Sunday, April 7, 2013

საბჭოთა БМП-ეების პოლონური მოდერნიზაცია – BWP-95, BWP-2000, BWP-40 და სხვები

ფორუმ СИЛА РОССИИ–ზე იუზერმა Damian–მა გამოაქვეყნა პოლონელების მიერ დამოუკიდებლად თუ უცხო ქვეყნების დახმარებით განხორციელებული მოძველებული საბჭოთა БМП-1/2–ების მოდერნიზაციის პროგრამები. ქვემოთ მოყვანილია ამ მანქანების ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა:

BWP-2000
BWP-2000–ის კოშკურა აღჭურვილია 60მმ–ნი, ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული ავტომატური ქვემეხი Oto Melara T60/70A–თი, შეწყვილებული 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევით და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით. აწყობილი იქნა სულ ორი პროტოტიპი, რომლებიც შეიარაღებით განსხვავდებოდნენ – პროგრამამ გაგრძელება ვერ ჰპოვა.
BWP-2000
BWP-2000–ის მძღოლ–მექანიკოსის ადგილი

BWP-40
BWP-40–ის კოშკურა აღჭურვილია 40მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Bofors L/70B–თი. მანქანის ბაზად საბჭოთა БМП-1–ის ბაზაა აღებული.
BWP-40


BWP-95 
საკმაოდ არა ორდინალური საბრძოლო მანქანა – საბჭოთა БМП-2-ის ბაზაზე შემოდგმულია 23მმ–ნი ავტომატური ქვემეხი, 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევი და СПГ-9 (СПГ-9–ის დატენვა სავარაუდოდ კორპუსის სახურავის უკანა ნაწილში დატანებული სარქველიდან ხორციელდება, ამერიკული Bradley-ს მსგავსად).
ასევე საინტერესოა მანქანი ჯავშანდაცვა, რომლის გაძლიერების მიზნითაც ჯავშანზე დამატებით CERAWA-1–ის მოდულებია დამატებული, რამაც მანქანის წონა 900კგ–თი გაზარდა. თავდაპირველად პოლონელებს სურდათ მანქანაზე ERAWA-1–ის დაყენება მაგრამ ამ იდეაზე უარი ითქვა რადგანაც მისი მოქმედების შედეგად მანქანის ჯავშანკორპუსი ტყდებოდა და ამას გარდა კომპლექტი მძიმე იყო რაც რესურსსა და ამძრაობას ამცირებდა. 
როგორც ფოტოებიდან ჩანს CERAWA-1 არ ფარავს მთლიანად კორპუსს – მისი დაყენებისას კონსტრუქტორებს კომპრომისზე წასვლა მოუწიათ – მთლიანი კომპლექტის დაყენების შემთხვევაში მანქანის წონა 1,5–2 ტონით იზრდებოდა რაც მის ცურვადობას 4% ამცირებდა, რის შედეგადაც ცურვის დროს მანქანის კორპუსი წყალქვეშა მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ ცურვადობის შესანარჩუნებლად იძულებულები იყვნენ მანქანაზე დამატებითი დაცვის ფილები მხოლოდ შერჩეულ ადგილებზე დაეყენებინათ. ბაზა საბჭოთა БМП-2–საა.

 BWP-95

BWP-1 "Puma"
მანქანა აღჭურვილია ებრაული კომპანია Elbit Systems–ის 30მმ–ნი დისტანციურად მართვადი კოშკურა UT-30–ით. გამოცდებზე ებრაულმა კომპლექსმა დაბალი საიმედოობა და ეფექტურობა აჩვენა, რის გამოც მასზე უარი ითქვა. ბაზა საბჭოთა БМП-1-საა.

БМП-1M

United Defense-ს 25მმ–ნი ავტომატური ქვემეხი Bushmaster M-242–ით აღჭურვილი საბჭოთა БМП-1М.

BWP-2 + LAV-25

ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის LAV-25–ის 25მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი Delco–ს კოშკურა 

No comments:

Post a Comment