Friday, January 4, 2013

დამწვარი Т-80У

2003 წლის 28 ივლისის, მოსკოვის დროით 11 საათი 20 წუთი, კანტემიროვსკის მე–4 გვარდიულ დივიზიის ერთერთი პოლკის სატანკო ბატალიონის Т-80У–ს, რომელიც ბოქსებში იდგა, ცეცხლი გაუჩნდა. უფროსი ლეიტენატი როდიონ პოპოლუდნევი შეეცადა მეორე ტანკით ალმოდებული ტანკის ბოქსებიდან ევაკუაციას, მაგრამ ამ დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ოფიცერი დაიჭრა. სამხედრო ნაწილში ოპერატიულად იქნა შემქნილი სახანძრო ჯგუფი რომელიც ხანძრის ლიკვიდაციას შეუდგა.

ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა რიგითი ალექსეი ზახაროვი. ხანძრისა და საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად ცხრა საბრძოლო მანქანა განადგურდა, მათ შორის 1985 წელს გამოშვებული სამი ცალი ტანკი Т-80У. ასევე დაზიანდა რამდენიმე სახანძრო მანქანა. ხანძრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დასახელდა – გაუმართავი ელექტროგაყვანილობა ან უსაფრთხოების წესების დარღვევა – სავარაუდოდ სამუშაოების ჩატარებისას ვიღაცამ სიგარეტს მოუკიდა. ასევე არაა გამორიცხული რომ ცხელი ამინდის პირობებში მოხდა ზეთით გაჟღენთილი ჩვარის აალება.


კანტემიროვკაში დამწვარი Т-80У–ები უტილიზაციას 61БТРЗ–ს ეზოში ელიან


P.S. საკმაოდ ხშირია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამხედრო ნაწილებში ხანძრები – არავის არ დავიწებია შარშან ტყვიაწამლის საწყობებში მომხდარი მთელი რიგი ხანძრებისა, რომლის შედეგადაც ასობით ტონა საბრძოლო მასალა დაიწვა. ასევე არც თუ ისე იშვიათია ტექნიკის ბოქსებში ან სწავლებებზე ხანძრით დაწვა და განადგურება, რაც მხოლოდ ორ რამეზე მოწმობს – პირველი ის რომ ჩვენი მეზობლის ტექნიკა საკმაოდ მოძველებულია და ვერანაირ უსაფრთხო მუშაობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე ის რომ პირადი შემადგენლობის მომზადების და პროფესიონალიზმის დონეა დაბალი და უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.

No comments:

Post a Comment