Showing posts with label ფორმა. Show all posts
Showing posts with label ფორმა. Show all posts

Tuesday, November 26, 2019

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ერთიანი საბრძოლო უნიფორმა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Nordic Combat Uniform System (შემოკლებით NCU) - ეს არის ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას საბრძოლო ტანსაცმელის უნიფიცირებული კომპლექტი, რომელშიც შევა ყველაფერი, დაწყებული თეთრეულიდან და დასრულებული გარე შრეებით, რომლების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ექსტრემალურ სიცივეში, სკანდინავიასა და ევროპაში და ჯუნგლებშიც. კომპლექტი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი შაბლონით და მასალით შეიქმნება, მაგრამ ყველა ქვეყანას საკუთარი შეფერილობა ექნება. ყელსახვევი, თათმანები, ბათინკები და მსგავსი ნივთები პროგრამაში არ შედის და ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად განახორციელებს მათ შეძენას.

უნიფორმის საცდელი გამოყენება 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე განხორციელდება და მასში ოთხივე ქვეყნის 480 სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული (ყველა ქვეყნიდან თითო, 120 კაციანი, ასეული). უნიფორმის მიღება 2021 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.


Monday, March 25, 2019

უკრაინის არმია ცივი კლიმატის ეკიპირებას ტესტავს

უკრაინის არმია კარპაატიის მთებში ცივი კლიმატური პირობებისთვის შექმნილ სამხედრო უნიფორმაც ტესტავს.



ახალი ღჭურვილობის გამოცდას 95-ე სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ახორციელებენ - აღნიშული აღჭურვილობის საცდელი პროტოტიპი "უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და მატერიალური უზრუნველყოფის მთავარმა სამმართველომ" (Головне управління розвитку та супроводження матеріального забезпечення ЗСУ) გასული წლის ზაფხულში შეიმუშავა.

2018 წლის ზაფხულ-შემოდგომის განამავლობაში ახალი ჩაცმულობის ტექნიკური მოთხოვნების ფორმირება მიმდინარეობდა. კონცეფცია ზამთრისა და დემისეზონური კოსტუმის შერწყმას შეიცავდა, რამაც შედეგად საგრძნობლად უნდა გაზარდოს კოსტუმის სითბო და წყალგაუმტარი თვისებები.


ადამიანის ორგანიზმი სამი ფაქტორის ქვეშ განიცდის სტრესს, ესენია - წყალი, ქარი და სიცივე. ამასთან ამ სამის უერთიერთქმედება კიდევ უფრო ზრდის სტრესის დონეს. ამ ფაქტორებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა რამდენეიმე შრიანი უნიფორმა, რომელიც უზრუნველყოფს:
  • ტენის გამომდევნას უზრუნველყოფს - თერმული საცვლები;
  • სითბოს შენარჩუნებასა და ტეის გამოყვანას უზრუნველყოფს - ფლისი (Fleece)
  • საიზოლაციო ბარიერს ქმნის  - დამათბობელი
  • უამინდობისგან იცავს - მემბრანა, რომელიც ძირითად მატერიაზეა დატანილი

გამოცდების დროს თოვლის, ტენის, ქარის, სიცივისა და მთებისადმი მდგრადობის შესამოწმებლად მედესანტეებმა ორი სხვადასხვა კომბინირებული მატერიისგან დამზადებული უნიფორმა (ქურთუქი და შარვალი) გამოსცადეს. გამოცდები დღის გარდა ღამითაც, უარყოფით ტემპერატურებზეც მიმდინარეობდა.

გამოცდილი მატეარებიდან - პირველი ნეილონის (პოლიამიდის) მატერიას წარმოადგენს, რომელზეც მაკომუფლირებელი ნახატი იყო დატანილი, მატერია წყალ და ნესტგამძლე დამუშავებით იყო წარმოდგენილი. მეორე ფენად დატანილი იქნა ePTFE-სა და PU-ს საფუძველზე შექმნილი მემბრანა. თავის მხრივ მეორე კომბინირებულ მატერიას ტრიკოტაჟის ბადის დამატებითი არმირება გააჩნია.


