Saturday, February 13, 2016

საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის

როგორც ვიქტორ ბარერა (Victor Barreira) ჟურნალ "Jane's Defence Weekly" გამოქვეყნებულ სტატია "France may modernise additional Leclerc MBTs"-ში იუწყება, საფრანგეთი სამოდერნიზაციო ტანკ Leclerc-ების რაოდენობის გაზრდას განიხილავს. მიმდინარე გეგმების თანახმად საფრანგეთის არმიის შეიარაღებაზე 200 ცალი ტანკი დარჩება, რომლებიც Nexter Systems-ის მიერ იქნება მოდერნიზირებული. მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს რაოდენობა 225 მანქანამდე გაიზარდოს.

მოდერნიზირებული Leclerc-ის სავარაუდო იერი


მოდერნიზაცია, როგორც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გამომცემლობას აუწყა, განხორციელდება SCORPION-ის პრიგრამის ფარგლებში. ტანკების რაოდენობის გაზრდის მიზეზები უცნობია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ალბათ რუსეთით შეშფოთებაა და ასევე ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ტანკება შეასრულეს უკრაინის, სირიის და ერაყის კონფლიქტებში.

2015 წლის 5 მარტს, კომპანია Nexter-მა 200 ტანკის SCORPION-ის პროგრამის ფარგლებში მოდერნიზაციის მიზნით ფრაგნული არმიისგან 330 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება მიიღო. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ასევე მოდერნიზაციას ჩაუტარებს Leclerc-ის ბაზაზე შექმნილ 18 ცალ შეჯავშნულ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას. Nexter-მა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წელს უნდა დაასრულოს და იმავე წელს უნდა დაიწყოს მოდერნიზირებული ტანკ Leclerc Rénové-ს მიწოდება.

მოდერნიზაციის ფარგლებში Leclerc Rénové (R) მიიღებს დისტანციურად მართვად 7,62მმ-იან სატყვიამფრქვევო დანადგარს და ახალ 120მმ/52 კალიბრის ჭურვებს. ტანკები გაივლიან კაპიტალურ რემონტს და აღიჭურვებიან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ყუმბარმტყორცნებისგან დამცავი მოდულური დაცვითა და რადიოამფეთქებისთვის ხარვეზების დამდგმელით. Leclerc-ზე ასევე დაყენდება GPS ნავიგაციის ახალი კომპლექსი, გაუმართაობების დიაგნოსტიკისა და შეტყობინების სისტემა, კომპანია Bull-ის და Thales-ის მიერ შექმნილი შიდა ქსელური საინფორმაციო აპარატურა SICS (Système d'Information et de Commandement SCORPION) და ციფრული კავშირგაბმულობის ახალ სისტემა, რომელიც Thales-ის მიერ პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE) ფარგლებში იქმნება.

მოდერნიზირებული ტანკები საფრანგეთის არმიის ჯავშანსაშუალებების განახლების პროგრამაის (Synergie du COntact Renforcé par la Polyvalence et l'InfovalorisatiON - SCORPION) ნაწილს წარმოადგენს. ამავე პროგრამის ფარგლებში  Nexter Systems, Renault Trucks Defense და Thales Communications & Security-ს კონსორციუმი საფრანგეთის არმიას ახალი თაობის საბურავებიან ჯავშანმანქანებს, Griffon და Jaguar მიაწოდებს (SCORPION შესახებ ბლოგზე 2014 წელს ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6). როგორც ვარაუდობენ, მოდერნიზირებული Leclerc R საფრანგეთის არმიაში 2040 წლამდე დარჩება.

1990 წლიდან 2007 წლამდე მწარმოებელმა ფრანგულ არმიას სულ 406 ცალი ტანკი, 18 ცალი შეჯავშნული საერმონტო საევაკუაციო მანქანა DCL და მათ ბაზაზე ორი ცალი სასწავლო მანქანა DNG მიაწოდა. 2010 წლისთვის ფრანგული არმიის შეიარაღებაზე 254 ტანკი Leclerc იდგა, დანარჩენი მანქანები კონსერვაციაზე იქნა დაყენებული.


წყარო:

Monday, February 8, 2016

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, განცხადების თანახმად, ქვეყნის სამხრეთ სამხედრო ოლქის და საჰაერო სადესანტო ჯარების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ცალკეულ შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
"უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების თანამხად დღეს, დილის ხუთ საათზე, სამხრეთ სამხედრო ოლქის ჯარები, საჰაერო-სადესანტო ძალებისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ცალკეული შენაერთები მოყვანილი იქნა საბრძოლო მდგომარეობაში "სრული". ამ მომენტიდან ჩვენ სამხრეთ-დასავლეთი სტრატეგიული მიმართულების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებას შევუდექით" - განაცხადა შოიგუმ.

