Friday, January 22, 2016

F-35-მა პირველი AIM-9X ისროლა


აშშ-ს საჰაერო ძალების 416-ე საფრენოსნო გამოცდების ესკადრილიის F-35-მა პირველად განახორციელა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის, AIM-9X გაშვება. საცეცხლე გამოცდები წყნარი ოკეანის თავზე 12 იანვარს განხორციელდა.
როგორც 2016 წლის 21 იანვარს, 412-ე საგამოცდო ფრთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა განაცხადა, გამანადგურებელს, რომლის საბორტე ნომერიც AF-1-ია, კომპანია Lockheed Martin-ის F-35-ის პროგრამის მთავარი პილოტ-გამომცდელი, დევიდ ნელსონი მართავდა. საცდელი სროლები 1829 მეტრის (6000 feet) სიმაღლეზე განხორციელდა.

წყარო:

Thursday, January 21, 2016

AK-Alfa - კალაშნიკოვი აშშ-დან


SHOT SHOW 2016-ზე რუსული კომპანიის "კალაშნიკოვის კონცერნის" (Концерн «Калашников») შვილობილმა კომპანიამ, Kalashnikov USA-მ, წარმოადგინა სამოქალაქო ბაზრისთვის განკუთვნილი შაშხანა "AK-Alfa", რომელიც ცნობილი ავტომატური შაშხანის, საბჭოთა АК-ს ბაზაზეა შექმნილი. 


კომპანიის წარმომადგენლის განცხადების თანახმად ცვლილება ძირითადად დიზაიანსა და ერგონომიკას შეეხო. გავრცელებული 3D ვიდეოს და ფოტოების მიხედვით შეგვიძლია შემდეგ სიახლეებზე ვისაუბროთ

  • სიმაღლეში და სიგრძეში რეგულირებადი კონდახი
  • კონდახის ცვალებადი დემფერი
  • მოდულური, ორთოპედული ფისტოლეტის სახელური
  • სათადარიგო ელემენტების წყალგაუმტარი საცავი ფისტოლეტის სახელურში
  • მჭიდის შესაცვლელი ამბიდექსტრული ბერკეტი
  • ახალი, АR-ის ტიპის, ცეცხლის სახეობის ამბიდექსტრული გადამრთველ
  • მარჯვნივ ან მარცხნივ იარაღის დასამუხტი სახელურის გადატანის შესაძლებლობა
  • პოლიმერისგან დამზადებული კორპუსი, რომელიც პიკატინის მიმმართველებითაა აღჭურვილი
იარაღი 7,63x39 კალიბრის ტყვიებს მოიხმარს და შეუძლიე АК-ს მჭიდები გამოიყენოს. კომპანია შაშხანის ორ ვარიანტს, გრძელ ლულიანი AKL-ს და მოკლელულიან AKS.







წყარო:

აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატების ავარიულობის შესახებ

MQ-9 Reaper ავარიული დაჯდომის შემდეგ, ნიგერია, ნიამერის მიმდებარე ტერიტორია. 2014 წლის 20 ოქტომბერი



The Washington Post-ის ჟურნალისტის, უიტლოკ კრეიგის საინტერესო გამოძიება აშშ-ს მიერ 2015 წელს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ. მოკლე ანალიზი ასე გამოიყურება:

  • აშშ-ს საჰაერო ძალებმა 2015 წელს 10 ცალი MQ-9 Reaper (მომკელი) და 10 ცალი MQ-1 Predator (მტაცებელი) დაკარგა (განადგურებული ან მძიმედ დაზიანებული).