ამ სახეობის მატერიების გამოყენება შემდეგი ეფექტით ხასიათდება:
  • სხვა მატერიებთან შედარებით 30% მცრიდება წონა
  • იზრდება 50%-ით ცვეთამედეგობა
  • გამოირჩევა უპრეცენდენტო წყალმედეგობით. პლაში მატერიებს 50-ჯერ სჯობია
  • უზრუნველყოფს დაცვას ქარისგან
  • შიგნიდან ატარებს ტენს და ამით იძლევა მსუნთქავი მატერიის ეფექტს (გამოყავს ტენი მილიონი მიკროსკოპული ფორიდან)

კოსტუმტან ერთად გამოცდილი იქნა ბათინკების დამცავი ახალი, ცვეთაგამძლე ბახილები და თერმული საცვლები. ფოტოზე ECWCS-ის 7 ფენიანი კოსტუმის უკრაინული ვერსიაა წარმოდგენილი, რომელიც ამჯერად უცხოეთიდან შემოტანილი მასალითაა შექმნილი.



წყარო:
В Карпатах тестируют новый костюм для холодной погоды

Tuesday, June 26, 2018

ისრაელის არმიის ახალი საველე ფორმის გამოცდები

24 ივნისს, ისრაელის თავდაცვითი არმიის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა განცხადება, რომ: ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის საველე გამოცდები "უახლოეს კვირებში დაიწყება". პროექტს ლოჯისტიკისა და ტექნოლოგიების მთავარი სამმართველო და სახმელეთო ჯარები მართავენ. ახალი ფორმის მიღება ისრაელის არმიის მიერ ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდის, უფრო მოსახერხებელი და უფრო წარმომადგენლობითი ფორმის შექმნის სურვილმა განაპირობა.


ახალი ფორმა დაფოთვლილი კამუფლიაჟით იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვადასხვა გარემო პირობებში შენიღბვის საკითხებში მრავალრიცხოვანი გამოცდების შედეგად წარმოჩენილი ოპერატიული საჭიროების საფუძველზე იქნა მიღებული

ფორმაზე ფხრაწების საშუალებით დამაგრდება:

  • სერჟანტების წინმხარზე - წოდების განმასხვავებელი ნიშნები (ზემდეგებს და ოფიცრებს განმასხვავებელი ნიშნები, როგორც ახლანდელ ფორმაზე, სამხრებზე ექნებათ).
  • მარჯვენა წინამხარზე - ისრაელის დროშა
  • მარცხენაზე - ქვედანაყოფის ნიშაბნი.
  • მარჯვენა ჯიბის ზემოთ - სახელი და გვარი
  • მარცხენა ჯიბის ზემოთ - მებრძოლის ნიშანი


ახალ ფორმას, მეწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული მასალისგან შეკერავენ. ეს მატერია სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ხოლო ოფლს აშრობს. ფორმის ფასონი გაუმჯობესებულია, მთლიანობაში ის უფრო ლამაზად გამოიყურება. ფორმა გაცილებით მოსახერხებელია, უფრო კარგად ნიავდება, შეესაბამება ანტისტატიკურ სტანდარტებს, უფრო მტკიცე და ცვედამედეგია.

საველე გამოცდები ერთ თევს გაგრძელდება, მასში სავალდებულო და ზესავალდებულო სამსახურის 330 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აქ წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ქვედანაყოფები:

  • 35-ე საპარაშუტო სადესანტო ბრიგადის სასწავლო ბაზა.
  • შერეული ბატალიონები "ბარდერლასი" და "ლავი ჰა ბიკა"
  • საზღვაო ძალების წითელი ზღვის ზონა
  • ტერორთან ბრძოლის სკოლის საცეცხლე მომზადების მიმართულება.
  • ჰსთ ჯარები
  • ზურგის ჯარები
  • სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფი 8200

ყოველი მონაწილე ფორმის ორ კომპლექტს მიიღებს, მისი ტარება მხოლოდ საკუთარი ქვედანაყოფის ტერიტორიაზე იქნება ნებადართული (ანუ ბაზებზე, პოლიგონებზე და კატერებზე). გამოცდების ფარგლებში ახალი ფორმის რამდენიმე ვარიანტის შემოწმება მოხდება: შემნიღბავი შეფერილობის სამი სახეობა, პერანgის ფასონის ორი და შარვლის ერთი სახეობა. ყურადღება გამახვილდება:

  • ფასონის მოხერხებულობაზე
  • ფუნქციონალურობაზე
  • ჯიბეების ზომებზე, განლაგებაზე და მათ საჭიროებაზე.
  • მასალი სხვადასხვა საქმიანობასთან შესაბამისობა.

გამოცდების შემდეგ შედეგების დეტალური შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც ისრაელის არმიისთვის ახალი ფორმის შეძენა დაიწყება.