Saturday, March 30, 2019

თურქეული Leopard 2A4-ის მოდერნიზაციის პროგრამა

როგორც ჩანს ომის დაწყებასთან ერთად დინამიკური დაცვაც პოპულარული ხდება ხოლმე - ამას მოწმობს ისეთი ტანკების ტრანსფორმაცია, როგორებიცაა Abrams, Leclerc და Leopard-2.



სკირიაში გერმანული Leopard 2A4-ის კატასტროფული დებიუტის შემდეგ, თურქება მისი დაცვის გაუმჯობესება გადაწყვიტეს. კერძოდ ტანკზე დინამიკური დაცვა დაყენდა, გაძლიერდა ბორტები და ისინი როგორც დინამიკური დაცვით ასევე ცხაურებიანი ეკრანებით იქნა ღჭურვილი.


ასევე მოდერნიზაცია უტარდება  М-60Т და М-60А3 ტიპის ტანკებს - პროექტ FIRAT-M60T-ს ფარგლებში კომპანია ASELSAN-მა M-60T ტიპის ტანკების უმეტესობას ჩაუტარა მოდერნიზაცია, რის შემდეგაც ტანკებმა სახელწოდება M-60TM მიიღეს.






აღნიშნული მოდერნიზაციის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა - მოდერნიზირებული თურქული Leopard-2A4 და M-60T

ძალის დემონსტრირება - 5 ბომბდამშენი B-52H რუსეთის მახლობლად

აშშ-ს საჰაერო ძალები შთამბეჭდავ ფოტოებს ავრცელებს - მათზე ნირვეგიის ზღვის თავზე მფრენი 5 სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H და მისი თანმხლები 3 ნორვეგიული გამანადგურებელი F-16 Viper-ია (ორი F-16AM და ერთი F-16BM) ასახული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მოუქნელი ბომბდამშენები, ბრიტანული ბაზა RAF Fairford-იდან, მთელი ევროპის მაშტაბით ახორციელებდნენ სასწავლო ფრენებს.

ასევე წაიკითხეთ სტატია NATO-ს ხომალდების შავ ზღვაში დაგეგმილი სწავლების შესახებ - NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ


ნორვეგიის ზღვის თავზე ფრენა 2019 წლის 28 მარტს განხორციელდა, მასში ზემოთ ჩამოთვლილი 5 ბომბდამშენი და სამი ნორვეგიული გამანადგურებელი მონაწილეობდა. 6 ბომბდამშენისგან შემდგარი ოპერატიული დაჯგუფება, რომელსაც ასევე  BUFF-საც უწოდებენ (Big Ugly Fat Fellows), ბრიტანულ ავიაბაზა RAF Fairford-ზე 14 მარტს ჩაფრინდა. ყველა ბომბდამშენი აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, ბარკსდეილის ავიაბაზაზე დისლოცირებულ ბომბდამშენთა მე-2 ფრთას ეკუთვნის.

როგორ აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიციალურ პრეს რელიზშია ასახული - ნორვეგიელებთან ერთად ფრენის საშუალებით ამერიკელი პილოტები ამ რეგიონს გაეცვნენ და ამავდროულად "გლობალური ძალების გამოყენებით აშშ-ს მოკავშირეებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს".


ბომბდამშენების ევროპაში გადასროლამ და მათმა ოპერატიულმა გაშლამ, "დიდი კონკურენტებისთვის" და პირველ რიგში რუსეთისთვის, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული შესაძლებლობების სიგნალის როლი უნდა შეასრულოს. მიუხედავად იმისა რომ ამერიკის საჰაერო ძალები, საერთო სწავლებებში მონაწილეობის მიზნით, რეგულარულად აგზავნიან დიდ ბრიტანეთში სტრატეგიულ ბომბდამშენებს, ეს გადასროლა მაიანც გამორჩეულია - 2003 წელს, ერაყში შეჭრის შემდეგ, B-52-ების ინგლისში გაშლის ეს ყველაზე მსხვილმაშტაბაიანი შემთხვევაა. როგორც ცნობილია ამ კონფლიქტის დასაწყისში ბრიტანეთიდან ამ ტიპის ოცმა ბომბდამშენმა განახორციელა საბრძოლო ფრენები.