ერთი უპილოტო აშშ-ი განადგურდა, ექვსი ავღანეთში, ოთხი სომალის ნახევარკუნძულის რაიონში (აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაბაზა ჯიბუტი), სამი ერაყში, თითო ლივიაში, ქუვეითში, თურქეთში და სირიაში. ორი ავარიის ადგილმდებარეობა ოფიციალური წყაროების მიერ არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ ეს მალი და იემენია.
  • დანაკარგების ძირითადი მიზეზებია - ოპერატორის შეცდომა და გაუმართაობა ელექტროსისტემებში. დადასტურებულია მხოლოდ ერთი საბრძოლო დანაკარგი - სირიის ჰსთ-მ ლატაკიის პროვინციაში, 2015 წლის 17 მარტს MQ-1 Predator ჩამოაგდო.
  • აშშ-ს არმიამ დაადასტურა ოთხი ცალი უპილოტოს, Gray Eagle-ს დაკარგვა, აღნიშნული უპილოტო MQ-1 Predator-ის სრული ანალოგია. აქედან სამი ავღანეთში, ხოლო ერთი ერყაში იქნა დაკარგული.
  • 2014 წელთან შედარებით საფრენოსნო დრო 8%  შემცირდა.

დამრტყმელი უპილოტოები ასევე დგას NSA, CIA, NASA, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების, საფრანგეთის და იტალიის შეიარაღებაზე.
  • 2001 წლიდან მიღებული 269 ცალი MQ-1 Predator-იდან დაახლოებით ნახევარი სხვადასხვა მიზეზით დაიკარგა. დღეს-დღეობით ოპერატიულ მზადყოფნაში 140 ცალი აღნიშნული ტიპის უპილოტო იმყოფება. 2018 წლისათვის მათ სრულები MQ-9 Reaper ჩაანაცვლებს.

უპილოტოებზე მოდერნიზირებული დამხმარე ენერგოსისტემის დაყენება მიმდინარეობს, რაც ავარიულ მდგომარეობაში ფრენის დროს 1-დან 10 საათამდე გაზრდის. მოდერნიზაცია უკვე 47 მანქანას შეეხო.

Monday, January 18, 2016

DESERT STORM - ქარიშხლის ინფოგრაფიკა

ცოტაოდენი სტატისტიკური მონაცემები იმ ოპერაციის შესახებ, როლითაც ომის ახალი ეპოქა დაიწყო (გადიდებადი)

P.S. საკმაოდ საინტერესოა გაფრენების რაოდენობა ტიპების მიხედვით - აშკარაა რომ ახლო საჰაერო მხარდაჭერაზე უფრენიათ ყველაზე მეტი.

Sunday, January 17, 2016

სამხრეთ კორეამ ტანკ K2-ის სერიული წარმოების გაშლა დაიწყო

სამხრეთკორეული გაერთიანება Hyundai Rotem-ის (რომელიც Hyundai Motor Group-ში შედის) განცხადების თანახმად, 2015 წლის 25 ნოემბერს, ჩხანვოეში მდებარე საწარმოში დაამზადა და კორეის თავდაცვის სამინისტროს გადასცა მე-100 სერიული ძირითადი საბრძოლო ტანკი К2 Black Panther. ამასთანავე ეს ტანკი საბოლოო К2-ია, რომელიც აღჭურვილი იქნება უცხოური ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის გერმანული დიზელის ძრავა MTU MT883 და ავტომატური ტრანსმისია Renk.

ჩხანვოის საწარმოოში დამზადებული პირველი სერიის ბოლო, მე-100 ტანკის გადაცემის ცერემონიალი


