Showing posts with label Elephant Walk. Show all posts
Showing posts with label Elephant Walk. Show all posts

Tuesday, March 9, 2021

German Air Force Stages Elephant Walk With 18 Eurofighters at Bavarian Air Base

The German Air Force has arranged an Elephant Walk that involved 18 Eurofighter jets of TLG (Tactical Luftwaffengeschwader) 74 at Neuburg Air Base on Mar. 6, 2021. 









Wednesday, June 12, 2019

Just a nice pic - MV-22 Osprey "Elephant Walk"


აშშ-ს საზღვაო ქვეითების ავიაციის მე-3 ავიაფრთის სწავლების ფარგლებში 27 კონვერტოპლანი Bell MV-22 Osprey და 16 ვერტმფრენი Sikorsky CH-53E Super Stallion მასირებული აფრენისთვის ემზადება. კალიფორნია, აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბაზა "მირამარი".



Wednesday, March 27, 2019

"Elephant Walk" - 24 ცალი F-22 ერთრდოულად საბრძოლო ამოცანაზე


"Elephant Walk" - ეს არის საფრენი აპარატების მასირებული აფრენის პროცესი. ამ ტაქტიკური ილეთის განხორციელება ავიაფრთას მასირებული აფრენის შესაძლებლობების დახვეწის საშუალებას აძლევს და წარმოადგენს ძალის ერთგვარ დემონსტრირებას. აღსანიშნავია რომ ამ ბოლო დროს მსგავსი მასირებული აფრენები ამერიკის საარმიო ავიაციაში და საჰაერო ძალებში საგრძნობლად გახშირდა - ეს ჩინეთისა და განსაკუტრებით რუსეთის სამხედრო აქტივობასთანაა დაკავშირებული.



აღნიშნული აქტივობა გუშინ, ალიასკაზე, ელმენდორფის ავიაბაზაზე (Elmendorf AFB) განხორციელდა. 24 ცალ გამანადგურებელ F-22-თან ერთად ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო  AEWACS E-3 Sentry  და სატრანსპორტო C-17 Globemaster III. როგორც ცნობილია აღნიშNული ავიაბაზა 47 ცალი Raptor-ის სახლია. ამავე ბაზაზე, ფლორიდაში მომხდარი ქარიშხლის შემდეგ, ტინდალის ავიაბაზიდან (Tyndall AFB ) გადმოსროლი იქნა F-22-ის უცნობი რაოდენობა. უცნობია სულ რამდენი F-22-ია მწყობრში ალიასკის ამ ავიაბაზაზე, მაგრამ ღონისძიებაში საშტატო რაოდენობის ნახევარი იქნა ჩართული - ეს სამწუხაროა, მაგრამ მაინც გრანდიოზული სანახაობა გამოვიდა.

ასევე აღსანიშნავია რომ ყველა გამანადგურებელი ორი ცალი 600 გალონიანი დამატებითი საწვავის ავზებით იყო აღჭურვილი - ეს ალბათ უცხოეთში გამანადგურებლების ნებისმიერ მომენტში გადასროლის მზაობაზე მიანიშნებს. თვითონ ეს მასიურო ავიასწავლება უფრო მსხვილმაშტაბიანი სამხედრო მანევრების - "Polar Force"-ს ფარგლებში განხორციელდა.