ბრიტანეთში, ავიაბაზა RAF Fairford-ზე დისლოცირებული 6 ამერიკული ბომბდამშენი, საბორტე ნომრები -  60-0024, 60-0025, 61-0013, 60-0058, 61-0015, 60-0032

ბრიტანეთში ამერიკული ბომბდამშენების გადასროლა ეს აშშ-ს მიერ NATO-ს მოკავშირეების დასაწყნარებლად და მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებათა სერიის ფრაგლებში ხორციელდება და ის კრემლის აგრესიის წინააღმდეგაა მიმართული. სწორედ ამ ქმედებების ფარგლებში, 2018 წლის ოქტომბერში, ალიანსმა ბოლო ათწლეულების მანძილზე უმსხვილესი საზღვაო სწავლება - Trident Juncture-2018 განახორციელა, რომლის ნაწილიც ასევე ნორვეგიაში და მის მიმდებარე წყლებში ჩატარდა. ამ სწავლების ფარგლებში აშშ-ს ავიამზიდი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაცდა ჩრდილოეთ პოლარულ წრეს. 
თემატური სტატია სწავლება Trident Juncture-2018-ის შესახებ - პირველად ცივი ომის შემდეგ ამერიკული ავიამზიდი პოლარული წრის იქეთ

ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკული ბომბდამშენების მიერ ბალტიის ზღვის თავზე განხორციელებული ფრენების გამო კრემლის შეშფოთებას გამოხატავდა - კერძოდ მათი აზრით ეს ფრენები კალინინგრადის ოლქის წინააღმდეგ იყო მიმართული.


რეალურად ამერიკულმა ბომბდამშენებმა, 15 მარტიდან მოყოლებული, რამდენიმეჯერ შემოუფრინეს კალინინგრადის ოლქს, იფრინეს ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის საჰაერო სივრცეში და პოლიგონებზე - თუმცა რუსეთის საზღვაო ზონასთან 150 კილომეტრზე, ხოლო სახმელეთო საზღვართან 60 კილომეტრზე ახლოს არ უფრენიათ. აშკარაა რომ ამერიკული ბომბდამშენები სწორედ რუსული ანკლავის შესწავლასა და მასზე ფიქტიური იერიშების დამუშავებას ახორციელებდნენ.

აშშ-ს სტრატეგიული ავიაციის მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიებში:

საპასუხოდ რუსეთმა 29 მარტს ნორვეგიისა და ბრიტანეთის მახლობლად ორი Ту-160-ით 13 საათიანი პატრულირება განახორციელა. ამ ფრენის გზის გადასაჭრელად ბრიტანელებმა გამანადგურებლები აწიეს ჰაერში.

ბრიტანული Typhoon-ების მიერ გაცილებაზე აყვანილი ორი რუსული Ту-160. ჩრდილოეთის ზღვა, 2019 წლის29 მარტი

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს დარჩებიან ამერიგული B-52H-ები ევროპაში, დღევანდელი მდგომარეობით ისინი აქტიურ ფრენებს აგრძელებენ - წარმატებული ფრენა ვუსურვოთ
 

Friday, March 29, 2019

ჩინური С-400-ები

ჩინელი ბლოგერების თანახმად, ეს რუსეთის მიერ ჩინეთის არმიისთვის მიყიდული С-400-ების პირველი საჯარო ფოტოებია. ფოტოებზე სამხედრო სარდლობის ჩრდილოეთ ზონის საზენიტო დივიზიონის სწავლებაა ასახულიწყარო - Airmen erect air-defense missiles  

შეგახსენებთ რომ ჩინეთმა და რუსეთმა ამ კომპლექსის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის მეორე ნახევარში მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად ჩინეთმა С-400-ების 6 დივიზინი 3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. აღსანიშNავია რომ პირველი პოლკი ჩინეთის არმიამ შარშან ზაფხულში გადაიბარა.


