As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Showing posts with label CV-90. Show all posts
Showing posts with label CV-90. Show all posts
Sunday, January 12, 2020
Saturday, July 22, 2017
ჩეხეთი ახალ ქსმ-ს ეძებს
ჩეხეთის არმია ახალი ქსმ-ის არჩევის მიზნით კანდიდატებს არბენინებს. ტესტებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, ესენია:
- PSM Puma
- Rheinmetall Lynx KF31
- BAE Systems CV90 და CV90 Armadilio
- GDELS ASCOD
წყარო:
PSM Puma
BAE Systems CV90 და CV90 Armadilio
GDELS ASCOD
Rheinmetall Lynx KF3
ბევრი ფოტოები გამოცდებიდან:
Sunday, March 2, 2014
BAE Systems-მა ნორვეგიის არმიას პირველი მოდერნიზირებული CV–90–30 გადასცა
26 თებერვალს BAE Systems-მა ნორვეგიის არმიას პირველი მოდერნიზირებული CV–90–30 გადასცა (ამ პროგრამის შესახებ ბლოგში უკვე ვწერდი – ნორვეგიის არმიამ BAE Systems 500 მილიონი ფუნტის ქსმ-ები შეუკვეთა). შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის არმიის მიერ ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილ ახალ მანქანაში საგრძნობლადაა გაზრდილი დაცვა, გადარჩენადობა, სიტუაციური გათვითცნობიერება, დაზვერვისა და ოპერატიული შეთავსებადობის შესაძლებლობები.
მანქანები აღჭურვილი იქნება უახლესი რეზინის მუხლუხებით, რომლებმაც საბრძოლო შემოწმება ავღანეთში, ნორვეგიის არმიის რიგებში გაიარეს. სულ კონტრაქტის თანახმად აწყობილი იქნება 74 ცალი ქსმ-ი, 21 სადაზვერვო, 15 სამეთაურო , 16 საინჟინრო, 16 მრავალმიზნობრივი და 2 სასწავლო მანქანა. მრავალმიზნობრივ მანქანებს შეეძლებათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მანქანის ან თვითმავალი ნაღმტყორცნის შასი. სერიული მანქანების მიწოდება 2015 წლის ნოემბერში დაიწყება და 2017 წლამდე გაგრძელდება.
პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალი
წინასერიული მანქანის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ ნორვეგიის და შვედეთით სახელმწიფო მდივანები – ოსტინ ბოე (Öystein Bö) და კარლ ფონ დერ ეში (Carl von der Esch).
ამჟამად ნორვეგიის არმიის შეიარაღებაზე 103 CV–90 იმყოფება, რომლებიც ნორვეგიამ 90–იანების შუა პერიოდში მიიღო და წარმოადგენს მანქანის პირველ საექსპორტო ვარიანტს. 2012 წლის ივნისში, BAE Systems-მა ამ მანქანების სამოდერნიზაციოდ 750 მილიონი დოლარი (0,5 მილიარდი £) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ნორვეგიის მთავრობასთან. ამავე პროგრამის ფარგლებში კომპანია ასზე მეტ ახალ CV90 ააწყობს.
პირველი სერიული მოდერნიზირებული CV-90-30 გადაცემის ცერემონიალის ვიდეო
Friday, May 3, 2013
CV-90 Armadillo
დანიის არმიამ CV-90 Armadillo–ს გამოცდები დაიწყო. Armadillo (ჯავშნოსანი) - ეს CV–90–ის უკოშკურო ვერსიაა, რომლის ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვაც Stanag 4а/b–ეს აჭარბებს (14,5მმ ტყვიებისგან დაცვა 200 მეტრიდან და 10კგ ტროტილის ექვივალენტი ნაღმდგრადობა). დანიის არმიამ გამოსაცდელად ამ ტიპის ხუთი მანქანა მიიღო.
