუბრობენ.

სირიაში გაირკვა რომ, Панцирь ვერ ხედავს დაბალსიჩქარეზე მფრენ მცირე ზომის სამიზნეებს, რომლებსაც მცირე სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატებიც განეკუთვნება. ამასთან კომპლექსი რეგულარულად აფიქსირებდა ცრუ სამიზნეებს - ბაზის გარშემო მფრინავ მსხვილ ფრინველებს, რითაც ოპერატორებს საკმაოდ აბნევდა.

აპრილში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, სირიაში Тор-М2У-ს ტიპის კომპლექსები გადაისროლეს. რის შემდეგაც მალე გაირკვა რომ, ტერორისტების უპილოტოები ბაზის გარშემო საკმაოდ ინტენსიურად დაფრინავენ - ამასთან, მონიტორინგის პირველ კვირებში, Тор-М2У-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უპილოტოების შესახებ, არაობიექტურად აღიქმებოდა - რას გაიგებ, იქნება და Тор-ებიც Панцирь-ივით ფრინველებს აფიქსირებსო?

ყველაფერ 1-7 ივლისს შეიცვალა, როდესაც მთელი კვირის განმავლობაში იდილბის პროვინციიდან ავიაბაზის მიმართულებით რამდენიმე მასირებული იერიში განხორციელდა.

1 ივლისს უპილოტოების პირველი იერიში განხორციელდა, ამასთან უპილოტოების ჯგუფიდან სამმა აპარატმა, რუსულ ბაზასთან მიახლოვება და 9 ცალი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდება მოახერხა.

იერიში დაწყებისთანავე, Тор-М2У-მ მოახდინა სამიზნეების აღმოჩენა და 5 ცალი საზენიტო რაკეტის გამოყენებით მათგან 4 ცალი 2,5-3 კილომეტრ სიმაღლეზე განადგურა. თავის მხრივ 3 უპილოტო Панцирь-С1-მაც ჩამოაგდო, თუმცა ამისთვის მანს 13 რაკეტის გაშვება დასჭირდა.

1 ივლისიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში, Тор-М2У-მ 7 უპილოტოს ლიკვიდაცია მოახერხა და ამაზე 9 რაკეტა იქნა დახარჯული. თავის მხრივ Панцирь-С1-მა ამ პერიოდშ ვერცერთი სამიზნე ვერ ჩამოაგდო.

Тор-М2У და Панцирь-С1 გვერდიგვერდ, ჰმეიმის ავიაბაზა, 2018 წლის აპრილი

ივლისის მეორე ნახევარში Тор-ებმა 9 რაკეტით 7 უპილოტო გაანადგურეს. აგვისტოს თვეში აღნიშნულმა მანქანებმა ასევე 9 რაკეტით 8 უპილოტო ჩამოაგდეს.

სულ 2018 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე, Тор-М2У-ს ტიპის კომპლექსებმა, 80 საჰაერო სამიზნე ჩამოხსნეს და ეფექტურობის 80% უჩვენეს. თვითონ Панцирь-С1-ბმა კი თავისი ეფექტურობის სულ რაღაც 19% წარმოაჩინეს.

წყარო:
В Сирии выяснилось, что «Панцирь» практически «не видит» малоскоростные и малоразмерные цели


აღნიშნულ ინფორმაციას სხვანაირი ანალიზი გაუკეთეს მცოდნეებმა. ინფორმაცია ინსაიდერთან საუბრის შედეგადაა მიღებული:

"ალალად რო ვთქვა, მოსმენილმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. გამოდის რომ, რასაც ჩვენი მასმედია წერს ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება და მეტწილად ეს რეკლამა და პროპაგანდაა. და როგორ აჩენს თავს "რეალურად მომუშავე" სინამდვილეში, ნაცნობ რესპუბლიკაში (საუბარია სირიაზე)  მისმა მუშაობამ გვაჩვენა. 
ძირითადი რაც მოყოლილიდან გავიგე. საბრძოლო მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, Панцирь-С1-ს სირიაში დასახმარებლად Тор-М2У გაუგზავნეს. ამის შემდეგ გაირკვა რომ Панцирь-ი ყველაფერს ვერ ხედავს და რახან ვერ ხედავს, გამოდის რომ ჩამოგდებაც არ შეუძლია. 
იყო შემთხვევები, როდესაც Тор-ი Панцирь-ს მიზანჩვენებას გადასცემდა, მაგრამ ის სამიზნეზ რადიოლოკაციური საშუალებებით მაინც ვერ ხედავდა, უკეთეს შემთხვევაში ოპტიკით აფიქსირებდა, მაგრამ რაღაცა მიზეზის გამო სამიზნის ავტომატურ გაცილებაზე აყვანა არ შეეძლო. როგორც ჩანს, ავტოგაცილებისთვის და შემდეგში რაკეტით საბრძოლო მუშაობისთვის აუცილებელია სამიზნემდე მანძილის ცოდნა, რომლის მიღებაც მხოლოდ რადიოლოკაციური ხერხითაა შესაძლებელი. 
Тор კიდევ ყველაფერს ხედავდა, თუმცა ავიაბაზის მეთაურობას, Панцирь-ის მუშაობის გამოცდილების შემდეგ, მისი არ სჯეროდა, ტყუილია, შენ ფრინველების გაცილებას ახორციელებო. 
ჩემის აზრით, ინფორმაცია ტელეგრამის არხზე, არაა სრულებით ზუსტი, ბევრი უზუსტობაა. ფრინველების შესახებ მათ აურიეს, მათ Панцирь კი არა Тор ხედავდა. მის ოპტიკაში ჩემს ფეხებს გაარკვევ ფრინველია თუ უპილოტო საფრენი აპარატი, და თუ რაკეტა 9М331-ის რადიოამფეთქმა მათზე იმუშავა, მაშინ სირიაში არწივების პოპულაცია რეალურად შემცირებული უნდა იყოს. სხვათაშორის Панцирь-ზე პირველადი ინფორმაცია არ გამოისახება, ყველაფერი რაც აისახება ოპერატორის ინდიკატორზე ალგორითმულად დამუშავებული მონაცემებია. 
ხო და როდესაც მორიგი საჰაერი იერიში განხორციელდა, Тор-მა ფრინველების ხროვებად ჩამოგდება დაიწყო, ხოლო Панцирь-მა კიდევ ეს ვერ მოახერხა. ამის შემდეგ Панцирь-ს იმ სამიზნეებზე სროლის უფლებას აძლევდნენ რომლების გამიზვნასაც ახერხებდა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, საზენიტო რაკეტები თვითლიკვიდაცია საცხოვრებელ სახლებზე დაცემისას ხდებოდა, საბედნიეროდ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. Тор კიდევ ყველაფერზე მუშაობდა რაც ავიაბაზის თავზე დაფრინავდა და საკმაოდ ეფექტურადაც. ის რაც წერია, ანუ 80 სამიზნე, ეს რა თქმა უნდა ფეიკია, მაგრამ აი 30 უპილოტოს ფარგლებში Тор-მა რეალურად ჩამოაგდო.

წყარო - Средства ПВО-7

Saturday, May 12, 2018

ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად განადგურებული სირიის სამხედრო ობიექტები

9 მაისს, სირიაში, ისრაელისა და ირანის დაპირისპირების  შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე  - ირან-ისრაელის საბრძოლო დაპირისპირება სირიაში - განადგურებული 50 ირანული ობიექტი. ქვემოთ ამ იერიშის შედეგად რამოდენიმე განადგურებული ობიექტის ფოტოებია მოყვანილი:

განადგურებული Панцирь-С1 


ელ-კუნეიტრაში მდებარე პოზიციები

სირიის ჰსთ ძალების საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-200-ის РПЦ 5Н62В