NATO-ს ხომალდები შავ ზღვაში შემოვიდნენ

ნიდერლანდების სამეფო საზღვაო ძალების ფრეგატი F805 Evertsen
NATO-ს ხომალდები, ბოსფორის სრუტის გავლით. შავ ზღვაში შემოვიდნენ. საზღვაო დაჯგუფება ნიდერლანდების, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, კანადის და ესპანეთის ხომალდებისგან შესდგება, ესენია - ფრეგატები Evertsen (ნიდერლანდები), SantaMaria (ესპანეთი), Toronto (კანადა), Drazki (ბულგარეთი), Yildirim (თურქეთი) და კორვეტი Regele Ferdinand (რუმინეთი). ხომალდები შავ ზღვაში უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო სწავლება Sea Shield-2019-ში მიიღებენ მონაწიკლეობას.
ბოსფორის სრუტის გავლის მომენტი

ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატი F81 Santa Maria

თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატი TCG Yıldırım F243

 კანადის საზღვაო ძალების ფრეგატი RCN 333 HMCS Toronto

How low can you go (11)?

უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი ორი L-39 დაბალ სიმაღლეზე

Wednesday, March 27, 2019

"Elephant Walk" - 24 ცალი F-22 ერთრდოულად საბრძოლო ამოცანაზე


"Elephant Walk" - ეს არის საფრენი აპარატების მასირებული აფრენის პროცესი. ამ ტაქტიკური ილეთის განხორციელება ავიაფრთას მასირებული აფრენის შესაძლებლობების დახვეწის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს ძალის ერთგვარ დემონსტრირებას. აღსანიშნავია რომ ამ ბოლო დროს მსგავსი მასირებული აფრენები ამერიკის საარმიო ავიაციაში და საჰაერო ძალებში საგრძნობლად გახშირდა - ეს ჩინეთისა და განსაკუტრებით რუსეთის სამხედრო აქტივობასთანაა დაკავშირებული.



აღნიშნული აქტივობა გუშინ, ალიასკაზე, ელმენდორფის ავიაბაზაზე (Elmendorf AFB) განხორციელდა. 24 ცალ გამანადგურებელ F-22-თან ერთად ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო  AEWACS E-3 Sentry  და სატრანსპორტო C-17 Globemaster III. როგორც ცნობილია აღნიშNული ავიაბაზა 47 ცალი Raptor-ის სახლია. ამავე ბაზაზე, ფლორიდაში მომხდარი ქარიშხლის შემდეგ, ტინდალის ავიაბაზიდან (Tyndall AFB ) გადმოსროლი იქნა F-22-ის უცნობი რაოდენობა. უცნობია სულ რამდენი F-22-ია მწყობრში ალიასკის ამ ავიაბაზაზე, მაგრამ ღონისძიებაში საშტატო რაოდენობის ნახევარი იქნა ჩართული - ეს სამწუხაროა, მაგრამ მაინც გრანდიოზული სანახაობა გამოვიდა.

ასევე აღსანიშნავია რომ ყველა გამანადგურებელი ორი ცალი 600 გალონიანი დამატებითი საწვავის ავზებით იყო აღჭურვილი - ეს ალბათ უცხოეთში გამანადგურებლების ნებისმიერ მომენტში გადასროლის მზაობაზე მიანიშნებს. თვითონ ეს მასიურო ავიასწავლება უფრო მსხვილმაშტაბიანი სამხედრო მანევრების - "Polar Force"-ს ფარგლებში განხორციელდა.

