Wednesday, July 22, 2015

ქართული ჰსთ სისტემის შესახებ

საფრანგეთიშ შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩეხეთში ჩავიდა, სადაც მას საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს:


ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ (ფირმის ოფიციალური ვებ გვერდი – Lom Praha) და „VR GROUP“ (ვებ გვერდი – VR Group), რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება (ვებ გვერდი – ERA). “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს.

კომპლექსი VERA NG

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.



წყარო:


P.S. საფრანგეთში რადარები და ჰსთ კომპლექსი (თუმცა გაურკვეველია რა ტიპზეა საუბარი), ჩეხეთში სიმულატორები და რადარები – საინტერესო ძვრებია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

No comments:

Post a Comment