წყარო:

სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა" - ხედი რუსული მხარიდან


სანჟაროვკასთან, უკრაინელების მიერ დამწვარი რუსი ტერორისტების ტექნიკის შესახებ უკვე ვწერდი - სიმაღლე 307.5, პოზიცია "ვალერა" - განადგურებული რუსული ტანკები. ამჯერად ბრძოლის მოკლე მიმოხილვა საპირისპირო მხარისგან:
ტანკისტები ძირითადად გამოუცდელები იყვნენ, ბრძოლამდე ეკიპაჟების მხოლოდ ნაწილმა მოასწრო რამდენიმე სასწავლო სროლის განხორციელება: ისროლეს კარიერში, 600 მეტრის მანძილზე ... მთელი ქვეითები კრასნი ლუჩში (Красном Луч) და ბრიანკაში (Брянка) შტაბის და ბაზის დასაცავად დარჩნენნ ... ბატალიონის მეთაურმა არ შეატყობინა ზემოთ რომ შეტევას ქვეითების გარეშე იწყებდა... ორჯერ შეიტანეს წყალგარეული დიზელის საწვავი, რის გამოც ტექნიკის ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა.... 11 ტანკიდან შვიდის ქვემეხის მექანიზმი გამოვიდა მწყობრიდან... ორმა ეკიპაჟმა საბრძოლველად რომ არ წასულივნენ ქვემეხები დააზიანა... არტილერიამ ვერ მოახერხა გამაგრებული პოზიციების დაზიანება, გვერდით ურტყამდა... შეტევა ქვეითების როლში მყოფ 29 მზვერავთან ერთად 13 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაწყების დროს 12 საათზე იქნა გადმოტანილი. ამის შესახებ დაზვერვა არ იქნა გაფრთხილებული... შეტევა 15 საათისთვის რო გადაეტანათ, მაშინ ამ დროისთვის "დრემოვცები" ("дремовцы") მოუსწრებდნენ რუსებს და ბრძოლაში დაეხმარებოდნენ.
ბატალიონის მეთაური დარწმუნებული იყო რომ საყრდენ პუნქტზე შეჭრილმა ტანკებმა პოზიციები დაიკავეს და საქმე მოამთავრეს... ბრძოლაში ჩართულ ტანკისტებს დასახმარებლად გაგზავნილი იქნა უტანკო ტანკისტების, ტსმრ-ების და მზვერავების მიმაგრებული რაზმი (სულ 50 კაცამდე), მაგრამ ღია მინდორში 600 მეტრის მანძილზე უკრაინელების ცეცხლმა ისინი მიწას მიაკრა. ტანკები, რომლებზეც მიმაგრებული რაზმი გადაადილდებოდა, რაზმის დესანტირებისთანავე მოტრიალდა და უკან გამობრუნდა, ისე რომ ქვეითებს მხარდაჭერა არ გაუწია.

წყარო:
(без темы)

 P,S, ალბათ მალე მთლიან აღწერას ვიხილავთ.

F-35-ის პირველი ტრანსატლანტიკური გადაფრენა

5 თებერვალს, იტალიაში აწყობილმა პირველმა F-35A-მ წარმატებით განახორციელა შვიდ საათიანი გადაფრენა კუნძულ ტრესეირაზე მდებარე პორტუგალიური ავიაბაზიდან (აზორის კუნძულების არქიპელაგი) მერილენდის შტატში, აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაბაზა პატანსენტ-რივერზე.
პორტუგალიურ კუნძულზე F-35 და მისი თანმხლები ჯგუფი, რომელიც ორი საჰაერო ტანკერი KC-767-ისა, სატრანსპორტო C-130J-ს და ორი გამანადგურებელი Typhoon-ისგან შესდგებოდა, 3 თებერვალს ჩაფრინდა.
F-35-ს ოკეანეზე პირველი გადაფრენისას იტალიელი მფრინავი მართავდა, ერთ-ერთი იმ ორი პილოტთაგანი, როიმლებმაც აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაბაზა ლუკზე (Luke Air Force Base) საწყისი მომზადება გაიარეს. სწორედ ამ ბაზაზე მიემართება აღნიშნული გამანადგურებელი, ხოლო მეორე იტალიური F-35A უკვე გადის საფრენოსნო გამოცდებს კამერიში, იქ სადაც იტალიური გამანადგურებლების ფინალური აწყობის ხაზია განთავსებული.



წყარო:

Sunday, February 7, 2016

ტიტანის ჯავშანი - ანუ როგორ შევამციროთ Abrams-ის წონა

ტანკ Abrams M1A2-ში კომპანია GDLS-მა 4 ტიტანის ოთხი დეტალის გამოყენებით წონაში 685 კგ-ს მეკონომია მოახერხა (წყარო - The Design and Application of Titanium Alloys to U.S. Army Platforms - 2010)