Tuesday, March 26, 2019

კალინინგრადი აშშ-ს სტრატეგიული ავიაციის რკალში

გუშინ სამმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა В-52Н-მა და ერთმა რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავმა Boeing RC-135V-მ რუსეთის დასავლეთ საზღვრები მოინახულეს. კერძოდ ამერიკელებმა ფრენები კალინინგრადის მახლობლად განახორციელეს. 

2017 წელს ბალტიის თავზე განხორციელებული გზი გადაჭრის მომენტი (წყარო - რუსულმა Су-27-ებმა ამერიკული ბომბდამშენებისთვის გზის გადაჭრა განახორციელეს)

როგორც დასავლეთის ავიაწყაროები იუწყებიან -გუშინ ორმა ამერიკულმა B-52H-მა კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან 140-144 კილომეტრის მანძილზე იფრინა. რის შემდეგაც ერთმა მათგანმა ლიტვის სამხრეთ-დასავლეთისკენ, პოლიგონ კაზულ-რუდესკენ განაგრძო ფრენა. პოლიგონი რუსეთ-ლიტვის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. სამი საათის განმავლობაში ბომბდამშენი სავარაუდოდ პოლიგონზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდა და დროდადრო კალინინგრადის ოლქს 10-18 კილომეტრზე უახლოვდებოდა. მეორე ბომბდამშენი ლატვიაში, პოლიგონ ადაჟისკენ გაემართა, სადაც ასევე სამი საათი იტრიალა და სავარაუდოდ სახმელეთო დარტყმებზე მუშაობდა.

იმავდროულად დიდბრიტანეთში მდებარე ავიაბაზა მილდენჰოლიდან აშშ-ს საჰაერო ძალების რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი, Boeing RC-135V Rivet Joint, გაემართა რუსეთის საზღვრისკენ, რომელიც ასევე რამდენიმე საათი დაფრინავდა კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ.

В-52Н-ს ტიპის მესამე ბომბდამშენი ბრიტანული ავიაბაზა ფერფორდიდან აფრინდა, შევიდა ბალტიის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და პოლონეთის სანაპიროს გასწვრივ, კალინინგრადის ოლქისკენ აიღო კურსი. კალინინგრადის საზღვაო საზღვრიდან მიახლოებით 158 კილომეტრში, როდესაც ის რუსული ჰსთ-ს მოქმედების ზონაში იმყოფებოდა, ბომბდამშენი მოტრიალდა  ესტონეთისკენ გაფრინდა.

ასევე ცნობილია რომ პარასკევიდან შაბათის ჩათვლით, ოთხი В-52Н ტიპის ბომბდამშენი, რამდენიმე საათის სხვაობით რუსეთის ანკლავთან 160-170 კილომეტრზე მიახლოებას ახორციელებდნენ, შემდეგ კურსს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ იცვლიდნენ, შემოუფრენდნენ გოტლანდს და ბრიტანულ ბაზაზე ბრუნდებოდნენ. დამკვირვებლების დასკვნით, ბომბდამშენები კალინინგრადში მდებარე სამიზნეებზე ბომბდაშენის დამუშავებას ახორციელებდნენ.

წინა დღეებში განხორციელებული ფრენების შესახებ უკვე დაიწერა ბლოგში:

ამის პარალელურად რუსებმა კალინინგრადში С-300-ების სმანევრები განახორციელეს. მოხდა მობილური კომპლექსების გაშლა გვარდეისკიდან - სადაც მათი დისლოკაციის ადგილია - ბალტიისკამდე, რომელიც რუსეთის ყველაზე დასავლეთ ქალაქია  და ბალტიის ფლოტის ყველაზემსხვილ ბაზას წარმოადგენს. მსგავსი გადაადგილებები სამხედრო ობიექტების უფრო მჭიდრო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

რუსების მიერ ჰსთ კომპლექსების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს გვერდზე - Russia deploys S-300 to Baltiysk amid tension with US

Monday, March 25, 2019

უკრაინის არმია ცივი კლიმატის ეკიპირებას ტესტავს

უკრაინის არმია კარპაატიის მთებში ცივი კლიმატური პირობებისთვის შექმნილ სამხედრო უნიფორმაც ტესტავს.