მოცემული მანქანა CV–90–ზე ბაზირდება, რომლის ჯავშანტრანსპორტიორად გადაკონფიგურირება BAE Systems–ის შვედურ განყოფილებაში განხორციელდა. დანიის არმია სხვა სავარაუდო კანდიდატებად GDLS Europe–ს Piranha V–ეს და М-113–ის მოდერნიზირებულ ვარიანტ G–5–ს განიხილავს (რომელიც კომპანია FFG–ის მიერაა შექმნილი). ჯავშანტრანსპორტიორის არჩევა სავარაუდოდ 10 თვეში დასრულდება, ანუ 2014 წელს, რის შემდეგაც 2015 წელს მისი სერიუოი წარმოება უნდა დაიწყოს.
Tuesday, June 26, 2012
ნორვეგიის არმიამ BAE Systems 500 მილიონი ფუნტის ქსმ-ები შეუკვეთა
BAE Systems 500 მილიონი ფუნტ სტერლინგად (750 მილიონი დოლარი) ნორვეგიის არმიისთვის ააწყობს ახალ CV-90-ებს და მოდერნიზაციას ჩაუტარებს ძველ მოდელებს.
კომპანია მოდერნიზაციას ჩაუტარებს ნორვეგიის არმიის შეიარარებაში მყოფ 103 ქსმ CV-90-30, რომლებიც ნორვეგიის არმიამ 90-იანების შუაში შეიძინა და ასევე დაამზადებს
CV-90-ის 144 ახალ, სხვადასხვა კოფიგურაციის სავალ ნაწილს. ეს მანქანები მხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით აღჭურვილი იქნება სენსორების გაუმჯობესებული სისტემით.
სადაზვერვო CV-90
პროექტის ფარგლებში აწყობილი იქნება 74 ცალი ქსმ-ი, 21 სადაზვერვო, 15 სამეთაურო , 16 საინჟინრო, 16 მრავალმიზნობრივი და 2 სასწავლო მანქანა. მრავალმიზნობრივ მანქანებს შეეძლებათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მანქანის ან თვითმავალი ნაღმტყორცნის შასი.
"დღევანდელი შეკვეთა ადასტურებს ნორვეგიის ნდობას CV-90 მანქანების ოჯახისადმი" - განაცხადა BAE Systems Hagglunds-ის პრეზიდენტმა ტომმი გუსტაფსსონ-რასკმა (Tommy Gustafsson-Rask). "ჩვენ ვაგრძელებთ ამ მაქანის განვითარებას და მის ინვესტირებას, რათა შევინარჩუნთ ის ტექნოლოგიების წინა ხაზზე, კერძოდ დავამატეთ გაუმჯობესებული დაცვა და ციფრული შესაძლებლობები ისე, რომ ის მსოფლიოში დარჩეს ერთერთ მეწინავე მანქანად თავის კატეგორიაში".
ნორვეგიის არმიის მიერ ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მანქანას ექნება გაუმჯობესებული დაცვა, გადარჩენადობა, სიტუაციური გათვითცნობიერება, დაზვერვისა და ოპერატიული შეთავსებადობის შესაძლებლობები.
ნორვეგიული CV-90 ავღანეთში
კონტრაქტის შესრულებაში ნორვეგიის წარმოება მნიშვნელოვან როლ შეასრულებს. Kongsberg Defence & Aerospace სათავეში ჩაუდგება Thales Norway და Vingho-სგან შემდგარ ჯგუფს. Kongsberg პასუხისმგებელია საინფორმაციო სისტემის და მონზაცემთა გადაცემის სისტემების კომპლექსზე, მათ შორის შეიარაღების სისტემის ინტეგრაციაზე, კავშირგაბმულობისა და უსაფრთხოების სისტემებზე. მანქანის ყველა ვარიანტზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული Kongsberg Protector.
შვედური CV-90 ყველა სკანდინავიური ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება (ნორვეგია, შვედეთი, დანია და ფინეთი), და ასევე შვეიცარიის და ჰოლანდიის არმიებშიც. პირველი ქსმ CV-90 მიწოდებული იქნა 1993 წელს. ნორვეგიის მიმდინარე შეკვეთა ამ მანქანების საერთო რიცხვს 1200-მდე გაზრდის.
წყარო:
True Norsk: CV90 Armored Modernization
წყარო:
True Norsk: CV90 Armored Modernization
Subscribe to:
Posts (Atom)











































.jpg)
.jpg)
+(1).jpg)

