ტანმოყვარულთათვის პირდაპირ ზეიმია – ვებგვერდ paralay.iboards.ru გამოქვეყნდა 80–იან წლებში, ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროში (Харьковское конструкторское бюро машиностроения (ХКБМ)) შექმნილი პერსპექტიული საბჭოთა ტანკის, თემა "Молот"–ის ფარგლებში შექმნილი, "Объект–477"–ის ერთ–ერთი საცდელი ვარიანტის ფოტოსურათები. დღემდე "Объект-477"–ის ფოტოები ღია წყაროებში არ ქვეყნდებოდა.
სულ 1990–ნი წლების დასაწყისისთვის დამზადებული იყო ტაბკ "Объект–477"–ის 4 სავალი მაკეტი და რვა საცდელი ნიმუში. 90–ნი წლების შუისთვის "Молот"–ის თემაზე მოცემული სამუშაოები (რომლის განმავლობაშიც შეიქმნა სხვა საცდელი ნიმუშებიც – "Объект–477А" და "Объект–477А1") შეჩერდა, ძირითადად სსრკ–ს დაშლის მიზეზით, თუმცაღა თვითონ თემა და ამ თემის მიხედვით შექმნილი მანქანები დღემდე გასაიდუმლოებულია (უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ სავარაუდოდ ეს ხელშეკრულება ამ მომენტისთვის ფარატინა ქაღალდია).
ფოტოზე გამოსახულია "Объект–477"–ის ბოლოს (სავარაუდოდ მერვე) დამზადებული საცდელი ნიმუში, რომელიც ხარკოვთან, ХКБМ–ის საცდელ ბაზაზე ინახება ("Объект–477"–ის რამდენიმე საცდელი ნიმუში ცნობილი მიზეზების გამო რუსეთში ინახება).
"Объект 477"–ს გააჩნდა გარეთ გატანილი შეიარაღების დანადგარი, მაგრამ უფრო გვიან შექმნილი გარეთ გატანილი შეიარაღების მქონდე ტანკებისგან განსხვავებით (ისეთების როგორებიცაა ურალის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი Объект–195 და Объект–148 "Армата"), "Объект–477"–ის ეკიპაჟი ტანკის კორპუსის წინა ნწალიში მდებარე დაცულ კაფსულაში კი არ იყო მოთავსებული, არამდე განცალკევებით – ტანკ "Объект–477"–ის მძღოლ–მექანიკოსი მართვის განყოფილებაში, წინ მარცხნივ იჯდა, ხოლო მეთაური და მემიზნე, დასახლებულ, დაბალპროფილიან კოშკურაში იყვნენ განთავსებულები.
ფოტოზე მოყვანილ მანქანაზე, დამხმარე შეიარაღების სახით 30მმ–ნი ავტომატური ქვემეხი გამოიყენებოდა. ფოტოზე ქვემეხი არ ჩანს, მაგრამ ჩანს თვითონ დანადგარი.
80–იან წლებში უკრაინაში შექმნილი სხვა პერსპექტიული ტანკების შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ ვწერდი:
- საბჭოთა ტანკმშენებლობის გასაიდუმლოებული მომავალი – Объект 490 "Бунтарь"
- საბჭოთა ტანკმშენებლობის კიდევ ერთი საიდუმლო
No comments:
Post a Comment