ახალი ღჭურვილობის გამოცდას 95-ე სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ახორციელებენ - აღნიშული აღჭურვილობის საცდელი პროტოტიპი "უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და მატერიალური უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ" (Головне управління розвитку та супроводження матеріального забезпечення ЗСУ) გასული წლის ზაფხულში შეიმუშავა.

2018 წლის ზაფხულ-შემოდგომის განამავლობაში ახალი ჩაცმულობის ტექნიკური მოთხოვნების ფორმირება მიმდინარეობდა. კონცეფცია ზამთრისა და დემისეზონური კოსტუმის შერწყმას შეიცავდა, რამაც შედეგად საგრძნობლად უნდა გაზარდოს კოსტუმის სითბო და წყალგაუმტარი თვისებები.


ადამიანის ორგანიზმი სამი ფაქტორის ქვეშ განიცდის სტრესს, ესენია - წყალი, ქარი და სიცივე. ამასთან ამ სამის უერთიერთქმედება კიდევ უფრო ზრდის სტრესის დონეს. ამ ფაქტორებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა რამდენეიმე შრიანი უნიფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:
  • ტენის გამომდევნას უზრუნველყოფს - თერმული საცვლები;
  • სითბოს შენარჩუნებასა და ტეის გამოყვანას უზრუნველყოფს - ფლისი (Fleece)
  • საიზოლაციო ბარიერს ქმნის  - დამათბობელი
  • უამინდობისგან იცავს - მემბრანა, რომელიც ძირითად მატერიაზეა დატანილი

გამოცდების დროს თოვლის, ტენის, ქარის, სიცივისა და მთებისადმი მდგრადობის შესამოწმებლად მედესანტეებმა ორი სხვადასხვა კომბინირებული მატერიისგან დამზადებული უნიფორმა (ქურთუქი და შარვალი) გამოსცადეს. გამოცდები დღის გარდა ღამითაც, უარყოფით ტემპერატურებზეც მიმდინარეობდა.

გამოცდილი მატეარებიდან - პირველი ნეილონის (პოლიამიდის) მატერიას წარმოადგენს, რომელზეც მაკომუფლირებელი ნახატი იყო დატანილი, მატერია წყალ და ნესტგამძლე დამუშავებით იყო წარმოდგენილი. მეორე ფენად დატანილი იქნა ePTFE-სა და PU-ს საფუძველზე შექმნილი მემბრანა. თავის მხრივ მეორე კომბინირებულ მატერიას ტრიკოტაჟის ბადის დამატებითი არმირება გააჩნია.


ამ სახეობის მატერიების გამოყენება შემდეგი ეფექტით ხასიათდება:
  • სხვა მატერიებთან შედარებით 30% მცრიდება წონა
  • იზრდება 50%-ით ცვეთამედეგობა
  • გამოირჩევა უპრეცენდენტო წყალმედეგობით. პლაში მატერიებს 50-ჯერ სჯობია
  • უზრუნველყოფს დაცვას ქარისგან
  • შიგნიდან ატარებს ტენს და ამით იძლევა მსუნთქავი მატერიის ეფექტს (გამოყავს ტენი მილიონი მიკროსკოპული ფორიდან)

კოსტუმტან ერთად გამოცდილი იქნა ბათინკების დამცავი ახალი, ცვეთაგამძლე ბახილები და თერმული საცვლები. ფოტოზე ECWCS-ის 7 ფენიანი კოსტუმის უკრაინული ვერსიაა წარმოდგენილი, რომელიც ამჯერად უცხოეთიდან შემოტანილი მასალითაა შექმნილი.



წყარო:
В Карпатах тестируют новый костюм для холодной погоды