ამგვარად კომპანია Hyundai Rotem-მა უმოკლეს ვადებში დაასრულა 2014 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სააგენტოსთან (Defense Acquisition and Procurement Agency - DAPA) გაფორმებული 901,5 მილიარდ ვონის (820 მილიარდი დოლარი) ღირებულების კონტრაქტის რეალიზაცია, რომლის თანახმადაც მწარმოებელმა არმიას 100 სერიული ტანკი K2 მიაწოდა. კონტრაქტის რეალიზაცია მის ფორმალურ ხელმოწერამდე ადრე დაიწყო - ჩხანვონეში აწყობილი პირველი სერიული K2-ების მიწოდება 2014 წლის ნოემბერში განხორციელდა. ამგვარად , Hyundai Rotem-მა სულ რაღაცა ერთ წელიწადში დაასრულა ტანკ K2-ის პირველი სერიული 100 ტანკის გამოშვება - რითაც დემონსტრირება გაუკეთა სამხრეთ კორეის თანამედროვე წარმოების შესაძლებლობებს. დამზადებული მანქანები არმიას 2017 წლის დასაწყისამდე უნდა გადაეცეს.
ტანკ К2-ის პირველი 100 მანქანიანი პარტიის დასრულებასთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია Hyundai Rotem-ი ასევე იუწყება რომ უკვე დაიწყო ტანკების მეორე პარტიაზე მუშაობა. სამხრეთკორეული წყაროების თანახმად მეორე პარტიაც 100 მანქანისგან შესდგება.
პარტიებს შორის ძირითადი სხვაობა ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში იქნება, კერძოდ მეორე პარტიის მანქანები კორეული წარმოების 1500 ცხენისძალიან დიზელის ძრავა Doosan Infracore DV27K და ავტომატურ ტრანსმისია S & T Dynamics EST15K (ექვსი სიჩქარე წინ და სამი უკან) მიიღებენ. როგორც ცნობილი ხდება კომპანია Doonsan Infracore-მ (შედის Doonsan-ის ჯგუფის შემადგენლობაში) პირველი სატანკო ძრავა DV27K 2015 წლის ნოემბრის ბოლოს დაამზადა.
შეგახსენებთ, რომ ტანკი  K2 სამხრეთკორეული თავდაცვითი სააგენტოსა და Hyundai Rotem-ის მიერ 1995 წლიდან იქმნებოდა, მაგრამ პროგრამა საგრძნობლად გაიწელა, რაც მის შიდა წარმოების ძრავა-ტრანსმისიის, რომლებსაც თავდაპირველი გერმანული ძრავა ტრანსმისია უნდა ჩაენაცვლებინა,  სამუშაო დონემდე მიყვანის პრობლემებთან იყო დაკავშირებული (რომლებიც შესაბამისად Doosan Infracore და S & T Dynamics მიერ იქმნებოდა).
2012-2014 წლებში დამზადებული იქნა წინასერიული 15 მანქანა, რომლებიც საგამოცდოდ არმიას გადაეცა, ხოლო სერიული წარმოების დაწყება ტანკის დახვეწასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამუდმებით გადაჰქონდათ. რის შედეგადაც პირველი 100 სერიული K2 გერმანული ძრავა-ტრანსმისიით იქნა შეკვეთილი. მაგრამ მიუხედავად ამისა K2-ის სერიული წარმოების ტემპები მაინც შთამბეჭდავია - 100 მანქანა სულ რაღაცა ერთ წელიწადში, რითაც კორეა მეწინავე ტანკმწარმოებელი ქვეყნების რიგებში გავიდა.




წყარო:

OPERATION DESERT STORM - ოცდამეხუთე წლისთავი

ზუსტად 25 წლის წინ, 1991 წლის 16 იანვარს დაიწყო უახლესი ისოტრიის ერთ-ერთი ყველაზე ფართომაშტაბიანი ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი". ამ თარიღთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ოპერაციის ფოტომასალას:

2:38 - 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ოთხ-ოთხი AH-64A-სგან შემდგარი ორი ჯგუფი ერაყელთა ადრეული აღმოჩენის რლს-ს ანადგურებს.
2:51 - F-117A-ს წყვილი (მაიორი გ. ფისტი და კაპიტანი დ. ფრანცისი) ტაქტიკურ გამანადგურებელთა 415-ე ესკადრილიიდან ანადგურებენ ჰსთ-ს სამეთაურო პუნქტს.
3:05 - პირველმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანმა რაკეტებმა, Tomahawk-ებმა, ბაგდადის რაიონში მდებარე სამიზნეებს მისწვდნენ.

Apache-ბისა და Nighthawk-ების მიერ ქვეყნის ჰსთ-ში გაკეთებულ დერეფანში დამრტყმელ თვითმფრინავთა არამდა შეიჭრა. თანამედროვე ისტორიული ეპოქის პირველი ომი იწყებოდა.