Showing posts with label эпоха. Show all posts
Showing posts with label эпоха. Show all posts

Sunday, December 15, 2013

საბრძოლო მოდული Эпоха

2013 წლის 15 დეკემბერს გადაცემაში "Служу России!" ნაჩვენები იქნა ახალი რუსული საბრძოლო მოდულის, "Эпоха"–ს (მის შესახებ უკვე ვწერდი – საბრძოლო მოდული "ეპოქა" (эпоха)აწყობის პროცესი. მოდული აქტიური დაცვის კომპლექსითაა აღჭურვილი და წარმოადგენს დისტანციურად მართვად, სრულებით გარეთ გატანილ კოშკურას, რომელიც მეთაურისა და მემიზნე ოპერატორის ტერმინალებითაა აღჭურვილი.

საბრძოლო მოდულის გვერდითი ხედი – მწვანე ტმსკ, წითელი ად

მოდულის ხედი წინიდან – მწვანე ტმსკ, წითელი ად, თეთრი მემიზნე ოპერატორის მრავალარხიანი სამიზნე კომპლექსი, ყვითელი – მეთაურისა და მემიზნეს ოპერატორის სამუშაო ადგილები

ყვითელი მეთაურის ან მემიზნე ოპერატორის სამუშაო ადგილი, ლურჯი მოდულის სამართავი ჯოისტიკი


ვიდეოსიუჟეტის ბმული:
Служу России 15 12 2013

Sunday, August 25, 2013

საბრძოლო მოდული "ეპოქა" (эпоха)

ორი დღის წინათ რუსეთში მიმდინარე გამოფენა "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე"–ს და მასე გამოფენილი რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის გარეგანი იერის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე – რამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებ. როგორც მოყვანილი სტატიიდან ჩანს მომავალში რუსეთის არმიის ქვეითთა სატრანსპორტო მსუბუქი, საშუალო და მძიმე პლატფორები უნიფიცირებული საბრძოლო მოდული, "эпоха"-თი იქნებიან აღჭურვილები. 
ამჯერად ამ პლაკატის სრულ ვერსიას გთავაზობთ. პლაკატზე გამოსახულია საბრძოლო მოდული "эпоха" და მოცემულია მისი მოკლე აღწერილობა:

პლაკატის მიხედვით შემდეგი დასკვნების გაკეთება შეიძლება:
– მოდული სრულიად გარეთაა გატანილი და მანქანის შიგნით ადგილს არ იკავებს.
– მოდულის უკანა მხარეს საბრძოლო კომპლექტისთვის განკუთვნილი ნაკვეთურია დაყენებული.
– სამიზნე დუბლირებულია, თუმცა არცერთს არ გააჩნია ჰორიზონტალურ სიბრტყეში 360 გრადუსიანი ხედვის არე.
– თვითონ სამიზნე სისტემის შესაძლებლობები საკმაოდ შთამბეჭდავია:
  • ერთდროულად სხვადასხვა სპექტრალურ დიაპაზონში აქტიურ და პასიურ რეჟიმში მიზნის ავტომატურად მოძებნის შესაძლებლობა.
  • შენიღბული მიზნების ოპტიკური ლოკატორით ძებნა.
  • ერთდროულად ორ მიზანზე ცეცხლის წარმოება. 
  • მიზნის ავტომატური მიყოლით 70 გრადუსიანი კუთხეზე საზენიტო სამიზნეებზე მაღალეფექტური ცეცხლის წარმოება.
  • საბრძოლო მუშაობა დისტანციური მართვის რეჟიმში.
  • გარე მიზანჩვენებით მუშაობა
  • აგების ბლოკურ–მოდულური პრინციპი.
  • ეკიპაჟის დაცვის გაზრდილი ხარისხი.
  • საბრძოლო გამოყენების მრავალფუნქციურობა.
რაც შეეხება მოდულის შეიარაღებას, ის БМП-2-ის ახალი საბრძოლო მოდული "Бережок"–ის ფაქტიური ანალოგია გარდა ერტისა – "Бережок"ისგან განსხვავებით მასზე ავტომატური ყუმბარმტყორცნი არ აყენია.

შეიარაღება:
  • 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხი (ტყვიების რაოდენობა 160БПС / 340 ОФЗ)
  • მართვადი რაკეტები "Корнет" (4 ცალი გარე გამშვებზე)
  • 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი ПКТ (2000 ტყვია)
  • სროლის მანძილი:
  • ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "Корнет" – 8000 მეტრამდე
  • მართვადი რაკეტა "Корнет" მიზნის უკონტაქტო გადამწოდით – 10 000 მეტრამდე
  • ავტომატური ქვემეხი 2А42 – 4000 მეტრამდე


Thursday, August 22, 2013

რამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებ

რუსეთში მიმდინარე გამოფენა "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების დღე"–ს და მასე გამოფენილი მოდელების შესახებ უკვე ვწერდი – "Армата"–ს ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკა. ამავე გამოფენაზე კიდევ რამოდენიმე საინტერესო ჯავშანტექნიკის გარეგანი იერი გამჟღავნდა:
 პლაკატზე გამოსახულია რუსეთის მომავლის არმიის მოტოქვეითებისთვის და მოტომსროლელებისთვის განკუთვნილი ჯავშანტექნიკის სამი სხვადასხვა სახეობა:
პირველი "Бумеранг" - საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი. ფოტოს მიხედვით ძალიან ჰგავს დასავლურ ანალოგებს. მანქანა ნახატის მიხედვით აღჭურვილია აქტიური დაცვის სისტემით (სავარაუდოდ "Афганит") და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Курганец-25" – ძრავის წინა განლაგებითა და საბრძოლო მოდული "эпоха"-თი.
ქვეითთა მძიმე საბრძოლო მანქანა "Армата"–ს ბაზაზე – წინა მანქანების მსგავსად აღჭურვილია საბრძოლო მოდული "эпоха"-თი. ტანკისგან განსხვავებით მანქანას ძრავა წინ უყენია.

P.S. რა თქმა უნდა ნახატებზე და მოდელებში ტექნიკა ზუსტად არაა გამოსახული, თუმცა ზუსტადაც რომ იყოს მათ სერიაში ჩაშვებამდე კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. ამიტომ ამ გამოსახულებებზე ბოლომდე ნდობა არშეიძლება, თუმცა რუსული ჯავშანტექნიკის განვითარების ძირითად მიმართულებას სწორედ ასახავს.